მთავარი ადამიანები გულისამაჩუყებელი მამა-შვილის ილუსტრაციები, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ

გულისამაჩუყებელი მამა-შვილის ილუსტრაციები, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ

by guramus

ყველას თავისებური ურთიერთბა აქვს მშობლებთან, მაგრამ განსაკუთრებით ამაღელვებელია, როცა ვხედავთ როგორ ზრუნავენ მამები პატარა ქალიშვილებზე. როგორ უწნავენ თმას, ასწავლიან, უხატავენ ფრჩხილებს, მიმართავენ ექსპერიმენტებს მათთან ერთად – ყველა მამიკოს გოგომ იცის, თუ რამდენად ძლიერია მამის სიყვარული და დაცულობის შეგრძნება მისგან.

უკრაინელმა ილუსტრატორმა სნეჟანა სუშმა, (Soosh) მამა-შვილის გულისამაჩუყებელი მომენტები ილუსტრაციებში ასახა. ისინი დაგაბრუნებთ ბავშვობაში ან მოგანდომებთ მსგავსი თქვენს პატარას შეემთხვას.

ინტერვიუში მხარვარმა განაცხადა: “ყოველთვის მსურდა მქონოდა ახლო და სიყვარულით სავსე ურთიერთობა მამასთან, მაგრამ მან არ იცოდა როგორ ეჩვენებინა ეს და ხშირ შემთხვევაში ცივი და დისტანციური იყო. მე დავაკვირდი სხვა მამებს, რომლებსაც ქალიშვილები ჰყავთ და შევისწავლე მომენტები, როცა ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. მსურდა გამომეხარა როგორია გრძნობდე თავს დიდ მამასთან ერთად.”

ის ასევე ინსპირაციას ეძებდა მასსა და მის ვაჟიშვილს, ფროლს შორის. გოგონა შვილთან დიდ დროს ატარებს და ხატავს იმას, რასაც ისინი ერთად აკეთებენ, უბრალოდ ცვლის სქესს. სუში ამბობს, რომ მის ნახატებს პირველი ფროლი აფასებს. იმედოვნებს, რომ თავისი შემოქმედებით შთააგონებს ვაჟიშვილს კარგი კაცი გაიზარდოს და ასეთივე სიყვარული გამოამჟღავნოს შვილებთან მიმართებაში.

საოცარია, თუ რამდენად პატარები არიან ბავშვები, მაგრამ რამხელა ადგილს იკავებენ:

“გახადე ჩემი თმა ლამაზი, მამა! ბალერინა უნდა ვიყო”

წესები არ მახსოვს, ეს ითვლება ქიშად?

მამები საუკეთესო თოჯინების თეატრის შემქმნელები არიან. მათი ხმების მიბაძვა სასაცილოა.

სუპერგმირებსაც სჭირდებათ ძილი!

ისე სწრაფად იზრდებიან, რომ ბევრ ხაზს ტოვებენ კედლებზე.

როგორი გრძნობაა? გტკივა?

შეგიძლიათ იკითხო გაზეთი, უბრალოდ მე შენ ლეიბად გამოგიყენებ!

ეს არცერთს გვინდა, მაგრამ ხანდახან საჭიროა სამსახურში წავიდე.

მოდი გამოვაცხოთ ტორტი. უნიქორნისაზე რას იტყვი? შეგვიძლია ცისარტყელა და ცხენი ერთდროულად დავიტანოთ?

დიდი ღამურა, პატარა ღამურა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: