ამბობენ, რომ სამსახურის პოვნა სახლში ტელევიზორის ყურებით შეუძლებელია. მაგრამ ზუსტად ასეთი სამსახური ზუსტადაც რომ არსებობს! უბრალოდ უნდა დაამტკიცოთ, რომ დისნეის გამორჩეული ფანი ხართ. შემდეგ კი უყუროთ კომპანიის მულტფილმებს.
საოცნებო სამსახურია, არა?
Reviews.org -მა გადაწყვიტა შეერჩია გულშემატკივრები, რათა აღენიშნა მათთან ერთად დისნეის ახალი არხის ჩაშვება, რომელიც 2019 წლის 12 ნოემბერს მოხდება. თუ იღბლიანი ხართ, ამ ანიმაციური ფილმების ნახვით ნამდვილად დატკბებით.
კონკურსში მონაწილეობისთვის 18 წელზე უფროს ადამიანებს ეძებენ. Reviews.org -ს აინტერესებს ადამიანები, რომლებსაც დისნეის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
აპლიკანტებს მოეთხოვებათ განაცხადის და სამოტივაციო წერილის დაწერა. ამას გარდა, მათ უნდა ჩაწერონ ვიდეო, სადაც მიმოიხილავენ დისნეის იმ ფილმს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ.
გამარჯვებულებს კი 1000 დოლარს გადაუხდიან. იღბლიანებს აჩუქებენ დისნეის არხზე 1 წლიან უფასო წვდომას, პლედს, ჭიქებს და ბატიბუტის ჯამს კომფორტული საღამოებისთვის.
მოკლედ, მათთვის ვინც მზად არის სულიც კი მიჰყიდოს “დისნეის”, კომპანია მათი ფილმებით ტკბობას და ამ სიყვარულისთვის პრემიის მიცემას სთავაზობს. სასიამოვნოა მსგავსი ინიციატივა სხვა კომპანიებმაც გამოიჩინონ.