მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ სალათი “ცეზარი” კლასიკურად ქათამთან ერთად

როგორ მოვამზადოთ სალათი “ცეზარი” კლასიკურად ქათამთან ერთად

by guramus

სალათი ”ცეზარის” სახელი მოდის მე-20 საუკუნის დასაწყისში მექსიკაში მოღვაწე შეფ-მზარეულის ცეზარ კარდინის დროიდან, როდესაც მან პირველად ააწყო აღნიშნული სალათი. მას შემდეგ ”ცეზარი” ძალიან პოპულარული გახდა და თითქმის მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

მომზადების სიმარტივემ, ინგრედიენტების შესანიშნავმა შეხამებამ და არაჩვეულებრივმა სოუსმა, რომელიც კვერცხისა და საკმაზის საფუძველზე მზადდება, განაპირობა ის, რომ სალათი ”ცეზარი” ძალიან ცნობილი რესტორნების ერთ-ერთ შეუცვლელ კერძად იქცა, და არამარტო რესტორნების. მას თითქმის ყველა სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრაზე იხილავთ.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ კლასიკური ”ცეზარის” რეცეპტს, რათა შეძლოთ ნამდვილის გარჩევა გაყალბებულისგან.

სალათ ”ცეზარის” მომზადების წესები

1. იდეალური სოუსი

დასაწყისისთვის იმ თასის კედლებს, რომელშიც სოუსი უნდა მოამზადო, წაუსვი ერთი კბილი ნიორი. კარდინის სწავლებით, კვერცხი უნდა გახვრიტო და გლუვი მხრიდან ჩაუშვა მდუღარე წყალში 30 წამით. შემდეგ კი გატეხო და ჩაასხა თასში. ამ დროს კვერცხის ცილა თბება და უფრო ბლანტი ხდება. თუ სოუსი ძალიან თხელი გამოვა, ჩაამატე მასში ცოტა მოხარშული და დასრესილი კვერცხი.

2. სალათის ფურცლები

ცეზარი კარდინი თავის რეცეპტში იყენებდა სალათა რომანოს ფურცლებს. ახლა უფრო სხვა – მწვანე სალათას სიყენებენ და არავითარ შემთხვევაში კომბოსტოს ფურცლებს, როგორც ზოგი აკეთებს ამას.

3. კრუტონები

კრუტონებისთვის თეთრ პურს იყენებენ, სასურველია ბაგეტი, რომელსაც ჭრიან წვრილად და ან ღუმელში ხუხავენ, ან ტაფაზე წვავენ ზეითუნის ზეთთან და ნიორთან ერთად. ნებისმიერი გზით მომზადების დროს კრუტონებმა ხრაშუნა ქერქის შიგნით სირბილე უნდა შეინარჩუნოს.

4. ქათმის მკერდი

ქათმის ფილე ჯერ კარგად უნდა დაბეგვო, შემდეგ კი დაჭრა ბოჭკოების გადაკვეთით. მოაყერე მარილი და პილპილი და შეწვი მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან. ეცადე არ გამოაშრო. მზა ფილე უნდა იყოს ნაზი და წვნიანი. სალათის აწყობამდე ფილე გააციე, რათა სალათის ფურცლები არ შეჭკნეს.

5. სუფრაზე მიტანა

თეფშის ფსკერზე დაალაგე სალათის ფურცლები. მის ცენტრში – ქათმის ფილე, ხოლო ნაპირზე – კვერცხი და პომიდორი. ცალკე პატარა თასით მიიტანე კრუტონები. მიტანის უამრავი ვარიანტი შეგიძლია გამოიყენო, მაგალითად, ყველა ინგრედიენტი თავისი სოუსით უშუალოდ ტრაპეზის წინ შეურიო ერთმანეთს.

სალათა ”ცეზარი” ქათმის ფილეთი, პომიდორი ჩერით და მწყრის კვერცხით

ინგრედიენტები სალათისთვის

  • ასი გ სალათა რომანო
  • 400 გ ქათმის ფილე
  • 20 გ პარმეზანი
  • 50 გ პომიდორი ჩერი
  • 150 გ ბაგეტი
  • ხუთი ცალი მწყრის კვერცხი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • ერთი ცალი ქათმის კვერცხი
  • ნახევარი ლიმონი ან ლაიმა
  • ერთი ჩ. კ. დიჟონის მდოგვი
  • ხუთი მლ ვუსტერის სოუსი
  • 50 გ პომიდორი ჩერი
  • რამდენიმე კბილი ნიორი

მომზადება

  1. სალათის ფურცლები კარგად გარეცხე და გააშრე.
  2. ბაგეტი დაჭერი პატარა კუბებად.
  3. ტაფაში გააცხელე ზეითუნის ზეთი. ჩაყარე მასში ნივრის სამი ცალი კბილი, მოშუშე ოქროსფრამდე და ამოიღე ზეთიდან.
  4. ბაგეტის კუბები შეწვი ნივრიან ზეთში ოქროსფერის მიღებამდე.
  5. მწყრის კვერცხი მოხარშე ხუთი წუთის მანძილზე, გააციე, გაფცქვენი და დაჭერი თითოეული ორ ნაწილად. პომიდორი ჩერიც გაჭერი შუაზე.

6. მოამზადე სოუსი. ქათმის კვერცხი მოათავსე მდუღარე წყალში ნახევარი წუთის მანძილზე. შემდეგ გადაიტანე ცივ წყალში.

7. კვერცხი გატეხე და ჩაცალე თასში, დაამატე მდოგვი, ვუსტერის სოუსი, ლიმონის ან ლაიმას წვენი, ზეითუნის ზეთი და ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საჭიროებისამებრ მოაყარე მარილი და შემდეგ ჩაამატე გაჭყლეტილი ნიორი.

8. თეფშზე დაალაგე სალათის ფურცლები და მასზე ყველა ინგრედიენტი, მოასხი სოუსი და მოაყარე გახეხილი პარმეზანი.

9. სალათი ”ცეზარი” პომიდორი ჩერით მზად არის! გემრიელად მიირთვი!

უგემრიელესია! სცადეთ და ზუსტად ამ რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ. არ ინანებთ! გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!

” ცეზარის” ეს კლასიკური რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს სოცქსელით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: