მთავარი ტესტები აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ და გეტყვით რაზე მიგანიშნებთ თქვენი გაუცნობიერებელი შიში

აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ და გეტყვით რაზე მიგანიშნებთ თქვენი გაუცნობიერებელი შიში

by guramus

თითოეულ ადამიანში ცხოვრობს შფოთი: ზოგს ეშინია ახლობლების დაკარგვის და მარტო დარჩენის, ზოგს აწუხებს ფიქრები მომავალზე, ზოგს კი უბრალოდ ცხოვრების ეშინია. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს შიშმა, მთავარიაა გაანალიზოთ მისი მიზეზები და დაუმეგობრდეთ მას. ეს სტატია ამაში დაგეხმარებათ.

ჩვენი საფიქრალები და დარდი პანდორას ყუთია არაა, რომელსაც უბედურება მოაქვს, ესაა საშუალება გავიცნოთ საკუთარი თავი უკეთ და მოტივაციის ახალი წყარო აღმოვაჩინოთ. მივმართოთ ანალიტიკურ ფსიქოლოგიას – ეს ილუსტრაციები მნიშვნელოვან ფსიქიკურ დანიშნულებას ატარებს.

 

ამოირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად გაშინებთ, შემდეგ ჩასქროლეთ და წაიკითხეთ

 

1.

 

2.

 

3.

 

4.

 

5.

რას ნიშნავს თქვენი არჩევანი?

1.

თუ შფოთი პირველმა სურათმა გამოიწვია, ეს გაკიცხვის შიშზე მეტყველებს. შესაძლოა, ერთი ყველაზე ხშირი კითხვა თქვენს თავში ჟღერს ასე: “რას იფიქრებენ ადამიანები?” მისწრაფება მოსწონდეთ გარშემომყოფებს და ჩვევა ჩაიციკლოთ კრიტიკაზე, ბევრ ძალას გართმევთ და ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხდება. კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანები 4-ჯერ უფრო ხშირად იხსენებენ ნეგატიურ სიტყვებს, ვიდრე ქებას. იმისათვის, რომ ეს უარყოფითი მოვლენა გადავიტანოთ, ჩვენს ტვინს 5 დადებითის გამოცდა სჭირდება. მშვენიერი მიზეზია გაახაროთ საკუთარი თავი 5-ჯერ, როცა თქვენი დღე წარმატებით არ ჩაივლის. გახსოვდეთ, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ გამოიწვევს სიმპატიას აბსოლიტურად ყველაში, ამიტომაც არ ღირს ენერგიის დახარჯვა მსგავსი მიზნის დასახვაზე.

2.

თუ შიშს მეორე სურათი იწვევს, შესაძლებელია საკუთარი ემოციური მდგომარეობა გაშფოთებთ და გეშინიათ კონტროლის დაკარგვა საკუთარ გონებაზე. სავარაუდოდ თქვენს ცხოვრებაში ბევრ სხვადასხვა ფსიქოემოციურ დატვირთვას აქვს ადგილი, ამიტომაც სასურველია გააკეთოთ შესვენება და აიღოთ შვებულება, მიმართოთ საკუთარი შფოთვა შემოქმედებისკენ და გათავისუფლდეთ ყოველდღიური საქმეებისგან.

3.

არ გესიამოვნათ შავი ჩრდილი კარებში? ეს საუბრობს წარუმატებლობების შიშზე. თქვენ მოვლენების არასასურველი განვითარების გეშინიათ, რაც შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ამჟამინდელი მდგომარეობა გიზიდავთ, მაგრამ ამასთან არ გრძნობთ რომ შეგიძლიათ რამენაირად იმოქმედოთ სიტუაციაზე. გახსოვდეთ, რომ წარუმატებლობა – ეს მოვლენაა და არა ადამიანი. ნუ მისცემთ ერთეულ შემთხვევებს საშუალებას თქვენს მომავალზე იმოქმედონ. ისტორია არ იცნობს წარმატებულ ადამიანებს, რომელთა გზასაც უსიამოვნებების გარეშე არ ჩაუვლია.

4.

მეოთხე ილუსტრაცია გამცემლური შიშია, რომელსაც ბევრნაირი სახე აქვს. შიში დაკარგვის და მარტოსულობის. ყველა ადამიანს სურს იყოს ბედნიერი და თავი საჭიროდ ჩათვალოს. მაგრამ, ზოგიერთი არასწორად იგებს “მარტოსულობას”, თვლიან, რომ ეს მდგომარეობა გამოწვეულია საყვარელი ადამიანის გვერდით არ ყოფნისგან. მაგრამ, მარტოსული შეიძლება ურთიერთობაშიც იყო, დიდ ოჯახშიც, რადგანაც ის არაა დამოკიდებული ადამიანთა რაოდენობაზე, რომლებიც თქვენ გარშემო არიან. ის მდგომარეობაა, როცა ჩვენ საკუთარი თავისთვის უინტერესონი ვართ. შეწყვიტეთ მცდელობები მიიზიდოთ ადამიანები და მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ, საკუთარ გრძნობებს, სურვილებსა და მიზნებს.

5.

თუ მეხუთე სურათმა შეგაშფოთათ, ესეიგი მომავალი გაშინებთ. ეს შიში ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რა არის დაკარგვა, ამიტომაც შფოთის განცდა იწვევს ჩვევებსა და დამოკიდებულებას. თქვენ გესმით, რომ თუ რაიმე ისე არ წავა, საჭირო იქნება საკუთარი სამყარო ახლიდან შექმნათ. ნორმალურია გეშინოდეთ იმის, რაც გამოცდილი არ გაქვთ, მაგრამ თუ ეს შიში ხელს გიშლით ააგოთ გეგმები, მაშინ მას სხვა მხრიდან შეხედეთ. მაშინაც კი, თუ რამე შეგეშლებათ, ეს დროსთან ერთად გაივლის, თუ რამე გამოგივათ, მაშინ კარგი მოგონებები დაგრჩებათ. როგორც არ უნდა მოეწყოს ცხოვრება, გაახსენეთ საკუთარ თავს სიტყვები სოლომონ მეფის ბეჭედზე: “ყველაფერი ჩაივლის”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: