მთავარი რჩევები გულის შეტევამდე 1 თვით ადრე ორგანიზმი გაფრთხილების 6 სიგნალს გვიგზავნის

გულის შეტევამდე 1 თვით ადრე ორგანიზმი გაფრთხილების 6 სიგნალს გვიგზავნის

by guramus

ბოლო წლებში გულის შეტევების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სამწუხაროდ, სიკვდილის ყველაზე მეტი მიზეზი გულის შეტევაა.

მეცნიერების თქმით, ორგანიზმი 6 გამაფრთხილებელ ნიშანს გვიგზავნის. საჭიროა მათი ამოცნობა და გათვალისწინება. თუ სხეულის ენას გავიგებთ და მის გაფრთხილებებს გავითვალისწინებთ, მთელი ცხოვრება ჯანმრთელად ვიცხოვრებთ.

 1. გახშირებული სუნთქვა

როცა ფილტვებს არ მიეწოდებათ საკმარისი ჟანგბადი, ნიშანია იმისა რომ გული კარგად ვერ მუშაობს და უჭირს სისხლის გადაცემა ფილტვებში. სისხლს კი ჟანგბადი მიაქვს ფილტვებში.

 2. გაციება და გრიპი

თუ საეჭვოდ დიდხანს გაგიგრძელდათ გრიპი, გირჩევთ ექიმს მიმართოთ. შედეგი შეიძლება საშინელი იყოს.

 3. მკერდის ტკივილი

თუ კუჭის ზემოთ ტკივილს გრძნობთ და დაჭიმული გაქვთ კუნთი, სასწრაფოდ მიმართეთ კარდიოლოგს.

 4. სისუსტე

როდესაც არტერიებში საკმარისი სისხლი არ გადის წნევით, კუნთები სუსტდება. მიზეზი ნაკლები სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგებაა. სისხლია პასუხისმგებელი უჯრედში ჟანგბადის და “საწვავი” ნივთიერებების მიწოდებაზე.

 5. ოფლიანობა და თავბრუსხვევა

სისხლის სუსტი მიმოქცევა ტვინზეც მოქმედებს. ტვინი კი ნერვულ სისტემაზეა პასუხისმგებელი. თუ ორგანიზმის მთავარ ორგანოს არ მიეწოდება ჟანგბადი, ნერვული სისტემა იშლება, რაც თავის მხრივ თავბრუსხვევას და ოფლიანობას იწვევს.

 6. ძილიანობა

ღამე საკმარისად გეძინათ, მაგრამ მაინც სუსტად ხართ დილით, ხომ? მთელი დღე გინდათ “თვალი მოატყუოთ”, რადგან 8 საათიანი ძილი საკმარისი არ აღმოჩნდა. გირჩევთ, სასწრაფოდ კარდიოლოგს ესტუმროთ. თქვენი გული თავის ფუნქციას საკმარისად ვერ ასრულებს და შედეგი შეიძლება ფატალური იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: