მთავარი რჩევები 30 წლის გამოცდილების მქონე დამლაგებელმა ქალმა თვალები ამიხილა. იდეალური სითეთრისთვის აიღეთ სოდა და დაიწყეთ.

30 წლის გამოცდილების მქონე დამლაგებელმა ქალმა თვალები ამიხილა. იდეალური სითეთრისთვის აიღეთ სოდა და დაიწყეთ.

by guramus

არაა უფრო უნივერსალური საშუალება ვიდრე საკვები სოდა. ის გამოდგება ცომშიც, გასახდომ კოქტეილშიც, თავის მოვლის საშუალებადაც და გასარეცხადაც. დიდიხანია რაც სოდა დიასახლისების ცხოვრებას აადვილებს.

ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ მის გამწმენდ თვისებაზე. გაიგებთ როგორ გაათეთროთ ძველი ნივთები, ნიჟარა და აშ.

როგორ გამოვიყენოთ სოდა

კაფელის ფილიდან ჟანგის მოსაშორებლად, ნიჟარის, აბაზანის, უნიტაზის გასასუფთავებლად, გამოიყენეთ ასეთი საშუალება: წყალში ფაფის მდგომარეობამდე გახსნილი სოდა მოასხით ჭუჭყიან ზედაპირს, დაელოდეთ სანამ გაშრება და ღრუბლის მეშვეობით გაწმინდეთ.

თუ ჭუჭყი ძალიან ძველია და პირველ ჯერზე არ გამოგივათ, პროცედურა გაიმერეოთ. მისი ჩატარება რეგულარულადაა რეკომენდირებული. ამგვარად დაივიწყებთ ძვირადღირებულ საშუალებებს.

ქსოვილების გასათეთრებლად, 5 ლ წყალში 5 ს. კ. სოდა გახსენით, დაასხით ამ მასას 2 ს. კ. ამიაკის სპირტი. მოათავსეთ მასში ნივთები, რომელთა გათეთრებაც გსურთ და დატოვეთ 4 სთ. ამის შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი მეთოდით. თუ სიყვითლის მოშორება გსურთ, ჩალბობუს შემდეგ მდუღარე წყალში გააჩერეთ 25 წთ.

სოდის და ძმრის არევით ყველა ზედაპირისთვის განკუთვნილ ჭუჭყის ამომყვან საშუალებას მიიღებთ. დაყარეთ სოდა ბინძურ ადგილას, დაასველეთ ღრუბელი ძმარში და კარგად გაწმინდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ სოდა მავნებელი არაა, რეკომენდირებულია რეზინის ხელთათმანები გამოიყენოთ. ასე არ გაგიშრებათ კანი და ფრჩხილის ლაქსაც არ დააზიანებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: