მთავარი ადამიანები კორეელმა დებმა 40 წლის უნახაობის შემდეგ ერთმანეთი სულ შემთხვევით აღმოაჩინეს

კორეელმა დებმა 40 წლის უნახაობის შემდეგ ერთმანეთი სულ შემთხვევით აღმოაჩინეს

by guramus

ორი კორეელი ქალბატონი, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობდნენ, არ იცოდნენ რომ სინამდვილეში დები იყვნენ. კორეაში დაბადებული ბავშვები ორმა სხვადასხვა ამერიკულმა ოჯახმა იშვილა და დები დააშორეს. მათ ახსოვდათ, რომ ჰყავდათ და, მაგრამ სად არ იცოდნენ. ერთი კენტუკის შტატში ცხოვრობდა, მეორე კი ვირჯინიაში, სანამ კარიერის გამო ორივე სარასოტაში არ გადაიყვანეს, ფლორიდის შტატში.

ჰოლი და მეგანი ერთსა და იმავე დროებში მუშაობდნენ, ერთსა და იმავე საავადმყოფოს ერთსა და იმავე სართულზე. ისინი იყვნენ მეგობრები, რომლებიც ხშირად მიირთმევდნენ ლანჩს ერთად და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ უფრო მეტი აქვთ საერთო, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა.

მეგანი: “ერთხელაც ჰოლის ვკითხე რა გვარის იყო კორეაში, მან მიპასუხა რომ შინი. აღტაცებისგან შევკივლე, რადგანაც მეც შინი ვიყავი.” დნმ-ის ტესტმა კი ოფიციალურად დაადასტურა ის, რასაც ისინი გულის სიღრმეში მიხვდნენ. “გამუდმებით ვეკითხებოდი ჩემ თავს, მყავს კი და, მამა ან დედა? ვიცოდი, რომ ის სადღაც იყო და არასდროს ჩამიქნევია ხელი იმ რწმენაზე, რომ ოდესმე ვიპოვნიდი.” – იხსენებს ჰოლი.

დები 40 წლის წინათ დააშორეს და ერთმანეთი სწორედ მაშინ იპოვნეს, როცა ძებნა დროებით შეწყვიტეს.