მთავარი ადამიანები მარტოხელა მამაკაცმა 13 დღის დაუნის სინდრომის მქონე გოგონა იშვილა, რომელზეც უარი 20-ჯერ თქვეს. მათი ცხოვრება ამაღელვებელია.

მარტოხელა მამაკაცმა 13 დღის დაუნის სინდრომის მქონე გოგონა იშვილა, რომელზეც უარი 20-ჯერ თქვეს. მათი ცხოვრება ამაღელვებელია.

by guramus

ოქტომბერი დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების თვეა. ამის აღსანიშნავად, გვსურს მოგიყვეთ ისტორია ნამდვილ სიყვარულზე. ის იყო პატარა გოგონა დაუნის სინდრომით, საოცარი ხასიათით და მომაჯადოებელი ღიმილით. ის კი 40 წლის მარტოხელა ჰომოსექსუალი მამაკაცი. მათი კავშირი განსაკუთრებული და ურყევი აღმოჩნდა.

ეს ძალიან ლამაზი ისტორია ლუკას და ალბას ეხებათ.

ალბას ცხოვრება ძალიან რთულად დაიწყო. მისმა ახალგაზრდა დედამ უარი თქვა მასზე მას შემდეგ, რაც ნახა, რომ გოგონა სპეციალური სამედიცინო საჭიროებით დაიბადა. პირველ უარს სხვა ბევრი უარი მოყვა. იტალიაში ბევრ ოჯახს სურს ბავშვი იშვილოს, მაგრამ ძალიან იშვიათად განიხილავენ დაუნის სინდრომის მქონე ჩვილებს.

როცა ალბა მხოლოდ და მხოლოდ 13 დღის იყო, მასზე უარი უკვე 20 პოტენციუ ოჯახს ჰქონდა ნათქვამი. უეცრად სარბიელზე სწორი პიროვნება გამოჩნდა და ორი ადამიანის ცხოვრება საბოლოოდ შეიცვალა.

ლუკა ტრაპანეზეს ყოველთვის სურდა მამობა. მაგრამ, იტალიაში კანონი ძალიან კონსერვატორული იყო და 2017 წლამდე მარტოხელა მშობლებს ბავშვის აყვანის უფლება არ ჰქონდათ. როცა ლეგალური გახდა, მაშინაც არ არმოჩნდა მარტივი.

მას შემდეგ, რაც ლუკამ ბავშვის აყვანის გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა რომ იზრუნებდა შვილზე ნებისმიერი ავადმყოფობის, შეზღუდული უნარის თუ ქცევითი აშლილობის შემთხვევაში. თინეიჯერობისას მის მეგობარს კიბოს დიაგზონი დაუსვეს და ლუკა მის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ის უყურებდა და გრძნობდა მის ტკივილს და შიშს. მას შემდეგ დაისახა რომ დაეხმარებოდა მას, ვისაც ეს სჭირდებოდა.

მას შემდეგ მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა ადგილობრი ეკლესიაში, ეხმარებოდა უნარშეზღუდულ ადამიანებს. როცა საშუალება მოეცა ეშვილა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, წამით არ შეშინებია, რადგანაც იცოდა ამისთვის მზად იყო და მთელი გულითაც იზრუნებდა.

როცა ტელეფონზე დადებითი პასუხი შეატყობინეს, მაშინვე საავადმყოფოში გაჩნდა. იქ იპოვნა პატარა პრინცესა და ხელში აყვანისთანავე იგრძნო განსაკუთრებული კავშირი მასთან. ლუკას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ალბა მისი სისხლი და ხორცი ყოფილიყოს.

ალბა ახლა 18 თვისაა და თვს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგანაც ლუკას ის ძალიან უყვარს. თითქოს ორივეს ერთმანეთი სჭირდებოდა, ორივე ერთმანეთის საჩუქარი და ოჯახია.

რას ფიქრობთ ამ ისტორიის შესახებ?