მთავარი რჩევები 10 ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც ცხოვრებას გაგიმწარებთ, თუ სწორად არ გააკეთებთ

10 ყოველდღიური საქმიანობა, რომელიც ცხოვრებას გაგიმწარებთ, თუ სწორად არ გააკეთებთ

by guramus

გარკვეულ ქმედებებს ყოველდღე ვასრულებთ და ყურადღებას არც ვამახვილებთ მათ სისწორეზე. ხანდახან უმჯობესია მათ სხვა კუთხით შევხედოთ. ყველამ ვიცით როგორ დავიბანოთ თავი, მაგრამ ვიცით კი როგორი ხერხია ყველაზე ეფექტური?

წარმოგიდგენთ ხრიკებს, რომლებიც ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებენ.

 

როგორ დავიბანოთ თმა

გაიშრეთ თმა მაისურით და არა პირსახოცით ხვეული თმის გასასწორებლად. გამოიყენეთ თითის ბალიშები ნაზი მასაჟისთვის, როცა შამპუნს თავში შეიზელთ. ფესვებთან არ უნდა მოხვდეს ბალზამი! გადმოწიეთ თავი და მხოლოდ ბოლოებში შეიზილეთ ის.

 

როგორ ვატაროთ ზურგჩანთა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ყაჩაღობისგან თავის დასაცვად, საჯარო ადგილებში, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს, ზურგჩანთა თვალის არედან არ მოიცილოთ.

 

როგორ გვეჭიროს საჭე

ყველაზე კომფორტული ადგილი ხელებისთვის ცენტრალურია. სურათზე ნაჩვენები პოზიცია ხელს უწყობს ბალიშის სწორად გახსნას და ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს თავს და სხეულს დაიცავს.

 

როგორ გამოვიხეხოთ კბილები

არაა საჭირო მთელი ჯაგრისის ზედაპირი დაფაროთ კბილის პასტით, როგორც ამას რეკლამებში აკეთებენ. სინამდვილეში ცოტაოდენი უნდა მოათავსოთ ცენტრში.

 

როგორ დავიდოთ სახვევი გაჭრილ თითზე

თითზე სახვევის დაკრობა მუდამ პრობლებას წარმოადგენს. მიმართეთ ხრიკს: გაჭერით შუაზე და შემდეგ ჯვარედინად გადაიკარით.

ამ ხერხს სამზარეულოში ფუსფუსამდეც შეგიძლიათ მიმართოთ და თავს ეფექტურად არიდებთ თითის გაჭრას.

 

როგორ გამოვასწოროთ ვიწრო ლიფი

თუ ლიფი ძალიან ვიწრო გაქვთ, მაშინაც კი თუ ზომა სწორია, გამოიყენეთ ლიფის დამაგრძელებელი შესაკრავის გაზრდისთვის.

 

როგორ ჩამოვკიდოთ საპირფარეშოს ქაღალდი

უმჯობესია ტუალეტის ქაღალდი დაკიდოთ ისე, რომ ჩამოშლილი ნაწილი კედელს უყურებდეს. ამ შემთხვევაში ხელს ხშირად არ შეახებთ კედლებს, სადაც ბევრი საზიანო ბაქტერიაა.

 

როგორ შევინარჩუნოთ ხელების სისუფთავე

სადეზინფექციო გელები, რომლებიც 60%-ზე ნაკლებ ალკოჰოლს არ შეიცავენ, ყველაზე სასარგებლები არიან. სხვები მთლიანად არ გაშორებენ სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებს.

 

როგორ მივიღოთ შხაპი

ცხელი წყლის მსგავსად, დიდხნიანი შხაპი კანს აშრობს, იწვევს გამონაყარს და ქავილს. ოპტიმალური ვარიანტია 10 წთ.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ვარჯიშის შემდეგ დაშვებული შეცდომები

ვარჯიშის შემდეგ, სხეულის ტემპერატურა იზრდება. ამ დროს ცივი შხაპი დაგეხმარებათ აღდგენის პროცესში. ის კუნთების სწრაფ რეკონსტრუქციას შეუწყობს ხელს

ვარჯიში კუნთის ბოჭკოებს წელავს და გლიკოგენს იყენებს სხეულისთვის საწვავის მისიის შესასრულებლად. ეცადეთ მიირთვათ პროტეინის ან ნახშირწყლების შემცველი საკვები ვარჯიშიდან არაუმეტეს 30 წუთის შემდეგ.