მთავარი სილამაზე ღრძილებიდან სისხლდენის შესაჩერებელი 10 გზა

ღრძილებიდან სისხლდენის შესაჩერებელი 10 გზა

by guramus

600 მილიონზე მეტი ადამიანი გამოცდის ერთხელ მაინც რაიმე სახის სისხლდენას პირის ღრუში მთელი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ, მათი უმრავლესობა შესაძლოა სახლში მოვარჩინოთ. ჩვენ გასწავლით ექსპერტის მიერ გაზიარებულ ხერხებს.

1. გამოიყენეთ ბამბა.

როგორც ნებისმიერი სისხლდენის შემთხვევაში, ბამბის ქულა დაგეხმარებათ შეაჩეროთ ისიც. მაგრამ, თუ სასიდან სისხლდენა რეგულარული პრობლემაა, მიმართეთ სტომატოლოგს.

2. გამოიყენეთ ცივი კომპრესი ოფლიანობის შესამცირებლად და თბილი კომპრესი ტკივილის შესამსუბუქებლად.

გეკავოთ ცივი კომპრესი ან ყინულის ნატეხი და სისხლდენა სასებზე მაშინვე შეწყდება. გეჭიროთ ყინული იქამდენ, სანამ ბოლომდე არ შეწყდება, მაგრამ 10 წუთის შემდეგ ისევ თუ შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი კომპრესი შემდეგ ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგრამ მას შემდეგ რაც ანთება ჩაცხრება.

3. მარილიანი წყლით გამოვლება.

ჩაყარეთ 1 ს.კ. ზღვის მარილი თბილ წყალში. მოურიეთ. შეისრუტეთ ცოტაოდენი, გაიჩერეთ 30 წამით და გადმოასხით. გააკეთეთ ეს პროცედურა 4-5-ჯერ, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს დაძინებამდე. მარილიანი წყალი ამცირებს შეშუპებას სასებზე და ეხმარება სისხლდენის შეწყვეტას. ის ასევე სუფთა გარემოს ქმნის პირის ღრუში, რადგანაც ბაქტერიები ვერ გადარჩებიან.

4. სცადეთ პირის ირიგაცია.

ეს არის მოწყობილობა, რომელიც ახდენს პირის გამორეცხვას სწორად. მას ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ნაკლები შანსი რჩება შეგეჭრათ ინფექცია ან წამოგივიდეთ სისხლი.

5. გამოიყენეთ უალკოჰოლო პირის გამორეცხვა.

პირის გამორეცხვა მშვენიერი გზაა ბაქტერიების შესამცირებლად და სისხლდენის აღმოსაფხვრელად.

6. გამოიყენეთ ჩაის პაკეტები.

ჩააგდეთ ჩაის პაკეტი ადუღებულ წყალში. 2 წუთის შემდეგ, ამოიღეთ და გააცივეთ. დაიდეთ სასებზე. გააჩერეთ 5 წთ. ჩაიში შემავალი ნივთიერებები ინფექციას ამცირებს.

7. მიირთვით ხრაშუნა ბოსტნეული.

მსგავსი ბოსტნეულის მირთმევა (მაგალითად სტაფილო და ნიახური) საჭმელებს შორის, დაგეხმარებათ არ ჩაგრჩეთ საკვები კბილებში და არ მოხდეს სისხლდენა. ისინი ასევე ასუფთავებენ პირის ღრუს. შეიცავენ ნაკლებ შაქარს და ნახშირწყალს და ებრძვიან კბილის გაფუჭებას.

8. მიირთვით მეტი ფოთლოვანი მცენარეული.

ვიტამინი K-ს ნაკლებობა სისხლის შედედებას იწვევს. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ არ გიჩერდებათ დიდხანს სისხლდენა. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორებიცაა სალათის ფოთოლი და ისპანახი, ვიტამინი K-ს ბრწყინვალე წყაროა. ჩართეთ ისინი რაციონში!

9. გვირილას ჩაი.

მოხარშეთ ჭიქა წყალი და ჩააგდეთ შიგნით გვირილას ჩაის პაკეტი. ამოძრავეთ 5 წთ. შემდეგ ჩაი გააცივეთ. გამოივლეთ და დალიეთ. გვირილას ანტი-ინფექციური ფონი აქვს, ასევე ამშვიდებს მუცლის ღრუს.

10. დაიდეთ თაფლი.

10 Expert Tips for How to Treat Bleeding Gums

გამოივლეთ პირში თბილი წყალი და დაიმასაჟეთ თაფლით სასები 10 წუთის მანძილზე ყოველ დილით. თაფლი ბუნებრივად ანტიალერგიულია. გახსოვდეთ, დაიდეთ ის მხოლოდ სასაზე და არა კბილებზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: