მთავარი ჯანმრთელობა ფეხის სპაზმები ღამით: 8 მარტივი და ეფექტური გზა მათ აღმოსაფხვრელად

ფეხის სპაზმები ღამით: 8 მარტივი და ეფექტური გზა მათ აღმოსაფხვრელად

by guramus

ბევრმა ჩვენგანმა იცის რა არის ფეხის სპაზმი და გამოგვიცდია კიდეც ის შუა ღამით. ამას რეგულარულად განიცდით და არ იცით როგორ უმკურნალოთ? ბევრი მიზეზი არსებობს, რაც სპაზმს იწვევს, მაგრამ არის ეფექტური მეთოდებიც მათ აღმოსაფხვრელად. შეგიძლიათ, წინასწარაც შეებრძოლოთ მას.

 

როგორ შევამსუბუქოთ და აღმოვფხრათ ფეხის სპაზმები ღამით?

1. დაიმასაჟეთ ფეხები.

კუნთების მასაჟი ფეხს ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებს. ეს საუკეთესო გზაა სისხლის მოძრაობის სტიმულირებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი მალამოც უკეთესი ეფექტისთვის

2. რეგულარული გაჭიმვა.

კუნთების რეგულარული გაჭიმვა შედეგს აუცილებლად დაგანახებთ. კლევლენდის კლინიკინა ერთ ხერხს გვიზიარებს:

  • ხელისგულები კედელზე დააწყვეთ, სწორად დადექით და ხელები გაჭიმეთ.
  • უკან გადადგით კონკრეტული ფეხი.
  • მეორე ფეხს დააწექით, მიაჭირეთ ხელისგულები კედელს.
  • გაიმეორეთ რამდენჯერმე.

3. ღამის სპაზმები შესაძლოა გამოწვეული იყოს დეჰიდრაციით, დალიეთ საკმარისი წყალი.

წყლის ნაკლებობას სპაზმებამდე მივყავართ. საჭირო სითხის ოპტიმალური ვარიანტი ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ უნდა დალიოთ საკმარისი რაოდენობა დღის მანძილზე, არა მხოლოდ ჩაი, ყავა, წვენი ან სხვა სასმელები.

4. გამოიყენეთ გათბობის ბალიში.

შეგიძლიათ გამოიყენით სპეციალური გათბობის ბალიში ან საფენი ან ცხელი წყლის ბოთლი გახვეული პირსახოცში კუნთებზე დასადებად. მას მაგიური ეფექტი აქვს, რადგანაც სითბო ახდენს სისხლის მოძრაობის ცირკულაციას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას.

5. ცივი კომპრესებიც დაგეხმარებათ.

დაიდეთ ყინულის პაკეტი კონკრეტულ ადგილას ტკივილის შესამსუბუქებლად.

თუ ყინულის პაკეტი არ გაქვთ, გამოიყენეთ პირსახოცში შეხვეული გაყინული მარცვლები. ეს მეთოდი დაგეხმარებათ ტკივილის გაქრობაში, მაგრამ გახსოვდეთ, ნუ გაიჩერებთ კომპრესს 10 წუთზე მეტხანს.

6. შემატეთ ვარჯიში დღიურ რუტინას.

ნუ დაიტვირთებით ზედმეტად, ივარჯიშეთ თანაბრად. მითუმეტეს, თუ ახალი დაწყებული გაქვთ, ნუ გადააჭარბებთ. ვარჯიშამდე კუნთები გაახურეთ.

7. შეცვალეთ დიეტა.

კუნთების სპაზმები შესაძლოა გამოწვეული იყოს რაციონში გარკვეული ელემენტების დეფიციტით. მაგალითად, თუ არ გაქვთ საჭირო კალციუმი ან მაგნიუმი ორგანიზმში, ფეხის სპაზმის რისკი იზრდება. მიირთვით მრავალფეროვანი საკვები, რომელიც შეიცავს ხილს, ბოსტნეულს და რძის პროდუქტებს.

8. გამოცვალეთ ფეხსაცმელები.

ფეხსაცმელებიც იწვევენ მტკივნეულ შეგრძნებებს. ატარეთ კომფორტული მოდელები სწორი ფორმით.

ეს ხრიკები ხშირ შემთხვევაში მშვენივრად მუშაობენ, მაგრამ არაა საკმარისი იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის პრობლემა გამუდმებით გაწუხებთ. თუ ამ რეკომენდაციებმა არ გიშველათ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: