მთავარი ადამიანები 7 სარგებელი, რომელიც ჩვეულებრივ ჩახუტებას მოაქვს

7 სარგებელი, რომელიც ჩვეულებრივ ჩახუტებას მოაქვს

by guramus

ამერიკელი ოჯახის თერაპისტი, ვირჯინია სატირი გვიმტკიცებს, რომ დღეში 4 ჩახუტება გადარჩენისთვის გვჭირდება, 8 კარგად ყოფნისთვის, 12 კი გაზრდისთვის. ჩახუტება უნივერსალური გზაა ვაჩვენოთ ვინმეს აღტაცება, სიყვარული და თუნდაც სევდა.

აღმოჩნდა, რომ ვინმეს მკლავებში ჩაკვრას არამხოლოდ სითბოს შეგრძნება, არამედ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის საჭირო მთელი რიგი დადებითი სარგებელი მოაქვს.

1. ჩახუტება უკეთეს იმუნურ სისტემას გამოგვიმუშავებს.

ჩახუტება საუკეთესო საშუალებაა სტრესის დასამარცხებლად. მელონის და პიტსბურგის უნივერსიტეტების კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანის მხარდაჭერა ჩახუტებით, ამცირებს მისი ავად გახდომის რისკს. ექსპერიმენტი 400 ზრდასრულ ადამიანში ჩაატარეს, რომლებიც ვირუსისგან დაუცველები იყვნენ. მონაწილეები ორ ნაწილად გაყვეს: ერთს მხარდაჭერა რეგულარული ჩახუტებით გამოუხატეს, მეორე კი მის გარეშე დატოვეს. კვლევებმა აჩევენა, რომ ჩახუტება შესამჩნევად ამცირებდა ავადმყოფობის ეფექტს, მაშინ როცა სხვებს ავადმყოფობის სერიოზული ნიშნები განუვითარდათ.

2. ჩახუტება აუმჯობესებს ნერვულ სისტემას.

ჩახუტება ახდენს ნერვული სისტემას სტიმულაციას, ამცირებს მარტოსულობის განცდას, ებრძვის შინაგან შიშებს და გეხმარებათ მოიპოვოთ დამოუკიდებლობა. ამასთან, სხვა ადამიანის თბილი შეხება პატივისცემას და მხარდაჭერას გაგრძნობინებთ, რაც მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება.

3. ჩახუტება აუმჯობესებს სისხლის წნევას.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ჩატარებულმა სხვა კვლევებმაც აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩახუტება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 200 ადამიანი 2 ჯგუფად გაყვეს.

  • პირველმა ჯგუფმა ხელიხელჩაკიდებულებმა უყურეს რომანტიკულ ვიდეოს 10 წუთით, რის შემდეგაც ერთმანეთს 20 წამით ჩაეხუტნენ.
  • მეორე ჯგუფს შეხებითი კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ დაისვენეს 10 წუთით და შემდეგ 20 წამით, სანამ სტრესი მოიცავდათ.

შედეგებმა აჩვენეს, რომ პირველ ჯგუფს დაბალი სისხლის წნევა აღენიშნებოდათ და უფრო სტაბილური გულისცემა, რაც ნიშნავს, რომ რეგულარული ჩახუტება სტრესის მიმართ ნაკლებად სენსიტიურს გვხდის და სარგებელი მოაქვს გულის ჯანმრთელობისთვის.

4. ჩახუტება უფრო ბედნიერს გვხდის.

ოქსიტოცინი არის ჰორმონი, რომელიც გვაბედნიერებს და სხვებთანაა დაკავშირებული. ხშირად მას “ჩახუტების ჰორმონი” ქვია, იმიტომ, რომ მისი დონე იზრდება, როცა სხვას ვეხებით ან ვეხუტებით. ჰორმონს ძლიერი ეფექტი აქვს ქალებში, განსაკუთრებით მათში, ვინც ჩახუტებას რეგულარულად იღებს.

5. ჩახუტება ამცირებს ტკივილს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ შეხების ზოგიერთ ფორმას ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. ექსპერიმენტში სახელად “თერაპიული შეხება” ჩართეს ადამიანები, რომლებსაც ფიბრომიალგიის სინდრომი სჭირდათ, რათა ტკივილი შემცირებოდათ. მონაწილეები ირწმუნებოდნენ, რომ მათი ცხოვრების ხარისხი 6 სესიაში უკვე შესამჩნევად გაუმჯობესდა. ჩახუტება შეხების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ტკივილს აქრობს.

6. ჩახუტება ამსუბუქებს დაღლილობის განცდას.

კვლევა სახელად “ჩახუტების მნიშვნელობა” 10 წამიანი ჩახუტების რამდენიმე სარგებელს კვეთს. მათ შორისაა დაღლილობის განცდის შემსუბუქება და ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება.

7. ჩახუტება ამცირებს სოციალურ შფოთვას.

ოქსიტოცინის წყალობით, რომელიც მაღლა აღვნიშნეთ, ჩახუტება შფოთვას და წუხილს ებრძვის. ეცადეთ ჩაეხუტოთ ნაცნობ ადამიანს, როცა მაგალითად რომელიმე წვეულებაზე მიხვალთ და შეამჩნევთ რამდენად დამოუკიდებელი, ღია და სოციალური გახდებით. ეს იმიტომ, რომ ოქსიტოცინი შთაგვაგონებს ვიფიქროთ პოზიტიურად და დადებითად ვუყუროთ სამყაროს.