მთავარი ჯანმრთელობა ეს 18 ხერხი დაგეხმარებათ, რომ სწრაფად განთავისუფლდეთ სლოკინისგან

ეს 18 ხერხი დაგეხმარებათ, რომ სწრაფად განთავისუფლდეთ სლოკინისგან

by guramus

სლოკინი გამაღიზიანებელი მომენტია. რა იწვევს მას? ტექნიკურად, ის დიაფრაგმაში უნებლიე სპაზმის შედეგია. რთულია ავხსნათ რა იწვევს მას, რადგანაც ამის უამრავი მიზეზი არსებობს. ზოგიერთისთვის ცხარე საკვები, ზოგისთვის სწრაფად ჭამა, ზოგისთვის ალკოჰოლის ან შამპანურის დალევა, სხვებისთვის შფოთვა, სტრესი, უეცარი აღელვება ან ტემპერატურის ცვლილება.

მათ ზიანი არ მოაქვთ და თავად ჩერდებიან, მაგრამ თუ გსურთ, მანამდე შეწყდეს, სანამ მოისურვებს, რამდენიმე ხერხი სცადეთ:

სუნთქვითი ტექნიკა

1. ერთ-ერთი ნაცადი და ცნობილი ხრიკია სუნთქვის შეკავება და ნერწყვის სამჯერ გადაწყლაპვა.

2. ეცადეთ ნელა და ზომიერად ისუნთქოთ. აკონტროლეთ სუნთქვა ერთი წუთით.

3. ალტერნატიული გზაა, შეიკავოთ სუნთქვა 20 წამით.

4. ქაღალდის პარკში სუნთქვაც შველის ზოგიერთს.

5. ეცადეთ ამოისუნთქოთ სანამ პირი დახურული გექნებათ და ცხვირი დაცობილი.

დიაფრაგმის კუმშვა

6. დასხედით ძირს და ჩაეხუტეთ მუხლებს 2 წუთით. ეს დააწვება დიაფრაგმას და გააჩერებს სლოკინს.

7. დიაფრაგმის შეკუმშვის კიდევ ერთი ფიზიკური მეთოდი რამეზე მიყრდნობა, დაწოლა ან ფეხებისკენ დახრა და მათი ჩახუტებაა.

დალევა

8. ნელა მოხვრიპეთ ყინულიანი წყალი. ამის გაკეთება ახდენს ნერვის სტიმულაციას და აჩერებს სლოკინს.

9. სწრაფად დალიეთ ჭიქა წყალი.

10. დალიეთ ჭიქა წყალი სუნთქვის გარეშე.

11. მოწუწნეთ ყინული.

12. გამოივლეთ ცივი წყალი. იგივე ეფექტი აქვს, რაც ნელა ცივი წყლის სმას.

 

ჭამა

13. მიირთვით სავსე კოვზი შაქარი.

14. ასევე, მუშაობს 1 კოვზი არაქისის კარაქი.

15. მოწუწნეთ ლიმონი. მისი გემო ხანდახან აჩერებს სლოკინს.

16. დაიდეთ წვეთი ძმარი ენაზე – მისი გემო ადენს კუნთების სტიმულირებას ენის და ტენის არეში და აფერხებს სლოკინს.

ძალის გამოყენება

17. დაიმასაჟეთ კისრის უკანა ნაწილი. ის ახდენს ნერვების სტიმულირებას და ხანდახან წყვეტს სლოკინს.

18. გამოქაჩეთ ენა თითებით ან უბრალოდ ეცადეთ მაქსიმალურად გადმოწიოთ ის. ესეც ასევე ახდენს სტიმულაციას და სლოკინის შეჩერებას.

თუ სლოკინი ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა, ეწვიეთ ექიმს. თუ სლოკინს ტკივილიც ახლავს თან, სამედიცინო დახმარება გესაჭიროებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: