მთავარი საკითხავი დედამ ტელეფონის და კომპიუტერის გამოყენება აკრძალა. ბავშვებს ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობა მიეცათ.

დედამ ტელეფონის და კომპიუტერის გამოყენება აკრძალა. ბავშვებს ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობა მიეცათ.

by guramus

დედამ, მწერალმა და ბლოგერმა მოლი დეფრანკმა პირველ რიგში აღმოაჩინა, რომ მისი შვილებისბისთვის ტელეფონის ტელევიზორისა და კომპიუტერის ეკრანთან ყოფნა დიდ გავლენას ახდენს მათზე. მან ახლახანს სოციალურ ქსელში განათავსა გულწრფელი და საინტერესო ფოტო, რომელშიც ჩანს თუ როგორ იქცევიან მისი ოჯახის წევრები ტექნოლოგიების გარეშე. ეს ისეთი გულისამაჩუყებელია, რომ ღიმილი არ დაგენანებათ.

ეკრანთან გატარებული დროის შემცირების უპირატესობები მოიცავს გაუმჯობესებულ კრეატიულობას, გაახალგაზრდავებულ ცნობისმოყვარეობას სამყაროს შესახებ, აკადემიური მოსწრების ზრდას, უკეთეს ძილს, უფრო შესამჩნევ ბედნიერებას და უკეთეს დამოკიდებულებას სხვების მიმართ. ამის საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ გაჯეტების გამოყენების დროის შეზღუდვა და ტექნიკური დეტოქსიკაციის გაკეთება გაცილებით ადვილია, ვიდრე თავდაპირველად ჟღერს. ამით მოზრდილებიც ძალიან პოზიტიურად ვისარგებლებდით.

”ელექტროგაჯეტების გამოყენების დროის შეზღუდვისას, ყველაზე დიდი დაბრკოლება მათი სხვა რამით ჩანაცვლებაა. ეკრანი ძალიან მიმზიდველია და შეუძლია მისით ბავშვმა საათობით გაირთოს თავი, როდესაც მათი მშობლები სხვა საქმის კეთებით არიან დაკავებულნი. ბევრი მშობელი მათ ამის საშუალებას აძლევს, რადგან ფიქრობენ, რომ ეკრანი უვნებელია ან თუნდაც საგანმანათლებლოა მათი ბავშვის განსავითარებელი ტვინისთვის. ”- განუმარტა ორიგინალურმა დედამ ჟურნალისტებს.

მან განაგრძო: ”ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა ზრდის ნამდვილი ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობას. ბავშვები საჭიროებენ ცოცხალ ადამიანურ ურთიერთქმედებას, რათა გაზარდონ თავიანთი სოციალური უნარები და მოტორული ფუნქციები. მათ უნდა ისწავლონ ადამიანის გამოხატვის, სხეულის ენის, ხმის ტონის და ურთიერთგაგების აღქმა და გაგება. შესაბამისად, ჩვენ ვახშმის დროს ბავშვებს ვუთხარით, რომ ჩვენს სახლში გაჯეტების გამოყენება აღარ შეიძლებოდა. ტირილისა და კბილების კრეჭის შემდეგ გამოიცანით რა მოხდა? ეკრანებთან გატარებული დრო ყველამ სხვა რამით ჩაანაცვ რაც თავიდან დაიწყო, როგორც ოცდაათდღიანი ეკრანული დეტოქსიკაცია, შემდეგ 10 წლამდე ასაკის ხუთი შვილის შინაური ცხოვრების წესის გადაკეთებად იქცა. ამ წესის შენარჩუნება სახლში შოკისმომგვრელად მარტივი გამოდგა და ჩემმა ცხრა წლის ქალიშვილმა რამდენჯერმე მითხრა, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია” – განაცხადა მოლიმ.

ასეთი არაორდინალური დეტოქსიკაციის შედეგად როგორც ფოტოებში ჩანს, ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს რომ მოზარდები ბევრად უფრო დიდად დაინტერესდნენ წიგნების კითხვითა და სოციალური სიახლოვით. მათ უფრო მეტად გაუუმჯობესდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ასევე აზროვნების უნარიც. რამდენიმე თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ კი ახალი ცხოვრების წესი ჩვეულებრივ ნორმად იქცა მათთვის და ტელეფონის გამოყენების ნაცვლად წიგნის კითხვა სრულიად მისაღები ალტერნატივა გახდა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: