მთავარი ჯანმრთელობა 10 ფეხის აბაზანა და რომელ ჯანმრთელობის პრობლემებს ჭრიან ისინი

10 ფეხის აბაზანა და რომელ ჯანმრთელობის პრობლემებს ჭრიან ისინი

by guramus

არაა აუცილებელი მიმართოთ პროფესიონალურ სპა მომსახურებას. ფეხის აბაზანების მიღება მცირე დანახარჯებთ და ინგრედიენტებითაც შეიძლება თქვენსავე სახლში. ისინი ასტიმულირებენ სისხლის მოძრაობას, გვეხმარებიან დაავადებების გაქრობაში და აქვთ ძლიერი ეფექტი გონებასა და სხეულზე.

პოზიტიური ბონუსია ის, რომ თქვენი სურვილით ცვლით ინგრედიენტების კონცენტრაციას და ამცირებთ კანის გაღიზიანების რისკს. წარმოგიდგენთ 10 მაგიურ ფეხის აბაზანას, რომელიც სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას უმკლავდება.

კონტრასტული აბაზანა დასიებული ფეხებისთვის

განსხვავებული წყლის ტემპერატურა აძლიერებს სისხლის წნევას ფეხში. მაგრამ, დარწმუნდით, რომ ის ძალიან ცხელი არ იყოს. აიღეთ 2 სათლი და პირველი ნახევრამდე გაავსეთ ცხელი, ხოლო მეორე ცივი წყლით. ჩადეთ ფეხები ცხელ წყალში 10 წუთით. შემდეგ მეორე, ცივი წყლით სავსე სათლში 10-12 წუთით. დაუბრუნდით ისევ ცხელ წყალს და გააჩერეთ ფეხები 5 წუთით.

არომატული ციტრუსი ფეხის სუნისთვის

ეს აბაზანა არამხოლოდ არასასურველი სუნისგან და ოფლისგან განგათავისუფლებთ, ასევე მოუვლის ფეხის ტკივილს. თბილ წყალს დაუმატეთ 1 ლიმონი, 1 ლაიმი და 1 ფორთოხალი. ჩაასხით 4 წვეთი პიტნის ზეთი, 4 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 3 ს.კ. საკვები სოდა. ჩაალბეთ ფეხები ამ ნაზავში დაახლოებით ნახევარი საათით.

ევკალიპტი სტრესის შესამსუბუქებლად

ამ აბაზანის შემდეგ თავს მეტად რელაქსირებულად და წყნარად იგრძნობთ. მაგნიუმის სულფატიან (მარილიან) წყალში ჩაასხით 10-12 წვეთი ევკალიპტის ზეთი და გააჩერეთ ფეხები მასში 20-30 წუთით.

მცენარეული გაჟღენთა რთული დღის შემდეგ

საშინაო წამალი დაეხმარება თქვენს სხეულს იფუნქციონიროს სწორად, განსაკუთრებით დიდხნიანი სიარულის ან ჯდომის შემდეგ. ბონუსებს შორისაა დეტოქსიკაცია და ჯანსაღი კანი. სურნელოვანი ბალახი გამოგიკეთებთ ხასიათს და დაგამშვიდებთ.

გაიკეთეთ თბილი წყლის აბაზანა, დაუმატეთ 2 ს.კ. ზღვის მარილი, 1ჩ.კ. საკვები სოდა, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და რომელ მცენარესაც ანიჭებთ უპირატესობას: პიტნა, ოხრახუში ან როზმარი.

ლავანდას აბაზანა კუნთებში ტკივილისთვის

ლავანდა ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლად ითვლება. ეს აბაზანა გეხმარებათ მოადუნოთ კუნთები და დაიმშვიდოთ გონება. თბილი წყლით სავსე აბაზანას დაუმატეთ 1/2 ჭიქა მარილი, 2 ს.კ. საკვები სოდა და 6 წვეთი ლავანდას ზეთი. გააჩერეთ ფეხები 15-30 წუთით.

ლიმნის წვენი ყვითელი ფრჩხილებისთვის

ეს აბაზანა დაგეხმარებათ მოიშოროთ სიყვითლეები ფრჩხილებზე და სამკურნალოდ გამოგადგებათ. დაუმატეთ აბაზანას 1 ს.კ. ლიმნის წვენი წყალს და გააჩერეთ თითები ამ ნაზავში..

ეპსომ მარილი (მაგნიუმის სულფატი) ანთების შესამცირებლად

ამ მარილს საუკეთესო ეფექტი აქვს ტკივილის და ანთების წინააღმდეგ და კარგი შველაა კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. ჩაყარეთ 2-3- ს.კ. მარილი თბილ წყალში. ჩაყავით ფეხები 10-15 წუთით. მარილი გამოაშრობს ფეხებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია დაიტენიანოთ პროცედურის შემდეგ.

საკვები სოდა მშრალი კანისთვის

თბილი წყალი საკვები სოდით მშვენიერი არჩევანია თუ ფეხზე მკვდარი კანის მოშორება გინდათ. თუმცა, ვისაც სენსიტიური კანი ან ალერგიები ახასიათებს, სჯობს თავი აარიდოს.

აბაზანის გასაკეთებლად დაუმატეთ 2ს.კ. საკვები სოდა თბილ წყალს და ჩაალბეთ ფეხები 10-20 წუთით. წაისვით დამატენიანებელი პროცედურის შემდეგ.

ძმრის მრავალფუნქციონირება

ვაშლის ძმარი სწრაფად მოგიხსნით ფეხების და წვივების დასიებას. აბაზანა ამცირებს ფეხის სუნსაც. ამისთვის, გამოიყენეთ ცივი წყალი. აურიეთ 1 ნაწილი ძმარი 2 ნაწილ წყალთან და ჩაყავით ფეხები 10-15 წუთით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი ზეთები ძლიერი სუნის შესამცირებლად.

კიტრის აბაზანა, აბაზანის გარეშე, დასარბილებლად

ეს საშინაო ხერხი კარგად მუშაობს დასიებული და გამაგრებული ფეხების შემთხვევაში. კიტრი პროცესს ბევრად ეფექტურს ხდის. დაჭერით 1 კიტრი თხელ ნაჭრებად. შეგიძლიათ დაიდოთ ეს ნაჭრები ფეხზე და შეიკრათ ბანდაჟით 20-30 წუთით ან მიიღოთ კიტრის წვენი, დაუმატოთ წყალს და წაისვათ ნაზავი ფეხზე.