მთავარი საკითხავი კრიმინალი კატა დაპატიმრებულია. მან დანაშაული უკვე აღიარა.

კრიმინალი კატა დაპატიმრებულია. მან დანაშაული უკვე აღიარა.

by guramus

ფოტოზე გამოსახულმა ჭკვიანმა კატამ ახლახანს ძალიან დიდი აურზაური გამოიწვია, რადგან თავშესაფარში მყოფ ყველა კატას გაქცევის შესაძლებლობა მისცა.

ცხოველების გადარჩენისა და აყვანის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შექმნილი სიტუაცია ასე შეაფასეს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით:

“მას სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია. მას უყვარს დიდი ოთახიდან კატების გამოშვება. განმეორებით. დღეში რამდენჯერმე. ამის გამო ოთახი მის საწინააღმდეგოდ გადავაკეთეთ მაშინ, როდესაც იგი მისაღებ ოთახში ისვენებდა. მის ოთახის მეგობრებს იგი ენატრებოდათ მაშინ, როდესაც იგი დასჯილი იყო და მისაღებში იხდიდა განმარტოებით სასჯელს. ისინი საკმაოდ იღებდნენ სიამოვნებას ღამის თავგადასავლებით, რომლებსაც მათი ოთახიდან გამოშვებით აწყობდა დასჯილი კატა. თუმცა პერსონალს ნამდვილად არ მოენატრა დილაობით კატების დასაჭერად სირბილი, ასერომ ყველაფერს ორი მხარე აქვს”

თავშესაფრის პატრონებმა ასევე გაამხილე, რომ ამ ჭკვიანი კატისთვის ეს ნამდვილად არ გახლავთ ახლად ნასწავ

ლი თვისება. ის როგორც ჩანს წინა სახლშიც იგივენაირად იქცეოდა და მის ნათესავ კნუტებს ხშირად ჩუქნიდა თავისუფლებას.

მომვლელებს უკვე აღარ შეუძლიათ ამ ჭკვიანი კატის ხრიკების გაძლება და სოციალურ ქსელში აქტიურად სთხოვენ ხალხს მის სახლში წაყვანას. მათ თვითონ კატის სახელით დაწერილი თბილი წერილიც კი გამოაქვეყნეს იმის გამოსახატად, თუ რაოდენ შესანიშნავი ცხოველის აყვანა შეგიძლიათ თავშესაფრიდან იმ შემთხვევაში, თუკი სწორედ ამ ონავარ არსებას აირჩევთ თქვენს ოთხფეხა მეგობრად.

თავშესაფრის თანამშრომლებმა იმხელა გამოხმაურება მიიღეს კატის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და კატების გათავისუფლების ისტორიების გამოქვეყნების შემდეგ, რომ მისი დაჭერისა და დასჯის შესახებ მინი პრესკონფერენციის მოწყობაც კი გადაწყვიტეს, რათა უფრო შესაფერისად და ფართოდ გადმოეცათ ამ ლეგენდარული კრიმინალის ისტორია. მას მართლაც ნამდვილი კრიმინალების მსგავსად შეუძლია კარების სახელურების ჩამოწევა და გახსნა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: