მთავარი რჩევები დიასახლისმა უნიტაზის და აბაზანის ბზინვანების საიდუმლოს მიაგნო და თქვენ გიზიარებთ

დიასახლისმა უნიტაზის და აბაზანის ბზინვანების საიდუმლოს მიაგნო და თქვენ გიზიარებთ

by guramus

ყველა კარგი დიასახლისი ზრუნავს იმაზე, რომ სახლში მუდამ სისუფთავე და სიმყუდროვე იყოს. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა აბაზანას უკავშირდება, იქ სისუფთავე რეგულარული უნდა იყოს. ერთმა გამოცდილმა დიასახლისმა, ოლგა პაპსუევამ მშვენივრად იცის ეფექტური ხერხები ნებისმიერ დაბინძურებასთან საბრძოლველად.

როგორ გავასუფთაოთ უნიტაზი საშინაო საშუალებებით?

ვიღაც იტყვის, რომ რატომ გამოვიგონოთ ველოსიპედი, როცა საწმენდი საშუალებები უკვე გამოგონილია. დიახ, არსებობს და ეფექტურებიცაა, მაგრამ პირველ რიგში ისინი ქიმიურია და მათთან კონტაქტი ადამიანისთვის სასარგებლო არაა, მეორე რიგში კი მაღალი ფასები აქვთ.

და რისთვის ვიყიდოთ ისინი თუ არანაკლებ ეფექტურები ხელის გაწვდენაზე გვაქვს? ოლგა პაპსუვა თვლის, რომ ამის საჭიროება არაა და გვთავაზობს თავის ვარიანტებს. ყველაფერი რაც დაგჭირდებათ, 2 შეკვრა ლიმნისმჟავა, თბილი წყალი, საკვები სოდა და ჯაგრისია.

აიღეთ ლიმნის მჟავა და გახსენით ცოტაოდენი რაოდენობის თბილ წყალში. სითხე გადაასხით პულივიზატორში და კარგად ააჯანჯღარეთ. ახლა ის უნიტაზის ზედაპირზე მოასხურეთ, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ყველაზე დაბინძურებულ ნაწილებს. დატოვეთ 10-15წთ.

ახლა ჩაიცვით ხელთათმანები და უფრო ღრმა გასუფთავებაზე გადადით. იმისთვის რომ უნიტაზი თეთრად ბრწყინავდეს, ოლგა გვირჩევს საკვები სოდა დავუმატოთ. დააყარეთ ის პირდაპირ უნიტაზსს, სოდა გააქტიურდება და აქაფებას დაიწყებს. ამ ქაფით დაამუშავეთ ზედაპირი.

ახლა რამდენჯერმე ჩაასხით წყალი უნიტაზში. ამის შემდეგ დატენიანებული სუფთა ღრყუბელით მოწმინდეთ დარჩენილი ზედაპირი. უნიტაზი სისუფთავით იბრწყინებს! ეს კომპლექსური საშუალება ნებისმიერ დაბინძურებას გაუმკლავდება.

ასევე პაპსუევა გვირჩევს ძმრით წმენდის მეთოდს. ჩაასხით უნიტაზის უკანა ცისტერნაში ნახევარი ბოთლი ჩვეულებრივი სუფრის ძმარი და დატოვეთ რამდენიმე საათით. ასე გაასუფთავებთ შიდა ნაწილს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: