მთავარი გასართობი აი, რას ამბობს თქვენს ხასიათზე ტუჩსაცხის ფორმა

აი, რას ამბობს თქვენს ხასიათზე ტუჩსაცხის ფორმა

by guramus

ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ის, თუ როგორ ისვამთ ტუჩსაცხს ტუჩებზე, ბევრს ამბობს თქვენს ხასიათზე. ამიტომაც, გახსენით ის, დააკვირდით დაბოლოებას და გაეცანით შედეგს.

1. კონუსის ფორმის წვერი

შენზე ან გიჟდებიან, ან ვერ გიტანენ: გულგრილს არავის ტოვებთ! თქვენთვის დამახასიათებელია ხასიათის უეცარი ცვლილებები, რადიკალური აზროვნება, თქვენი შეხედულება სამყაროზე აშკარაა: ეს კარგია, ეს ცუდი და არანაირ ცვლილებებს არ ექვემდებარებიან. ამასთან, პირველი აღმოუჩენთ დახმარებას დაზარალებულს, შეაგროვებთ საჭირო თანხას და ჩაეწერებით მოხალისედ ბავშვთა კლინიკაში. ამიტომაც, თქვენი მისიაა  გახადოთ სამყარო უკეთესი და ნათელი. ლიდერი ხართ, ხალხს შეყვირებთ: “მომყევით” და ყველა გაგიგონებთ.

2. სწორი, ჰორიზონტალური წვერი

თქვენ კომპანიაში გონებამახვილური ადამიანი ხართ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, იდეების ფენერატორი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის იპოვნის გამოსავალს ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი. თვენს გარეშე წვეულება წვეულება არაა, თათბირი კი თათბირი. ადამიანებისთვის მანათობელი შუქურა ხართ: ერთი შეხედვა და გიღიმიან. ამიტომაც გაძლევენ რთულ პროექტებს, ურჩ კლიენტებს და უიმედო ანგარიშებს. თვენ კი უმკლავდებით, რადგანაც იცით, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია. საჭროა მხოლოდ გაიღიმოთ და საქმეს ხელი მოკიდოთ.

3. მომრგვალებული წვერი

ბუნებით საკუთარი კერის მცველი ხართ. თქვენს სახლში მუდამ მყუდროება, წესრიგი, გემრიელი საჭმელი და ბავშვთა სიცილია. ძალიან შემოქმედებითი და მრავალმხრივი პიროვნება ხართ, რომელიც ბევრს კითხულობს, ხელსაქმით ერთობა, ხშირად დადის კონცერტებსა და გამოფენებზე, მაგრამ თქვენთვის ყველაზე მთავარი მაინც ოჯახია. თქვენ მათი ცენტრი ხართ, ძალა და ზრუნვა, ამიტომაც მოგმართავენ რჩევებისთვის და ყოველთვის პოულობთ საჭირო სიტყვებს. სიმამაცის და სიმშვიდის განსახიერება ხართ, სიყვარულის და ერთგულების  ნამდვილი დედა.

4. «ხელშეუხებელი» წვერი

თქვენი ტუჩსაცხის წვერი ისეთივე დარჩა, როგორიც შეძენის დროს იყო? თქვენ წესების ადამიანი ხართ, ყველაზე გულწრფელი. პერფექციონიზმი გახასიათებთ: თეფშები სიმაღლის მიხედვით უნდა ეწყოს, პირსახოცები კარადაში, მოკლედ გაქვთ მკაცრად განსაზღვრული წესრიგი. რამე თუ არასწორადაა სახლში, აუცილებლად ასწორებთ. არასდროს არცერთი დედლაინი არ გამოგიტოვებიათ, უფროსობა თქვენზე ლოცულობს, ახლობლები კი გიჟდებიან თქვენს ორგანიზებულობაზე, რომელიც მათ ცხოვრებაშიც შეგაქვთ.

5. ბრტყელი, მოსწორებული წვერი

ბავშვობაში ხეებს ამოწმებდით და ეძებდით საგანძურს, რომელიც სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო. ავანტიურისტი ხართ და დიდი ექსპერიმენტატორი, სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები დიადი გამომგონებლები და ნობელის პრემიის ლაურეატები ხდებიან. არ იცით რას ნიშნავს სიტყვა “მშიშარა”. თამამად უდგებით ნებისმიერ წამოწყებას, სინჯავთ რაღაც ახალს, იგებთ უცხო შესაძლებლობის შესახებ და არ უშებთ შანსს ხელიდან ეს გიჟი სამყარო შეისწავლოთ.

6. ალესილი წვერი

ჭკვიანი და სექსუალური ხართ, ეს მშვენივრად იცით. კაცებზე მოქმედებთ როგორც მაგნიტი, მაგრამ ამით ბოროტად არასდროს სარგებლობთ. თქვენი ცხოვრება განსაზღვრული გეგმით ვითარდება, რომელშიც კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა უკანასკნელ ადგილებს არ იკავებენ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ხართ. მაგრამ, ადამიანებს ძალიანაც არ ენდობით, თქვენი გულის დაპყრობა მხოლოდ ყველაზე ღირსეულს შეუძლია, ვერ მოტყუვდებით.

7. ასიმეტრიული წვერი

გსურთ დაიცვათ და შეინარჩუნოთ, რადგანაც თქვენ გარშემო მუდამ კატასტროფები ხდება. მანქანა ფუჭდება, მობილური არ იტენება, ყავის აპარატი იშლება, სამუშაო მეილი წერილებს მარსზე გზავნის და ვერავინ ნახულობს მათ და აშ. შეგიძლიათ დაიკარგოთ სახლის მეზობელ ქუჩაზე, რადგანაც უხვევდით წითელ ჯიხურთან, რომელიც ერთ დღესაც აიღეს. ამასთან, საოცრად კრეატიული ხართ, იდეებითა და გრანდიოზული გეგმებით სავსე. ცხოვრობთ ამ საოცარი ფანტაზიების სამყაროში.

8. წვეტიანი მოთლილი წვერი

ისეთი ქარიზმატული ხართ, როგორც არავინ. ხვდებით ყურადღების ცენტრში მაშინაც კი თუ მთელი ძალით ცდილობდით დამალვას და კუთხეში ჩუმად ყოფნას. გამოყოფთ იმას, რაც სხვა ადამიანებს იზიდავთ შემოგხედონ და აღტაცებულები დარჩნენ. ყოველთვს მზად არიან დაგეხმარონ, დაიტოვონ ბავშვი, გამოგიცვალონ ბორბალი, გაპოვნინონ ნივთი ან დაგაგეგმინონ ღონისძიება. თუ ჯერ კიდევ არ ხართ რომელიმე კომპანიის სათავეში, ეს ნიშნავს, რომ ის მთლად თქვენს ინტერესებს არ პასუხობს. ამიტომაც, დაისახეთ მიზანი და მას აუცილებლად მიაღწევთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: