მთავარი ტესტები ტესტი: თქვენი დაბადების თვე გაგიმხელთ ხასიათის გამორჩეულ თვისებებს

ტესტი: თქვენი დაბადების თვე გაგიმხელთ ხასიათის გამორჩეულ თვისებებს

by guramus

ადამიანები, რომლებიც წლის სხვადასხვა დროს იბადებიან, განსხვავებული ხასიათის თვისებები ახასიათებთ. ჩვენ ვეცადეთ მეტი გაგვერკვია ამ თემაზე და დავრწმუნდით, რომ თითეული თვე ქალს სხვადასხვა პიროვნული შტრიხებით აჯილდოვებს.

იანვარი

ამ თვეში დაბადებული ქალები ძალიან ამბიციურები და კონსერვატიულები არიან. მათ კრიტიკულობა ახასიათებთ მაგრამ მოსწონთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი.

თანამოაზრეებთან და ინტელექტუალებთან კარგ კონტაქტში იმყოფებიან და ვერ იტანენ გარშემომყოფებს.

თებერვალი

ამ თვეში დაბადებულები რომანტიკული ფიგურები არიან. იმისთვის, რომ მათ ეურთიერთოთ, ბევრი მოთმინება გჭირდებათ. ყველას არ ესმის მათი და ბევრს არ შეუძლია აიტანოს მათი ხასიათის ცვლილებები. ისინი აბსტრაქტულად ფიქრობენ.

მარტი

ამ თვეში დაბადებული ქალები მიმზიდველები და ქარიზმატულები არიან. ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ არ ატკენენ.

თუმცა, სასიამოვნოა მარტში დაბადებულ ქალთან ცხოვრება, რადგანაც თუ ჩვენ მათ არ შევურაცხყოფთ, ისინი კეთილები და მომხიბვლელები იქნებიან.

აპრილი

ამ თვეში დაბადებული ქალბატონები დიპლომატიურები არიან და კარგი ურთიერთობა აქვთ თითქმის ყველასთან. ისინი მიდრეკილნი არიან ეჭვიანობისკენ. თუ მათმა სიყვარულმა უღალატათ, სჯობს სისხლიან აპრილის ქალს სასწრაფოდ გაექცეს.

დიდი სიყვარულის გაღება შეუძლიათ და ამ სიყვარულით ტკბობა მთელი სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ უღალატებთ.

მაისი

მაისის ქალები ხასიათით ძლიერები არიან და ძლიერი იდეებიც აქვთ. ისინი თავიანთი ცხოვრების სიყვარულს ბედნიერს ხდიან და სავსენი არიან უსაზღვრო სიყვარულით.

ამბობენ,  რომ მაისში დაბადებულ ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ დავიწყებულები კაცების მიერ, იმიტომ რომ, მათი სიყვარული გულწრფელი და ცეცხლოვანია.

ივნისი

ამ თვის ქალები ცნობისმოყვარეები, კრეატიულები და კეთილები არიან – ეს მათი საუკეთესო თვისებებია. მაგრამ მათი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ იმაზე სწრაფად საუბრობენ, ვიდრე ფიქრობენ.

მათ არ სურთ ადამიანებს თვალებში ყურებით უთხრან სიმართლე, ხანდახან მამაკაცებზე ფიქრობენ, როგორც სათამაშოებზე.

ივლისი

ის, ვინც ამ თვეში დაიბადა, ბედნიერი, მშვენიერი და მომხიბვლელია. მათ არ უყვართ კონფლიქტები და აფასებენ გულწრფელობას. როცა ვინმეზე ბრაზდებიან, რთულად იკრებენ თავდაჯერებას საკუთარი თავის მიმართ. საუკეთესო და ერთგული მეგობრები არიან.

აგვისტო

აგვისტოს ქალებს ეგოიზმი ახასიათებთ. მათთან კამათი არ ღირს. მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვთ.

თუ მათ აწყენინებთ, ამის შესახებ ვერ გაიგებთ. მუდამ სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კაცებმა შენიშნონ.

სექტემბერი

სექტემბრის ქალები მშვენიერები არიან, მაგრამ მათი აზრები ხშირად არასტაბილურია. მათ არ შეუძლიათ პატიება და ძალიან შურისმაძიებლები არიან. უყვართ ხანგრძლივი ურთიერთობები და არ აკმაყოფილებთ 1 ღამიანი შეხვედრები.

შეუძლიათ გაიზარდონ მხოლოდ საკუთარ ურთიერთობებზე, იყვნენ ადამიანთან, რომელიც შთააგონებენ იდეებს ყოველ ნაბიჯზე.

ოქტომბერი

ამ თვეში დაბადებულები ძლიერები, გადაწყვეტილების მიღების უნარით დაჯილდოებულნი და კეთილები არიან. ძალიან ეშინიათ იმედგაცრუების, ამიტომაც ყოველთვის არ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე.

სხვა ქალებს როგორც წესი მათი შურთ, რადგანაც ისინი ძალიან მომხიბვლელები არიან და მათი პიროვნული მხარე ძალიან სასიამოვნოა.

ნოემბერი

ამ თვეში დაბადებული ქალები ოპტიმისტები არიან. მათი მთავარი მახასიათებელი გულწრფელობაა. არ უყვართ, როცა ატყუებენ და მათ ზურგსუკან ცუდს ლაპარაკობენ.

ისინი ძალიან ერთგულები და მომხიბვლელები არიან და მამაკაცებს მათთან ძალიან უადვილდებათ. ეს ქალები ვერასდროს მოითმენენ ღალატს.

დეკემბერი

დეკემბრის ქალები მოუთმენლები, მაგრამ ბედნიერები არიან. ადვილად ძვრებიან რთული სიტუაციებიდან და ბუნებით მხიარულები არიან.

შეუძლიათ მოითმინონ შეურაცხყოფა, მაგრამ შეუძლიათ სათანადოდაც განრისხდნენ, რადგანაც ყველა სიტუაციას თავისი დატვირთვა აქვს. საუკეთესოს სწამთ და მათი ოცნებები როგორც წესი, ხდება.