ოდესმე შეგიმჩნევიათ როგორ გიჭირავთ ყავის ან ჩაის ჭიქა? ეს ინსტიქტური ჟესტი თქვენზე მეტს ამბობს, ვიდრე ფიქრობთ. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ტესტს პიროვნულ ხასიათზე. თქვენი ყველა რეგულარული ქმედება ჩვევადაა ქცეული. ეს ჟესტები მოგიყვებათ ბევრ დამაფიქრებელ რაიმეს.
რომელი სურათი გამოხატავს საუკეთესოდ ამ ჟესტს? რას ამბობს ის თქვენზე?
ორივე ხელით
თუ პირველი სურათის მსგავსად გიჭირავთ, ძალიან დელიკატური და მგრძნობიარე ნატურა ხართ. ასაკის მიუხედავად, როგორც ბავშვებს, ისე გჭირდებათ ყურადღება, მხარდაჭერა და ზრუნვა.
თუ შესაძლებელია, არ აიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და მას სხვებს გადასცემთ. არაა შემთხვევითი, რომ თქვენი ურთიერთობები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი პარტნიორი და თქვენი მხარდაჭერა. საყვარელ ადამიანს ბევრ სიყვარულს მიანიჭებთ საპასუხოდ კი მარადიულ ყურადღებას ელით.
თითებს შორის
თუ მეორე სურათის მსგავსად გიჭირავთ, ჟესტი საკუთარ თავში თავდაჯერებას გამოხატავს. დაბადებული ხართ ლიდერული უნარ-ჩვევებით, ძლიერი მოტივაცია გაქვთ და სურვილი იმოქმედოთ. თქვენი გემოვნება იდეალურია, სტილი გასაოცარი და ბევრი ადამიანი უსმენს თქვენს აზრს.
დადებითად უყურებთ მომავალს, მიზანდასახული ხართ და აკეთებთ ყველაფერს, რომ ოცნებები აგიხდეთ. იცით რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში.
სახელურზე და ძირზე
მესამე სურათის მსგავსად თუ იკავებთ, ცხოვრებაში მუდამ უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვით. იმსახურებთ ნდობას და როგორც წესი, მოდუნებული ხართ. არ შეგიძლიათ წყობიდან გამოსვლა, რადგანაც დიდი სიმტკიცე გაგაჩნიათ.
საკუთარ პოზიციას მუდამ იცავთ და გვერდს არ უვლით. არ ხარჯავთ ენერგიას სხვებთან კამათსა და ჩხუბზე და ლოგიკურად აზროვნებთ. წარმატებისკენ დაკვირვებით მიდიხართ.
ერთი ხელისგულით
მეოთხე სურათის შემთხვევაში ძალიან გაწონასწორებული ადამიანი ხართ. არასდროს წუწუნებთ წვრილმანებზე, გაგაჩნიათ პოზიტიური ხედვა და საკუთარი ცხოვრების მიმართ ოპტიმისტურად ხართ განწყობილნი.
ბევრი ფიქრობს, რომ უბრალოდ გულგრილი ხართ, მაგრამ ეს მართალი არ არის. მოგწონთ სიმშვიდე, კომფორტი, მხიარულება, აწმყო და მომავალი. გიყვართ თავგადასავალი და გამოცდა, მიილტვით ახალი შთაბეჭდილებებისკენ.