2020 წლის ქორწინების და ორსულობის ჰოროსკოპი

2020 წელი ზოდიაქოს ნიშნებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

 

ვერძი

ვერძებს საოცარი წელი ელით. მათი სენტიმენტალური ცხოვრება უეცარ გარდატეხას განიცდის. ისინი, ვინც ხანგრძლივ ურთიერთობაშია მას გააოფიციალურებს, ისინი კი ვინც მარტოა, დიდი შანსი ექნებათ სიყვარული იპოვნონ.

 

კურო

მათ ექნებათ აღმასვლები და დაცემები. რთული მომენტების განმავლობაში სიმშვიდეს სწავლასა და კითხვაში იპოვნიან.

 

ტყუპები

სასიყვარულო ცხოვრებაში ისინი, ვისაც მყარი ურთიერთობა აქვთ, ბევრი მიღწევები ექნებათ. თუმცა, ყველაფერი ვარდისფერი არაა გარშემო, ამიტომაც დაძაბული მომენტებიც იჩენს თავს, რისი გადალახვაც სიმშვიდით და მოთმინებით მოუწევთ.

2020 წლის ქორწინების და ორსულობის ჰოროსკოპი

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სიყვარულის ჰოროსკოპი თვითანალიზს, სენტიმენტალურ ურთიერთობებს და კავშირებს მოიცავს. ისინი, ვინც მარტო არიან, ცხოვრების პარტნიორს შეხვდებიან. მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობის გათვალისწინებით კირჩხიბებს მოუწევთ ისწავლონ ინტერესების დაორგანიზება, რათა არავის აწყენინონ.

 

ლომი

ლომებს პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები ელით. შეხვდებიან მას, ვინც ცხოვრებას 380 გრადუსით შემოუტრიალებთ, ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ.

2020 წლის ქორწინების და ორსულობის ჰოროსკოპი

ქალწული

2020 წელი სასიყვარულო ცხოვრებაში აქტიურობას მოიტანს და ქალწულები ენერგიით დაიტვირთებიან. ზოგიერთი ქალწული დაშრებას გადაწყვეტს, სხვები დაქორწინდებიან და ოჯახს შემქნიან, მარტოსულები კი სულიერ მეგზურს შეხვდებიან. ვერძისა და ქალწულის კავშირი საუკეთესო იქნება.

 

სასწორი

კარგი სიახლეები გექნებათ პირად და ფინანსურ ცხოვრებაშიც. ისინი, ვინც ურთიერთობაში არიან, ექნებათ შანსი დაქორწინდნენ, ისინი კი ვინც უკვე დაქორწინებულები არიან, დატკბებიან მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობით.

 

მორიელი

2020 თქვენთვის იღბლიანი წელია. ყველაფერში გაგიმართლებთ რაც გსურთ, ამიტომაც თამამად იმოქმედეთ.

2020 წლის ქორწინების და ორსულობის ჰოროსკოპი

მშვილდოსანი

სიყვარულის საკითხებში მომავალ წელს გაგიმართლებთ. ადგილი ექნება ცვლილებებს სასიყვარულო ცხოვრებაში, რაც გიბიძგებთ შეიცვალოთ უარყოფითი ხასიათის თვისებები და მავნე ჩვევები. ყველაფერი კარგად იქნება, რადგანაც შედეგს ძალიან მოკლე დროში მიიღებთ.

 

თხისრქა

მათ სჭირდებათ მეტი დრო გაატარონ პარტნიორებთან თუ სურთ ბედნიერები იყვნენ. ამავდროულად სჭირდებათ ისწავლონ როგორ გამოხატონ მეტი ჩართულობა და არ იყვნენ ასე ცივები და განყენებულები.

2020 წლის ქორწინების და ორსულობის ჰოროსკოპი

მერწყული

ვინც მარტოა, მათ ექნებათ შანსი შეხვდნენ იმ ადამიანს, რომელიც რადიკალურად შეცვლის მათ მომავალს. ისინი ვინც უკვე ურთიერთობაში არიან კი სერიოზულად დაფიქრდებიან ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე.

 

თევზები

თევზებს 2020 წელი მოულოდნელ სიურპრიზებს უმზადებს. მათთან გამოჩნდება ადამიანი წარსულიდან, რომელიც მათი ცხოვრების მიმართულებას შეცვლის. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ისევ არ გატკინონ.

 

ნიშნები, რომლებსაც შესაძლო ორსულობა ელით

ბავშვი ოჯახში ფუნდამენტური ცვლილებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამაზე ოცნებობს. 2020 წლის ჰოროსკოპის მიხედვით, 4 ზოდიაქოს ნიშანი იკვეთება, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ დაორსულდნენ.

2020 წლის ქორწინების და ორსულობის ჰოროსკოპი

კურო

ისინი მიაღწევენ მიზანს. კურო ქალებს ძლიერი ხასიათი აქვთ და მუდამ აასრულებენ დასახულ გეგმებს. მათ, ვისაც ბავშვი უნდა, ამ ოცნებას 2020 წლის შემოდგომისთვის აიხდენს. შესაძლოა ფაქტი მოულოდნელი იყოს, მაგრამ ენთუზიაზმით შეხვდებით. კურო ქალები ძალიან თავგანწირული დედები არიან, ამიტომაც მათი პატარა ნამდვილად იღბლიანია.

ლომი

ლომი ქალები მომავალ წელს გაზრდიან ოჯახს. ისინი მთელი ძალისხმევით იცავენ საკუთარ ოჯახს და მათთვის შვილები დიდი სიამოვნებაა. როცა ორსულობის შესახებ იგებენ, დიდ მზადებას იწყებენ შვილთან სათანადო შეხვედრისათვის.

მორიელი

ამ წელს მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ სიყვარულისთვის. როცა გიყვართ, საკუთარი თავის გაღებაც კი შეგიძლიათ. ბავშვი, რომელიც ამ სიყვარულის ნაყოფი გახდება, დიდი ენთუზიაზმით აგავსებთ.

თევზები

თევზ ქალებსაც დიდი ალბათობით დაატყდებათ თავს ეს სიახლე. მოულოდნელი იქნება, თუმცა ამისთვის მზად არიან, რადგანაც შინაგანად დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ სურვილი. თევზები ყველაზე ემოციური და ინტუიციური ნიშნები არიან, ამიტომაც ამას ორსულობის თანმდევი ფიზიკური ნიშნების გამოვლენის გარეშეც მიხვდებიან. ეს მათთვის დღესასწაულია და ბავშვს დიდი სიყვარულით შეხვდებიან.


Loading...

  კომენტარები