მთავარი რჩევები გაიქრეთ ნაოჭები ყელიდან – დაბერების საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებს

გაიქრეთ ნაოჭები ყელიდან – დაბერების საწინააღმდეგო რეცეპტი, რომელიც თქვენს კანს ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებს

by guramus

ასაკთან ერთად ნაოჭების გაჩენა ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ზოგიერთი ქალი განსაკუთრებით რთულად ეგუება. რა თქმა უნდა, ყველას სურს ძალიან დიდხანს ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ შესანიშნავ პროდუქტებს, რომლებიც ყელიდან მოგაცილებენ ნაოჭებს.

ყელი ხომ ყველაზე მეტად იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. ამასთანავე მამაკაცების 60% ქალის ყველაზე მიმზიდველ და სექსუალურ ადგილად ყელს მიიჩნევს.

კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ვიტამინებით მომარაგება. განსაკუთრებით საჭიროა C ვიტამინი. გირჩევთ, მიიღოთ ბოსტნეული და ხილი. C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ციტრუსები.

გარდა ამისა, კანის დაბერებას მზის სხივები უწყობს ხელს. მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. ასევე კარგი იქნება თუ იშვიათად ესტუმრებით სოლარიუმებს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ ომეგა-3 და ომეგა-6-ით მდიდარი საკვების მიღება. აღნიშნულ ნივთიერებებს ყველაზე დიდი რაოდენობით ავოკადო, გოგრა, ისპანახი და ორაგული შეიცავენ.

ძილის წინ ომეგა-3-6-ის მიღება კოლაგენის წარმოქმნაში ეხმარება ორგანიზმს, რაც თავის მხრივ კანის უჯრედების აღდგენას და გაძლიერებას უწყობს ხელს.