მთავარი რჩევები ხალხური ხერხი – რისთვისაა რეკომენდირებული მოვათავსოთ ნივრის კბილი ბალიშის ქვეშ

ხალხური ხერხი – რისთვისაა რეკომენდირებული მოვათავსოთ ნივრის კბილი ბალიშის ქვეშ

by guramus

ნიორი სასწაულმოქმედ საშუალებად ითვლება, რომელიც ბევრ ავადმყოფობას ამარცხებს. სწორედ ამიტომ არომატული კბილები აქქტიურად გამოიყენება ხალხური მედიცინის რეცეპტებში, რომლებსაც ბევრი ადამიანი მოიხმარს. ოფიციალური მედიცინა არ უარყოფს, რომ ნიორს სამკურნალო თვისებები აქვს ამიტომაც ექიმები რეკომენდაციას უწევენ მის მოხმარებას.

ჩვენს წინაპრებს არ ჰქონიათ საშუალება კონსულტაცია გაეწიათ სპეციალისტებთან, ამიტომაც ნივრით მკურნალობდნენ, რომელიც საკუთარ ეზოშიც კი მოყავდათ. მას არ სჭირდებოდა ფინანსური დანახარჯები, არ აყენებდა ორგანიზმს ზიანს, რასაც ტრადიციულ მედიკამენტებზე ვერ ვიტყვით.

როგორც ცნობილია, მზრუნველი დედები შვილებს ნივრის კბილს ჯიბეში უდებდნენ და ამ სახით გარეთ ყოფნის დროს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და გრიპისგან იცავდნენ. მოზრდილებისთვის რეკომენდირებულია მიიღონ ნიორი საკვებში, რადგანაც მის შემადგენლობაშია ბევრი სასარგებლო ნივთიერება: კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და ალიცინი. უკანასკნელი ვირუსებს ებრძვის.

თუ რაიმე მიზნით ნივრის მიღება საკვებში შესაძლებელი არაა, საკმარისია ის ბალიშის ქვეშ მოათავსოთ – მისი აორთქლება ჰაიმორის ღრუს გაასუფთავებს რაც გიშველით სურდოსგან თავი მალე დააღწიოთ. ისინი, ვისაც ბალიშის ქვეშ ნივრით სძინავს, უძილობა არ აწუხებთ და ყოველთვის ფხიზლად არიან, რადგანაც სურნელს ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას.

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ნიორი ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას აფერხებს.

როგორც ხედავთ, ნიორი შეუცვლელი პროდუქტია ეპიდემიების და გრიპის სეზონზე, ამიტომაც მოათავსეთ ის ბალიშის ქვეშ და თქვენი ძილი ყოველთვის დაცული იქნება ვირუსებისგან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: