მთავარი ასტროლოგია ვერძი – 2020 წლის ჰოროსკოპი

ვერძი – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ზოგადი მიმოხილვა

მარსს, თქვენს მმართველ პლანეტას ბევრი საქმე აქვს 2020 წლის დასაწყისიდანვე. კულტურული ჰორიზონტების გაფართოება მშვილდოსნებისთვის, კარიერული მიზნების მიღწევა თხის რქებისთვის, სოციალური ქსელების გაფართოება მერწყულთათვის და ა.შ კარგია, რომ თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი პრაქტიკულად შეუზღუდავია. თუმცა, ასეთ დროს ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენის გაძლება შეგიძლიათ. ბალანსის აღდგენას თქვენი თავისთვის დასვენებისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი დღეებით შეძლებთ.

მარსი თქვენს მშობლიორ ნიშანს 27 ივნისს უბრუნდება და 2021 წლის პირველ პერიოდამდე რჩება. თქვენ მონდომებული იქნებით წინსვლისკენ ახალი მიდგომით, თუმცა არ უნდა იჩქაროთ. მარსის მდგომარეობის გათვალისწინებით, 9 სექტემბრიდან 13 ნოემბრამდე თქვენ უმჯობესია ენერგია შეინახოთ. კარიერულმა საკითხებმა შეიძლება აგაღელვოთ, თუმცა ეცადეთ თქვენი გონების მთელი ყურადღება მათზე არ დახარჯოთ: დააყენეთ წელს ოჯახი პირველ ადგილზე. განსაკუთრებით ვენერას ტყუპებში ყოფნისას 3 აპრილიდან 7 აგვისტომდე, ასევე 5 მაისიდან ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ფოკუსის მთავარი სფერო უნდა იყოს. ეს თქვენ უდიდეს შესაძლებლობას შემოგთავაზებთ პიროვნული ზრდისათვის.

კომუნიკაცია მთავარი გასაღებია, რადგან დიდი ალბათობით ოჯახური შეხვედრებისას დაძაბულობას წააწყდებით გულახდილი საუბრებისას. პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა ბავშვის მოვლა, მოხუცებზე ზრუნვა და სახლის საქმეების განაწირება შესაძლოა დამატებით ემოციურ ძალას ატარებდეს. უფრხილდით ჰიპერსენსიტიურობას და ნოსტალგიას, რომელმაც შეიძლება დაბლოკოს გულახდილი, კონსტრუქციული დიალოგების შესაძლებლობა. ყველაფრის მიუხედავად ვერძებო, ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზეა.

 

რომანტიკა

თქვენ არასდროს გრცხვენოდათ პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, თქვენი შანსი ახლა უნდა გამოიყენოთ – მაშინ როდესაც ვენერა თქვენს ნიშანში გადაინაცვლებს 7 თებერვლიდან 4 მარტამდე, ის წლის დასაწყისში გეწვევათ. თქვენ ყველაზე მიმზიდველ მდგომარეობაში ხართ და თანაც, ყველა მხიარულად და აღტკინებულად გრძნობს თავს. ასეთ დროს ნაპერწკლები აუცილებლად ჩნდება, თუმცა ისინი ალბათ მალევე შეიძლება ჩაქვრეს კიდეც.

ამაზე არ ინერვიულოთ. ეს მხოლოდ პირველადი სანახაობაა ნამდვილ ფეიერვერკამდე, რომელიც ახალი მთვარის პერიოდში დაიწყება 18 აგვისტოდან და სექტემბერი-ოქტომბერის პერიოდამდე გასტანს. მარტოხელა თუ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი, თქვენ მაინც უნდა ელოდოთ უფრო მეტ კრეატივს, გრძნობებს და სპონტანურობას, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

ენერგია გამომაცოცხლებელია – თუმცა ამაღელვებელიც, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ სერიოზულ ურთიერთობაში იმყოფებით. თამაშის შემცვლელი ურანი კომფორტულ მოსაზრებებს ბრძოლაში იწვევს და მასიურად ანახლებს თქვენს თვითშეფასებას, საკუთარი თავის რწმენას, ღირებულებებსა და მოთხოვნილებებს. შესაძლოა დამოკიდებულებები გამძაფრდეს ურთიერთობის ფიზიკურ მხარესა და ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ მხარეებს შორის. დიახ, შესაძლებელოა ამ ორის დაბალანსება და შეერთება, თუმცა ეს ინტენსიური პროცესი შეიძლება იყოს და სუსტი გულის მქონეებისთვის არაა. საბედნიეროდ, სუსტი გული თქვენებური ასპექტი არასდროს ყოფილა. თქვენ უშიშარი და საკმარისად მოქნილი ხართ იმისათვის, რომ ცხოვრების გამოცდებს გაუმკლავდეთ.

უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ კომუნიკაციებს ფრთხილად უნდა მოეპყროთ. მართალია საქციელი სიტყვებზე უფრო ხმამაღლა გამოხატავს თქვენს სათქმელს, მაგრამ ვენერას პოზიციის გამო რასაც თქვენ იტყვით და როგორი სახითაც იტყვით ასევე მსგავსად მნიშვნელოვანია. არ ელოდოთ ყველა პრობლემის გადაწყვეტას ერთდროულად. ერთ გულახდილ საუბარზე მეტი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენს პარტნიორთან ყველაფერი გასაგებად ჩამოაყალიბოთ.

 

კარიერა

რადგან ურანმა კუროში გადაინაცვლა გასულ წელს, თქვენ დაგჭირდათ გადაგეხარისხებინათ თქვენი შეხედულებები და თავიდან წარმოგედგინათ ის, თუ როგორ გამოიყურება კეთილდღეობა აქ და ახლა. როგორც ეს ხანგრძლივი პროცესი გრძელდება, ფინანსებიც ასევე რჩება გამდინარე მდგომარეობაში. თუმცა, საბედნიეროდ ურანის მოულოდნელმა ხასიათმა თქვენ გაიძულათ გამხდარიყავით უფრო კრეატიული თქვენი ფულის მენეჯმენტის საკითხში. ახლა იცით რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავის შენახვა და რჩენა, ყველაფრის მიუხედავათ. 2020 წელს თქვენი კარიერული სახლისთვის ეს მნიშვნელოვანი ღირებულება იქნება.

ვერძებო თხის რქაში მყოფი პლუტო დაგეხმარათ იმის დანახვაში, რომ ზედმეტად ამბიციურობა და სამსახურზე ორიენტირებული ცხოვრების წესი უკვე აღარ მუშაობს თქვენთვის. სასურველი მიზნების მისაღწევად თქვენ ნოლიდან უნდა დაიწყოთ. იუპიტერი ასევე უთანაბრდება პლუტუს წელს და როგორც ბედის ბორბალი ბრუნავს, ზოგიერთი რამ თქვენს კონტროლს მიღმა რჩება. პოზიტიური შესახედაობის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არიქნება, თუმცა თუკი ეს თქვენი პრობლემების მოგვარებაში ხელს შეგიწყობთ, აუცილებლად ღირს ცდად.

თუკი ძველ მიზნებზე, როლებზე და მიღწევებზე მიჯაჭვულობა წინ წასასვლელი გზის დანახვაში გიშლით ხელს, მაშინ თხის რქის სავსე მთვარე 4 ივლისს დაგეხმარებათ გათაფისუფლებაში და ენერგიის მოხვეჭაში ახალი თავგადასავლებისათვის. შეიძლება იპოვოთ თქვენი თავი პროექტებს, სამსახურებსა თუ შესაძლოა კარიერებს შორის – ეს თქვენთვის სასიამოვნო გრძნობა არ იქნება, თუმცა მოერიდეთ პირველივე შესაძლებლობაზე შეჩერებას. ოქტომბრის დასაწყისიდან, როდესაც ვენერა ქალწულში შევა, თქვენი ვარიანტები უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდება. წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, თქვენ დაკავებული იქნებით ახალი პროფესიონალური ქსელის აგებით და გუნდურუ მოთამაშის როლის მორგებით. ეს შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს სტილს ვერძებო, თუმცა ეს ერთადერთი გზაა წინსვლისათვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: