მთავარი ასტროლოგია ტყუპები – 2020 წლის ჰოროსკოპი

ტყუპები – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ძირითადი მიმოხილვა

ყველაფერი თქვენს ირგვლივ ბრუნავს ტყუპებო, მინიმუმ იმ ოთხი თვის განმავლობაში მაინც, რომელსაც ვენერა თქვენს ნიშანში გაატარებს ამ წელს. 3 აპრილიდან 7 აგვისტომდე თვით ქალღმერთი დაგეხმარებათ თქვენი თავის სიყვარულის აყვავებაში და იმ რაღაცეებთან დაკავშირებაში, რაც სილამაზეს, სიამოვნებასა და ღირებულებას შესძენს თქვენს ცხოვრებას. იცოდეთ რომ ნებისმიერ რამეს, რისკენაც თქვენი გული მიიტრფის, ასევე იგივე დამოკიდებულება ექნება თქვენს მიმართაც. თუმცა, აქ მეორე საკითხიცაა გასათვალისწინებელი. როდესაც ვენერა უკან დაიხევს 12 მაისიდან 24 ივნისამდე, თქვენ შეიძლება საკუთარ თავში გაიჭედოთ იმის გარკვევის დროს, თუ რა სურს თქვენს გულს რეალურად. ერიდეთ ზედმეტი ფიქრის ცდუნებას ან საკუთარი თავისთვის რაიმეს დაძალებას – როდესაც საჭირო მომენტი დადგება, ამას მაშინვე იგრძნობთ.

ყველაფერთან ერთად, თქვენი მმართველი მერკური კირჩხიბში გახანგრძლივებული დროით იქნება წელს, რაც ჩაგაყვინთინებთ თქვენი ბუნების უფრო ემოციურ და ინტუიციურ მხარეში და საკუთარი გრძნობების უფრო უკეთესად გამოხატვის ძალას შეგძენთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ინტელექტსა და ინტუიციას შორის არჩევანის გაკეთება გევალდებულებათ, მაგრამ ტყუპებო ვინ ამბობს იმას, რომ ორივეს ქონა არ შეგიძლიათ. თქვენ ისწავლით ორივეს ერთდროულად მართვას და ამით სიამოვნების მიღებას. მიუდექით თქვენს შინაგან დიალოგებს ისეთივე ცნობისმოყვაროებით, როგორი თავისუფალი გონებითაც მიუდგებოდით ყველა სხვა კავშირს.

ცნობილი ცნობისმოყვარეობა კვლავ ყურადღების ცენტრშია და წელს მართლაც არ იქნება ნაკლებობა საინტერესო შესაძლებლობების, რომლებსაც გამოიკვლევთ როგორც პირადად, ისე პროფესინალურადაც. მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნება სამსახურს, გართობასა და დასვენებას შორის. მაშინ როდესაც მერკური შემოდგომას გაატარებს თქვენს სასწორისა და მორიელის სახლებს შორის მოძრაობაში, დასვენების საჭიროება ადვილი დასავიწყებელი გახდება. თუმცა მერკურისა და მარსის უკან დახევა შეგახსენებთ, თუ როდისაა მუხრუჭების გამოყენება საჭირო.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მაინც ენერგიის დაზოგვაზე კონცენტრირებაა მისი გაფლანგვის ნაცვლად. ეს შეიძლება გულისხმობდეს გეგმების შეცვლას, პროექტებზე უარის თქმას ან უბრალოდ არას თქმას უფრო ხშირად იმისათვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა უზრუნველყოთ.

 

რომანტიკა

კარმა უერთდება თქვენს საპირისპირო ნიშანს 5 მაისს და თან შემოაქვს უამრავი ურთიერთობების ბარგი მასთან ერთად. ადვილია ჩავარდნა ძველ, ნაცნობ რუტინაში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარგად აცნობიერებთ იმას, თუ როგორ ჩიხებს წარმოადგენენ ისინი. ეს შეიძლება მოიცავდეს არარეალურ მოლოდინებს, ზედმეტად გაიდიალიზებულ პარტნიორს, თქვენი მსოფლმხედველობის მათ თავზე მოხვევას – ან იმ პარტნიორებისკენ სწრაფვას, რომელიც თქვენ გიკეთებენ ამას.

საბედნიეროდ, 2020 წელი თქვენთვის ძლიერი წელი იქნება პერსონალური თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანს, ჩვევას ან ურთიერთობას რომელიც მხარს არ უჭერს თქვენს ევოლუციას, განშორება მოუწევს. ამის დაჩქარება ან ძალდატანება არ ღირს. ისინი ან თვითონ ჩამოგშორდებიან, ან თქვენ მიხვდებით იმას, თუ როდისაა სწორი დრო მათთან გამომშვიდობებისთვის.

თქვენი ურთიერთობების სახლში მიყოლებით შემოსული მთვარის ეკლიფსების წყალობით, წელს შეიძლება ბევრ რამეს უთხრათ ნახვამდის. პირველად მშვილდოსანში 5 ივნისს, ხაზი გაესმება ქორწინებასა და სხვა პარტნიორობებს, ისევე როგორც თქვენი ამბების სხვებისთვის თავზე მოხვევას. მეორედ თხის რქაში 4 ივლისს, საქმე მიდგება ისეთ უფრო ცხარე თემებზე, როგორიცაა სექსი, ფული და ძალის დინამიკები. ორივე ეკლიფსი პოტენციურად გთავაზობთ ღრმა გაჯანსაღების შესაძლებლობას.

სატურნი/პლუტოს მდგომარეობა პასუხს გაგებინებთ ენერგიის გაცვლაზე თქვენს სექსუალურ ურთიერთობებში. იქნება ეს გრძელვადიანი სიყვარული თუ მოკლევადიანი კავშირი, ურთიერთპატივისცემის და პატიოსნების საძირკველი ყოველთვის ერთნაირი უნდა იყოს. ასევე წელს იუპიტერი და პლუტო კიდევ სამჯერ გადაიკვეთებიან, რაც ამოთხრის თქვენს დამალულ განძს, თუმცა ასევე კიდევ ღრმა, ბნელ საიდუმლოებებს, რომლების დამარხულ მდგომაორებაში დატოვებაც შეიძლება გერჩივნოთ. რაც არუნდა ამოვიდეს ზედაპირზე, უნდა გახსოვდეთ რომ ეს თქვენი ურთიერთობებისა და მათში მონაწილე ადამიანების საუკეთესო ინტერესებისთვისაა საჭირო.

ტყუპებო, ცეცხლით გამოცდა გელით, თუმცა იმედი უნდა შეინარჩუნოთ. წლის ბოლოს პლანეტების განლაგება გპირდებათ იმას, რომ თქვენი სიყვარულიც კვლავ აღდგება ფერფლიდან გაცოცხლებული ფენიქსივით.

 

კარიერა

2012 წლიდან, თევზებში შესული ნეპტუნი თქვენს კარიერაზე გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, მოჰყვებოდით თუ არა ამ ახალ გამოძახილს, თქვენი კარიერისა და სამსახურისათვის მაინც თაფლობის თვის პერიოდი იდგა. თუმცა წელს ეს ვარდისფერი ბრწყინვალება ნელნელა გაფერმკრთალდებას დაიწყებს და საქმის კეთების რეალობა ყოველდღიურად თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. გრძელვადიან პერიოდში ეს თქვენ საქმეს უფრო მეტად შეგაყვარებთ.

თუმცა მაინც, თქვენი კარიერისა და ფულის სახლებში მერკურის უკან დახევის გამო, ბუნებრივი იქნება თუ ყველაფერს თავიდან გადაახარისხებთ. თქვენი გრძელვადიანი მიზნები, გეგმები და პროექტები, თქვენი შემოსავალი და ის გზები, რომლითაც თქვენს ფულსა და რესურსებს მართავთ, თქვენი სამუშაო ჩვეულებები და თანამშრომლებთან ურთიერთობები – წელს ყველაფერი ერთ სასწორზე დევს. მაგრამ კირჩხიბში შესულ ორ ახალ მთვარესა და ორ სავსე მთვარესთან ერთად, ფინანსები ცენტრსა და მოწინავე პოზიციაზე ექცევა. იმუშავეთ ახალი მთვარეებისგან მონიჭებული ენერგიით და სავსე მთვარეების დროს ისიამოვნეთ თქვენი შრომით მიღებული შედეგით, ხოლო შეეშვით იმას, რაც შედეგს აღარ გაძლევთ.

წელს თქვენი ენერგიისა და მონდომების უდიდესი ნაწილი დაგეგმვასა და კავშირების გაბმაში დაიხარჯება. ზედმეტად ნუ გადაახტებით თქვენს თავს – ურანის კუროში ყოფნის გამო ბიზნესი მოულოდნელობითაა სავსე – თუმცა აუცილებლად შექმენით 1 წლიანი სოლიდური სამუშაო გეგმა. ამის გაკეთების შემდეგ გააერთიანეთ ძალები იმ ადამიანებთან, რომლებიც იგივე მიმართულებით მიისწრაფვიან. შემოდგომის დადგომასთან ერთად შეიძლება მოგეჩვენოთ რომ იმპულსს კარგავთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ ამაზე. გამოიყენეთ ეს დრო დასასვენებლად და ენერგიით თავიდან ასავსებათ სამომავლო საქმიანი გარიგებებისათვის.