მთავარი ასტროლოგია კირჩხიბი – 2020 წლის ჰოროსკოპი

კირჩხიბი – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ზოგადი მიმოხილვა

სხვა ყველა ნიშანთან შედარებით, თქვენ ყველაზე მეტად ხართ მოქცეული მთვარის ჯადოს ქვეშ. კირჩხიბებს იგი წელს ორმაგ მაგიას უმზადებს. თქვენს ნიშანში მყოფი ორი ახალი მთვარის გამო, თქვენ წელს ორ შანსს მიიღებთ პერსონალური ახალი წელის თავიდან, სწორად დასაწყებად. ეს 20 ივნისს და 20 ივლისს მოხდება, თანაც მერკურიც თქვენს ნიშანში შემოვა, რაც ასევე დიდ იღბალს გპირდებათ.

მერკური წელს დამატებით დროს გაატარებს თქვენს ნიშანში და თქვენს ემოციურ ინტელექტს ახალ დონეზე აიყვანს. შესაბამისად, წელს უკეთ შეძლებთ ამოიცნოთ სხვა ადამიანების დაფარული, არავერბალური მინიშნებები. უბრალოდ არ დაივიწყოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება თქვენს ამბებს ახვევდეთ მათ თავს.

სატურნი და პლუტო თქვენს საპირისპირო ნიშანში უხეშ სიყვარულს ასხივებენ, რის გამოც ისინი ძველი ტვირთების ჩამოშორებას გაიძულებენ. ძველი ისტორიების დავიწყება შეიძლება გაგიჭირდეთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ რომ ეს ახალი თავგადასავლების დაწერისთვის გათავისუფლებთ.

ეს იდეალური წელია ამბიციური მიზნების მისაღწევად ფიზიკური ფორმის საკითხში. ამას მოახერხებთ იმ შემთხვევაში, თუკი რეალისტურად შეაფასებთ თქვენი არჩეული ცხოვრების წესის მოთხოვნილებებს. 5 მაისიდან თქვენს ძველ ჩვევებზე უარის თქმა შეიძლება უფრო რთული გამოდგეს. აირჩიეთ უფრო სათავგადასავლო, ისეთი გარე აქტივობები, როგორიცაა ლაშქრობა. ასევე იდეალური ვარიანტია სულის დამაკმაყოფილებელი აქტივობებიც, მაგალითად იოგა ან ისეთი რამ, რაც მასთან მიბრუნებას აუცილებლად მოგანდომებთ.

მენტალური ჯანმრთელობა და სულიერება ასევე ის არეებია, რომელზეც წელს უნდა ფოკუსირდეთ. თუკი უკვე არ გაქვთ მედიტაციის პრაქტიკა, ეს წელი შეიძლება სწორედ მისი დაწყების პერიოდად იქცეს. გაამდიდრეთ თქვენი ცხოვრება და გააღრმავეთ იგი უფრო მოსიყვარულე ურთიერთობით თქვენს თავთან.

 

რომანტიკა

2020 წელს დიდი ხნის დაპირებული გადაკვეთები გელით თქვენი ურთიერთობის სახლებში. იგრძნობთ ბედისწერის, იღბალისა და კარმის ძლიერ გავლენას თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში. თუმცა, თუკი თქვენ ელოდებით იმის ნიშანს, რომ თქვენი პარტნიორი სწორედ ის „რჩეულია“ ან თუ თქვენ ელით სასწაულს, რომელიც ცუდ სიტუაციას შესანიშნავად აქცევს, მაშინ უნდა გახსოვდეთ რომ პასუხები თავისი დროით გეწვევათ და არა თქვენით. ასევე, შესაძლოა წარსული ურთიერთობების მოჩვენებები თქვენთან დაბრუნდნენ იმის გამოსაცდელად, თუ რა ისწავლეთ მათი გამოცდის შედეგად.

ეს პლუტოს უნდა დააბრალოთ, რომელიც თქვენს საპირისპირო ნიშანში დარჩება წელს. სატურნის მოქმედება რეალობას გადაგაფასებინებთ და დაგანახებთ თქვენს ლიმიტებსა და იმ წინაღობებს, რომელიც სიყვარულისა და ურთიერთობების სრულყოფის გზის პოვნაში გიშლით ხელს. ზოგიერთი მათგანის შემქნელი თქვენ თვითონ ბრძანდებით. ამის გაგონება შეიძლება არ გესიამოვნოთ, თუმცა ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ რაიმეს მოქმედების უნარი სწორედ თქვენ გაგაჩნიათ.

წელს იუპიტერი ასევე გაუწონასწორდება პლუტოს სამჯერ, 4 აპრილს, 29 ივნისსა და 12 ნოემბერს. ეს შეგახსენებთ იმას, რომ ყველაფერი სწორედ თქვენი კეთილდღეობისთვის კეთდება. ამიტომ შესაძლოა მოგიწიოთ პირისპირ დადგომა რთულ სიმართლესთან, რათა გატეხილმა გულებმა გამთლიანება შეძლონ. იუპიტერის მოძრაობა დაგეხმარებათ იმედის შენარჩუნებაში, თუმცა ასევე მოგიწოდებთ კარგად დაფიქრებისკენ. უსმინეთ თქვენს გულს, თუმცა კირჩხიბებო აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს გონებასაც იყენებთ.

სატურნი ასევე წელს მერწყულში გაივლის, რომელიც თქვენი ინტიმურობის სახლია. ეს მოქმედება 21 მარტიდან 1 ივლისამდე გასტანს და საბოლოოდ მასში დასარჩენად დაბრუნდება 16 დეკემბერს. მას სამი დღის შემდეგ იუპიტერიც მიჰყვება და 21 დეკემბერს ეს ორი ერთმანეთს შეხვდება 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოსახდენად. სწორედ ეს გადაკვეთა იქნება თქვენთვის იმის მანიშნებელი, რომ ურთიერთობის გაღრმავებისა და დასერიოზულების დროა!

თუკი ურთიერთობაში ხართ, ერთ-ერთი თქვენგანი ან ორივე შეიძლება უფრო მეტი სივრცისა და თავისუფლებისკენ მიისწრაფვოდეთ. ეს როგორ შემაშფოთებლადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება განვითარების ჯანსაღ ნიშანად ჩაითვალოს. კირჩხიბებო საერთო ჯამში ყველაზე ძლიერი წყვილები ერთად ხომ იმიტო არიან, რომ ეს ასე სურთ და არა იმიტომ, რომ ეს მათ ჭირდებათ.

 

კარიერა

მარსი 2020 წლის ნახევარს მის მშობლიურ ნიშანში, ვერძში (თქვენი კარიერის სახლში) გაატარებს. ეს თქვენ ჩვეულზე უფრო მეტი ენერგიით აღგავსებთ იმისათვის, რომ წამოიწყოთ ახალი საქმიანი თავგადასავლები და მიჰყვეთ გრძელვადიან მიზნებს. ამ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება მაშინ გაგიჩნდეთ, როდესაც ისეთ იდეალურ იდეას მოიფიქრებთ, რომლის მიღწევაც რეალისტურად თქვენთვის შეუძლებელია.

იყავით პროაქტიური და გამოიყენეთ თებერვალი-აპრილი თქვენი პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად და შეტევის სწორი გეგმის მოსაფიქრებლად. ამ გზით, როდესაც მარსი ვერძს შეუერთდება 27 ივნისს, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში.

მარსთან როგორ შედეგიანადაც არ უნდა იმუშაოთ, თქვენი თავის გამოფიტვის გარკვეული რისკები მაინც არსებობს. თუკი თქვენ თავს ზედმეტს მოთხოვთ, მისი უკან დახევის პერიოდი 9 სექტემბრიდან 13 ნოემბრამდე თქვენი დასვენებისა და ენერგიით თავიდან ავსების დრო იქნება. ეს ასევე იდეალური დროა თქვენს თანამშრომლებთან ურთიერთობების დალაგებისათვის, თუკი პირველობისთვის ბრძოლისას საკუთარ გზას გადაუხვიეთ.

 

მარსი არ გახლავთ ერთადერთი პლანეტა, რომელიც თქვენს კარიერას წინ უბიძგებს. ურანი ასევე მთელ 2020 წელს კუროში ატარებს, რომელიც თქვენი კავშირებისა და ტექნოლოგიების სახლია – ეს გახლავთ ორი არე, რომლის განვითარებაც ადვილად შეიძლება გაგიჭირდეთ. თუმცა, ეს წელს ნამდვილად არ გელით. მარსისა და ურანის წყალობით, თქვენ საკუთარი საქმიანი ქსელის გაფართოების, ტექნოლოგიების განახლებისა და სამომავლოდ უფრო დიდი მიზნების დასახვის ინიციატივას გამოიჩენთ.

ამის გასაკეთებლად ნათელი გონება უნდა შეინარჩუნოთ. ეს განსაკუთრებით მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც საქმე იმაზე მიდგება, თუ რისი სწავლება შეუძლიათ თანამშრომლებს თქვენთვის. მარტივი იქნება იმის გაფიქრება, რომ თქვენ ყველა კითხვაზე პასუხს ფლობთ, თუმცა საბედნიეროდ თქვენი სამსახურის სახლში შესული ორი ეკლიფსი საშუალებას მოგცემთ ეს არაკონსტრუქციული ხასიათი გამოისწოროთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: