მთავარი ასტროლოგია მშვილდოსანი – 2020 წლის ჰოროსკოპი

მშვილდოსანი – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ზოგადი მიმოხილვა:

დრო მოვიდა მშვილდოსნებო! მარსი თქვენს ნიშანში წლის დასაწყისიდანვე მოექცევა (3 იანვარი, 16 თებერვალი) და მზად იქნებით მთლიანად გამოიყენოთ თქვენი ძალა.

მაგრამ, მომენტი ბოლომდე რომ გაიხანგრძლივოთ, უნდა გაუშვათ ის, რაც ქვევით გითრევთ. 5 მაისიდან ბევრი შესაძლებლობა გექნებათ წარსული კარმის გასაწმენდად და გაუცნობიერებელი სტერეოტიპების დასამსხვრევად, რომლებიც ხელს გიშლიან თავი საუკეთესოდ აჩვენოთ, იმ ძველი ჩვევის მსგავსად, რომ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად იღებთ: ისწავლით შემსუბუქებას, საკუთარი შეცდომების აღიარებას და მეტად გახნილი იქნებით აზრის შეცვლისკენ.

ორი დაბნელება თქვენს ნიშანში (მთვარის 5 ივნისს და მზის 14 დეკემბერს) ასევე დაგეხმარებათ გამოხატოთ თქვენი ნიშნის ენერგია და გულწრფელობის, სიკეთის, პოზიტიურობის და გონებაგახსნილობის კულტივირება მოახდინოთ.

თქვენი მმართველი პლანეტის, იუპიტერის თხის რქაში ყოფნით თავს დისციპლინირებულად იგრძნობთ, რომ მნიშვნელოვანი დავალება შეასრულოთ. მნიშვნელოვანი მიზნების დასახვით და შესრულებით, რომელიც თქვენ პირად ზრდას მოხმარდება, ასევე ჩამოიყალიბებთ ძლიერ თვითდაჯერებას და საკუთარი თავის სიყვარულს.

იუპიტერი პლუტონს წლის მანძილზე 3-ჯერ დაუკავშირდება (4 აპრილს, 29 ივნისს და 12 ნოემბერს) დაგიბრუნებთ აღდგენილ ენთუზიაზმს მთავარი ღირებულებებისთვის. ემპათია, თანაგრძნობა და ალტრუიზმი თქვენი საუკეთესო თვისებებია და იუპიტერი თევზებში (20 თებერვალს, 27 ივლისს და 12 ოქტომბერს) დაგეხმარებათ ისინი გამოსცადოთ.

ბოლოს და ბოლოს, მშვილდოსნებო, თქვენი ქმედებები მხოლოდ თქვენზე არ ახდენს გავლენას – ისინი ყველაზე მოქმედებენ ვინც კი თქვენ გარშემოა. როცა დეკემბერში იუპიტერი სოციალურად შეგნებულ მერწყულში გადავა და სატურნთან კავშირს განახორციელებს 2021 წლიდან, თამაშში ჩაერთვებით და მთელ რიგ პასუხისმგებლობას მიიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა მზად ხართ თუ არა.

დაიწყეთ პასუხისმგებლობის აღება იმ ენერგიისთვის, რასაც გასცემთ. აბეზარი ურანი კუროში მოგზაურობას განაგრძობს, რაც თქვენთვის გამოწვევა იქნება დარჩეთ მიწაზე და მობილიზებული – მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. გააგრძელეთ საკუთარი თავის ჩვენება სხეულის, გონების და სულის გაზრდით.

 

რომანტიკა:

ურთიერთობები (რომანტიკული, პლატონური, მათ შორის) მთელი წლის მანძილზე უდიდეს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გასწავლიან. საყვარელი ადამიანები ბევრს შეგასწავლიან ენერგიის და ქცევების რეფლექსიის შესახებ – მაგრამ, გჯერათ თუ არ გჯერათ, ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ.

ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი იქნება გამოხატოთ ინტერესი სხვა ადამიანების მიმართ, არამხოლოდ როგორც საკუთარი თავის არეკვლით შეხედოთ, არამედ განიხილოთ როგორც ინდივიდუალები. არ აქვს მნიშვნელობა სიმპატიის ახალი ობიექტები არიან თუ დიდი ხნის საყვარლები, ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება მასზე აღმოაჩინოთ… თუ ყურადღებას გაამახვილებთ.

ვენერა წლის განმავლობაში ოთხი თვით დაადასტურებს არსებობას (3 აპრილი – 7 აგვისტო, რეტროგრადირებული 12 მაისი – 24 ივნისი), გაგაერთიანებთ საყვარელ ადამიანებთან მეტი სიცილითა და კონტაქტით. სიყვარულის ქალღმერთი თქვენი გულის სურვილებს აასრულებს. თუ ამ დროის განმავლობაში ვინმეს ხვდებით, ნუ იჩქარებთ დასრულებას – შინარჩუნეთ ის მსუბუქად, სახალისოდ და მოხერხებულად. თუ სერიოზულ ურთიერთობაში ხართ, ბევრი დრო დაუთმეთ პაემნებს და თავგადასავლებს.

წლის მეორე ნახევარში, 27 ივნისიდან მარსი ვერძში მოექცევა, რაც თქვენს ენერგიას და ლიბიდოს დაზოგავს. იარეთ წინ და გადადგით პირველი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან ძლიერადაც ნუ ეცდებით, განსაკუთრებით 9 სექტემბრიდან 13 ნოემბრამდე. ბოლოს და ბოლოს თავდაჯერება კარგად შემოგტრიალდებათ – მხოლოდ მაშინ თუ თქვენთვის სასურველი ობიექტიც თვლის თქვენს კავშირს მნიშვნელოვნად.

ზოგადად არ ხართ მესაკუთრე და მაკონტროლებელი ინდივიდი. მაგრამ, ამ წლის კავშირები თქვენს მმართველ პლანეტა იუპიტერსა და ძალაუფლების მოსურნე პლუტონს შორის (4 აპრილის, 29 ივნისი, 12 ნოემბერი) გააღვიძებს თქვენს ეჭვიან მხარეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ურთიერთობაში გარკვეული ეჭვები გაქვთ.

საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის საუბარი. იმ პერიოდში, როცა მერკური კირჩხიბში დარჩება (28 მაისიდან – 4 აგვისტომდე, რეტროგრადირებული 17 ივნისიდან 12 ივლისამდე), ნუ შეგეშინდებათ აჩვენოთ თქვენი რბილი მხარე: მოწყვლადობა სიძლიერეა, სენსიტიურობა კი სექსუალური!

 

კარიერა:

დასერიოზულების დროა მშვილდოსნებო!

სატურნისა და პლუტონის შეერთება 12 იანვარს უკან, დედამიწაზე ჩამოგიყვანთ. დროა დასერიოზულდეთ და საკუთარ ფინანსებზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ამით გააძლიერებთ საკუთარ თავს და მეტ დასახულ მიზანს შეისრულებთ.

იქნება ეს ახალი სახლი, საოცნებო მოგზაურობა, პირადი ბიზნესი თუ სხვა, ამ წელს დიდი მიღწევები გელოდებათ. თქვენი მმართველი პლანეტის, იუპიტერის დახმარებით კონტროლს მოიხვეჭთ ყველაფერზე. უბრალოდ იყავით რეალისტურები თანხის მოცულობაში. 20 თებერვალს, 27 ივლისს და 12 ოქტომბერს, ცდუნება შეგიპყრობთ დახარჯოთ ფული, რაც რეალურად არ გაქვთ.

დისციპლინა გპირდებათ დაჯილდოებას იუპიტერისა და პლუტონის შეერთებით (აპრილში, ივნისსა და ნოემბერში). მაინც ნაკლებობის შიში შეიძლება წარმოიშვას — განსაკუთრებით 29 ივნისის და 4 ივლისის პერიოდში.

ურანი კუროში ფულის მნიშვნელობას ყველასთვის მოულოდნელს გახდის. კავშირი თქვენი სამსახურის სახლში მოხდება, რაც გამოწვევას დაგისახავთ. მაგრამ, საბედნიეროდ ის სამუშაოს გაცილებით საინტერესოს გახდის.

აგვისტოს ბოლოდან ნოემბრამდე მიწაზე მყარად იდგებით. მზე, მერკური და ვენერა ქალწულში ფოკუსირებულს გაგხდით მიზნებზე მორჩილების და ინტეგრაციის საფუძველზე. მათი ჰარმონია დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ სამუშაო უნარები და სამსახურისგან სიამოვნება და კმაყოფილება მიიღოთ. გაგიძლიერდებათ რწმენა, ძალაუფლება და ამტანობა. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ ჯილდოს ცოტა დააგვიანდება, იცოდეთ მშვილდოსნებო, რომ წარმატების სწორ გზას ადგახართ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: