მთავარი ასტროლოგია მერწყული – 2020 წლის ჰოროსკოპი

მერწყული – 2020 წლის ჰოროსკოპი

by guramus

ზოგადი მიმოხილვა:

თქვენი მმართველი პლანეტის, ურანის ველური ბუნების გამო ბევრი რამ დაგაწვებათ ნერვებზე. მაგრამ, მისი კუროში ყოფნა ნადვილი შოკი იყო. ეს იმიტომ, რომ თქვენი მეოთხე სახლი – ოჯახს და ემოციებს ეძღვნება, კურო კომფორტული ზონის შემქმნელია, კომფორტი კი ურანისთვის დამახასიათებელი არაა. ეს კავშირი 2020 წელს გაგრძელდება და ხანდახან ცხოვრება ძალიან ქაოტური მოგეჩვენებათ. მაგრამ, ყველაფრის შუაგულში, წყნარი და მშვიდი შინაგანი ხმა დაგარწმუნებთ, რომ შეგიძლიათ და გაუმკლავდებით ნებისმიერ შტორმს.

წლის დასაწყისში, პლანეტები თქვენ ნიშანში გამოეყოფიან ურანს (მერკური 18 იანვარს, მზე 22 იანვარს და მარსი 7 აპრილს). თქვენი იმიჯი როგორც მეამბოხის ან რადიკალური ინოვატორის, გაგიზრდით სტაბილურობისა და უსაფრთხოების სურვილს ცხოვრებაში. მაგრამ, რა იქნება მაშინ, თუ ყველაზე “გიჟური” რამ, რაც ამ წელს შეგიძლიათ გააკეთოთ, ჩვეულთან დაბრუნება და მარტივი ცხოვრების წესთან ადაპტირებაა?

ბოლოს და ბოლოს, მერწყულებო თავის მოვლა რევოლუციური აქტი შეიძლება იყოს. ივნისიდან აგვისტომდე, პირადი პლანეტები კირჩხიბში გაერთიანდებიან და გექნებათ უფლება ის პრიორიტეტად აქციოთ. არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ზრუნავთ. რაც უფრო მიწიერი და კონცენტრირებული იქნებით, უფრო მეტად იგრძნობთ აწმყოში ყოფნას, ცხოვრების დაცემებისა და აღზევების მიუხედავად.

თხის რქის ენერგია 2020 წელს დომინანტი იქნება. მათ შორის, სატურნისა და პლუტონის შეერთება 12 იანვარს და იუპიტერისა და პლუტონის შეერთება აპრილში, ივნისსა და ნოემბერში – სტრუქტურა და საზღვრები თამაშის წესი გახდება. მაგრამ, ნუ შეგეშინდებათ: ეს არ ნიშნავს სხვისი წესების მიყოლას! ეს ცნობიერი არჩევაა დარჩეთ კარგი ჯანმრთელობის, უსაფრთოების, კარგად ყოფნის და ბედნიერების ლიმიტებში.

მერწყულებო, ლიმიტების ქონა ყველაფერს ადვილს ხდის – გამოხატეთ თქვენი ინდივიდუალურობა. როცა სატურნი თქვენს ნიშანს ეწვევა – 21 მარტსა და 1 ივლისს, საკუთარი დისციპლინის გამომჟღავნება მოგიწევთ. ახალი, მე-20 ციკლით, იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს შეუკავშირდებიან და ამ წელს გრძელვადიან შედეგებს მოგიტანენ.

 

რომანტიკა:

მხოლოდ სულებები ჩქარობენ, მერწყულებო და ფრთხილი სატურნი გამოგცდით (21 მარტი – 1 ივლისის პერიოდში). ამ წელს თვენ არავის სულელი არ ხართ!

გამოცდილებამ გაგზარდათ და დაგაჭკვიანათ. ამიტომაც, არჩევთ არ გამოიყენოთ შანსები სიყვარულში, სანამ ის ნამდვილი არ მოგეჩვენებათ. მაგრამ, გულის დახურვით შესაძ₾ოა საკუთარ თავს სიამოვნებასა და კარგ კავშირზე უარი უთხრათ.

საბედნიეროდ, ვენერა ტყუპებში ( 3 აპრილი – 7 აგვისტო, რეტროგრადირებული 12 მაისი – 24 ივნისი) დაგეხმარებათ ცოტა შემსუბუქდეთ. სიყვარულის ღმერთი თქვენი გართობის და რომანტიკის სახლში, ნაკლებად იდარდებთ სერიოზულ მიძღვნაზე და უფრო მეტად კონცენტრირებული იქნებით სიცოცხლით ტკბობაზე. რომანტიკაზე მეტად აქცენტს მეგობრობაზე გააკეთებთ. თუმცა, 4 აპრილს, ვენერასა და სატურნის შერწყმით თქვენს ნიშანში, უფრო მეტ შესაძლებლობას უარს ვერ ეტყვით. მეგობრობა ხშირად ნებისმიერი სოლიდური ურთიერთობის საძირკველია.

მერწყულებო, ჩვენ ყველას უბრალოდ გვინდა ვუყვარდეთ, მაგრამ სიყვარულის თხოვნა მოწყვლადი რამაა. ის მოითხოვს სიმამაცეს ატაროთ გული მხრებით. განსაკუთრებით აგვისტოსა და სექტემბერში. 18 აგვისტოს პერიოდში შეგიმცირდებათ უარყოფის შიშები და აჩვენებთ საკუთარ რბილ მხარეს.

იდეალურ სამყაროში საკუთარი თავის გამოხატვისას თავს უსაფრთხოდ ვოგრძნობდით. მაგრამ, ყველაზე უკეთ იცით რა მარტივია საკუთარ თავში ჩაკეტვა და ყველაფრის გაანალიზების დაწყება, განსაკუთრებით თუ საქმე ურთიერთობებს ეხება. აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის განმავლობაში, პლანეტები ქალწულში (თქვენი სექსის და ინტიმურობის სახლში) იმოძრავებენ და ნაკლოვანებებზე ფოკუსის გაკეთებას გაიძულებენ. საბედნიეროდ, პლანეტები მხარს დაგიჭერენ, აირჩიოთ რადიკალური მიმღებლობა.

საქმე არა იდეალური პიროვნების პოვნას ან არაიდეალურის გამოსწორებას ეხება, ეს ნიშნავს გიყვარდეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. მიეცით საშუალება გაარღვიონ თქვენი კომფორტული ცხოვრება ყველაზე ლამაზი და მოულოდნელი ხერხებით.

 

კარიერა:

შეუნელეთ, მერწყულებო!

წლის დასაწყისში (3 იანვარი – 16 თებერვალი) მარსი მშვილდოსანში მოექცევა. დიდი გეგმები გაქვთ – არ გენდომებათ დროის გაფლანგვა. მაგრამ, შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური იყოთ იმის შესახებ, თუ რა უფრო განხორციელებადია იმ დროისა და რესურსების გამოყენებით, რაც გაგაჩნიათ.

საბედნიეროდ, სატურნისა და პლუტონის კავშირი თხის რქაში (12 იანვარს) რეალური შემოწმება იქნება, სანამ საკუთარ თავს ძალიან გასცდებით. ის ასევე დაგეხმარებათ თვით-დისციპლინის ჩამოყალიბებაში და გაიგებთ, რომ გჭრდებათ ცოტა შეანელოთ, რათა რეალურ წარმატებას მიაღწიოთ.

ბოლოს და ბოლოს მერწყულებო, თქვენი სამუშაო დიდ მიზნებს ემსახურება და მაღალ პრიორიტეტულია. იუპიტერი და პლუტონი ამ წელს სამჯერ დაუკავშირდებიან ერთმანეთს ( 4 აპრილი, 29 ივნისი, 12 ნოემბერი). აბსტრაქტული არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე მატერიალური.

ამ წელს იღბალი განიცდის გაზრდასაც და დაცემასაც. მაგრამ, თუ იცით, რომ თქვენი საქმე კარგ რამეს ემსახურება, ამ კორელაციით ბედნიერი დარჩებით. 20 თებერვლის, 27 ივლისის და 12 ოქტომბრის პერიოდში თქვენი კარიერული გზა ღრმა ჰუმანიტარულ ღირებულებებს დაუკავშირდება.

შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვას, როცა პლანეტები კირჩხიბში თქვენი სამსახურის სახლში იუპიტერს, პლუტონს და სატურნს დაუპირისპირდებიან /9ივლისი, ადრეული სექტემბერი). თქვენი ენთუზიაზმი დაუკავშირდება ფულს, სტატუსს ან ძალაუფლებას. მაგრამ, მერწყულებო, არაფერია ცუდი იმაში, რომ კარიერაში მეტის მიღწევა გსურდეთ. იქამდე სანამ გულწრფელი იქნებით ნამდვილი მიზნების შესახებ. თუ საქმეში ამბიციას ჩართავთ, ბევრს მიაღწევთ.

თქვენი დისციპლინირებული ძალისხმევა დეკემბერში ანაზღაურდება, როცა 21-ე წლის წინ თქვენს ნიშანში სატურნის და იუპიტერის დიადი კავშირი მოხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: