მთავარი რჩევები აი, როგორ ვებრძოლოთ ლაქებს სახლის პირობებში

აი, როგორ ვებრძოლოთ ლაქებს სახლის პირობებში

by guramus

თუ სახლში ბავშვები ან ცხოველები გყავთ, სამოსზე ლაქებს პრაქტიკულად ვერ გაექცევით. ყველაზე გამოცდილი დიასახლისებსაც კი უჭირთ ამ პრობლემასთან ბრძოლა. ფხვნილები და გელები მათ მუდამ ვერ უმკლავდებიან, ამიტომაც სხვა მეთოდებს გთავაზობთ. ნუ გაბრაზდებით თუ სტუმარმა ღვინო ხალიჩაზე დაგიქციათ ან წვენი ახალ ავეჯზე. მათი ამოყვანა იმაზე მარტივია, ვიდრე ფიქრობთ.

10 ხერხი ლაქებთან საბრძოლველად

ღვინო

ერთი უწყინარი მოძრაობა ხელით და იატაკზე უკვე წითელი ლაქაა… დიასახლისი ბრაზდება, სტუმარს უნდა რომ გაქრეს… როგორ გამოვასწოროთ უხერხული სიტუაცია? ნუ იჩქარებთ გაბრაზებას. ბამბის ქსოვილს ჩვეულებრივი რძით უშველით, რომელიც მაცივარში მოიძებნება. გაათბეთ პროდუქტი, ჩაალბეთ მასში ქსოვილი და დატოვეთ 5-10 წთ. შემდეგ გარეცხეთ ის და აღარანაირი ლაქა აღარ ექნება.

სავარძლებზე, დივანზე და სუფრაზე ღვინის ლაქებს ჩვეულებრივი მარილი მოაშორებს. პროსტა დააყარეთ სქელ ფენად, დაადეთ რბილი ღრუბელი, რომელიც მანამდე სარეცხ საშუალებაში გექნებოდათ მოთავსებულია. ამის შემდეგ მოასუფთავეთ ადგილი სუფთა დატენიანებული ჩვრით.

ცხიმი

ჩვეულებრივი სარეცხი საპონი ყველაზე მარტივი ხერხია ცხიმიანი ლაქების გასაწმენდად. ის ნებისმიერ ქსოვილზე და ავეჯზე გამოგადგებათ. საკმარისია დატოვოთ საპნის ხსნარი ღამით და შემდეგ წყლით გაასუფთავოთ.

ქსოვილებზე ცხიმის მოსაშორებლად ჩვეულებრივი მარილიც დაგეხმარებათ. მოაყარეთ ის ლაქას და დაუცადეთ სანამ ცხიმს შეიწოვს. გაიმეორეთ ეს პროცედურა იქამდე, სანამ ცხიმი მთლიანად არ გაქრება. შემდეგ ლაქას თბილი წყალი დაასხით ან უბრალოდ გარეცხეთ.

სიროფი და თაფლი

სიროფის და თაფლის ლაქები ერთ-ერთი ყველაზე რთულია, მაგრამ თუ სწორად იმოქმედებთ, გაწმენდა დიდ დროს არ წაიღებს. საკმარისია დაბინძურებულ ადგილს მოაყაროთ ფქვილი და მისცეთ დრო, რომ ჭუჭყი შეიწოვოს. შედეგად მიიღებთ პლასტილინის მსგავს მასას. დაადეთ შემდეგ თბილ წყალში ჩამბალი ჩვარი.

ჩაი

ჩაის ლაქების გაქრობის მეთოდი რამდენიმეა. გლიცერინის და სოდის ნაზავი ერთ-ერთია. დაადეთ ამ ორი კომპონენტისგან მომზადებული ფაფა ლაქას და დაუცადეთ სანამ ფერს შეიცვლის. შემდეგ გარეცხეთ.

კიდევ ერთი კარგი იდეაა ლიმნის მჟავა, რომელიც ანეიტრალებს ტანინებს, ნივთიერებებს, რომლებიც ამუქებენ ქსოვილს.

კვერცხი

კვერცხი დიდ პრობლემებს შექმნის, თუ არასწორად გავასუფთავებთ მისგან დაბინძურებულ ზედაპირს. ნუ გაასუფთავებთ ლაქას დატენიანებული ჩვრით, რადგანაც ასე კვერცხს ქსოვილის ზედაპირზე უფრო გაავრცელებთ. უბრალოდ დააყარეთ მარილი და შემდეგ მიღებული მასა აიღეთ.

ტომატის წვენი

ამ დროს სწრაფად უნდა იმოქმედოთ. მაშინვე დაადეთ ჩვარი ლაქას, შემდეგ კი ჩაალბეთ ცივ წყალში. ამის მერე, კარგად აქაფებულ საპონში ჩალბობილი ჩვარი დაადეთ დაბინძურებულ ადგილს და გარეცხეთ ქსოვილი კიდევ ერთხელ.

კენკრა

მდუღარე წყალი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ კენკრის ლაქებს. უბრალოდ გაშალეთ ის თასზე და დაასხით ცხელი წყალი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმნის მჟავა. გახსენით 1 ჩ.კ. მჟავა ჭიქა წყალში და დაალბეთ ლაქა 20 წუთით. შემდეგ გააუთავეთ ქსოვილი და გაიმეორეთ ქმედება კიდევ ერთხელ.

ყავა

ყავის ლაქებისთვის 2 ხსნარი გამოგადგებათ. პირველისთვის გახსენით 2 ს.კ. ძმარი 1 ლიტრა წყალში, შემდეგ დაალბეთ ლაქა წყალში ჩამბალი ჩვრით. მეორე ხსნარში აურიეთ 1 ს.კ. გლიცერინი და 1 ლიტრი წყალი. ეფექტი იგივე იქნება.

წვენი

მის გასაწმენდად სუფრის ძმარი და ლიმნის მჟავა გამოგადგებათ. დაასხით ქსოვილს ძმარი და დატოვეთ გარკვეული დროით, შემდეგ დაასხით ჩვეულებრივი წყალი. მერე მოასხით ლიმნის მჟავა და თბილი წყალი. 10-15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მოაშოროთ მჟავა და თვითონ ნივთი გაასუფთავოთ დატენიანებული ჩვრით. ბოლოს უბრალოდ გარეცხეთ.

შოკოლადი

შოკოლადის ლაქებისთვის ჩვეულებრივი სარეცხი საპონი დაგეხმარებათ. წაუსვით ის ძალის დატანებით ლაქას, რათა დიდი რაოდენობით წაესვას და დაასხით წყალი. დატოვეთ ცოტა ხანი და შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ.

თუ ეს მეთოდი არ დაგეხმარათ, დაამზადეთ სპეციალური ხსნარი სახლის პირობებში. გახსენით 1 ს.კ. ამიაკის სპირტი 100 მილილიტრ წყალში. დაასხით მიღებული მასა დაბინძურებულ ადგილს და დატოვეთ. შკოლადის კვალი აღარ იქნება.

ნუ გაიქცევით ქიმწმენდაში მოულოდნელი ლაქების აღმოჩენისას. ყველა საჭირო საშუალება ხშირად გვაქვს ხელთ. დაიმახსოვრეთ მეთოდები და მსგავს პრობლემებზე აღარ ინერვიულებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: