ქალის სხეული უფრო სენსიტიურია ციკლამდე, მაშინ როცა ნაკლებად სენსიტიურია დასრულების შემდეგ. ერთ-ერთი აუცცილებელი პირობა ამ ვადების გათვალისწინებაცაა. როცა საქმე თმის მოშორებას ეხება, რა თქმა უნდა ყველას ტკივილი გვახსენდება. წარმოგიდგებთ რჩევება, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ მის შესამსუბუქებლად.
1. გამოიყენეთ ქაფი ან ტანის კრემი უფრო რბილი მოშორებისთვის.
სანამ ეპილაციას დაიწყებთ, წაისვით კრემი ან გელი ტანზე. ასე ზედაპირი უფრო დარბილდება. თუ ტკივილსგან თავის არიდებას ცდილობთ, ნუ გამოაშრობთ კანს, რადგანაც მშრალი კანი ეპილატორის მუშაობას ართულებს. გაიწმიდნეთ კანი ქაფისგან ან კრემისგან ნაზად და შემდეგ დაიწყეთ თმის მოშორების პროცესი.
2. ცადეთ ეპილაცია შხაპში წყალგამძლე ეპილატორით.
ცოტამ თუ იცის რომ საუკეთესო და სწრაფი გზა შხაპში ეპილაციაა. კანი რბილია და ფორები ღია. ასევე, გაწმენდა მარტივია.
3. გამოიყენეთ სკრაბი ან სპა ხელთათმანი რამდენიმე დღით ადრე აქერცვლისთვის.
ეს პროცესი ხელს უწყობს მკვდარი კანის მოშორებას და ჩაბრუნებულ თმებსაც მიხედავს რაც ეპილაციას უფრო მარტივს და უმტკივნეულოს გახდის. შეგიძლიათ დაამზადოთ ბუნებრივი ტანის სკრაბი ყავისფერი შაქრის და ტანის გელი ან ზეითუნის ზეთის შეერთებით. გამოიყენეთ ხელთათმანი ან ღრუბელი ან ხელით ნაზად დაიმუშავეთ თმიანი არეალი 2-3 დღით ადრე ეპილაციამდე.
4. გაიპარსეთ თმა 2 – 3 დღით ადრე.
თქვენ შეამცირებთ მოსაცილებელი თმის რაოდენ9ბას და პროცესი უფრო უმტკივნეულოც იქნება. შეგიძლიათ რამდენიკე დღეში ერთხელ ისევ ჩაიტაროთ დარჩებილი თმის ეპილაცია, რაც კარგი დასაწყისია. ან მიმართეთ ტრიმერს სანამ ეპილაციას შეუდგებით.
5. დაიცადეთ 6-8 საათი, მას შემდეგ რაც ყავას ან გაზიან ტკბილ სასმელს მიიღებთ.
კოფეინი ენერგიის მომატებას უწყობს ხელს და მისი ეპილაციამდე დალევა შეგრძნებებს გაზრდის. სჯობს აცალოთ ორგანიზმს მისგან განთავისუფლება.
6. მიიღეთ სწრაფი ან თბილი შხაპი ეპილაციამდე.
ცხელი ორთქლი და თბილი წყალი კანის ფორებს აღებს და თმას არბილებს. თუ ამას გააკეთებთ, დიდ განსხვავებას იგრძნობთ. ტკივილი ნაკლებად შესამჩნევი იქნები და თმა უფრო მარტივად მოშორდება.
7. რაც უფრო მეტი მჭრელი აქვს ეპილატორს, ტკივილი უფრო ნაკლები იქნება.
უმჯობესია ეპილატორმა ერთდროულად მეტი თმა აიღოს.
8. მოუჭირეთ ხელი ადგილს, რომლის ეპილაციაც გსურთ.
ეს ტექნიკა ცერა და საჩვენებელი თითით სრულდება. ამ დროს ტკივილის რეცეპტორები ჩაიხშობა.
9. ნუ გააკეთებთ ციკლის დროს ან მისი დასრულებისთანავე.
ჰორმონების მაღალი რაოდენობის გამო ქალის სხეული ამ დროს ძალიან სენსიტიურია. საუკეთესო დროს დასრულების შემდეგ 3-4 დღეში.
10. ისუნთქეთ სწორად.
ეპილაციის დროს, როგორც ვარჯიშისას, სუნთქვა გადამწყვეტია. ამოისუნთქეთ და ჩაისუნთქეთ ბუნებრივად, ტკივილის დროს ღრმად ჩაისუნთქეთ. თუ დაძაბული იქნებით, კანიც დაიჭიმება და პროცესი გართულდება.
11. პროცესში გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.
ტკივილის შესამცირებლად, უყურეთ საყვარელ შოუს, ან აყევით სიმღერას. შეგიძლიათ ესაუბროთ მეგობარს ტელეფონზე ან ეს მასთან ერთად გააკეთოთ. თუ გონებას დააკავებთ და სხვა რამეზე ფოკუსირდებით ტკივილის ნაცვლად, ტვინი მასზე ენერგიას აღარ დახარჯავს.
რომელი ადგილებია ყველაზე მტკივნეული:
მაგალითად ბიკი და იღლია ყველაზე მტკივნეულია.