5 მარტივი ხრიკი ყვავილებმა უფრო მეტხანს რომ გაგიძლოთ

by Ani

თუ გსურთ, რომ ლამაზმა ბუკეტმა რაც შეიძლება დიდხანს გაძლოს, სწორ სტატიას კითხულობთ. თქვენს საყვარელ ვარდებს და ტიტებს შეგიძლიათ სიცოცხლე უფრო მეტად გაუხანგრძლივოთ.

მარტივი ხრიკებით ბუკეტი რამდენიმე დღეში უფრო ლამაზიც კი იქნება. მათი ჯანსაღად შენარჩუნება იმაზე მარტივია, ვიდრე ფიქრობთ.

5 მარტივი გზა

1. მოწესრიგება

მნიშვნელოვანია, რომ მოაცალოთ ყველა არასაჭირო ფოთოლი, როცა ლარნაკს გაავსებთ. ფოთლები წყალში ბაქტერიების გამრავლებას უწყობენ ხელს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თაიგული მალე დაჭკნება. დარწმუნდით, რომ შიგნით ფოთლები არ ეყაროს.

2. დაუმატეთ გაზიანი სასმელი წყალს

ჯანსაღ ყვავილებს სასიცოცხლოდ წყალი და შაქარი სჭირდებათ. შეიძინეთ გაზიანი სასმელი და დაუმატეთ 1/4 ჭიქა წყლიან ლარნაკს. არ დაგავიწყდეთ მისი დამატება ყოველი წყლის შეცვლის დროს.

3. მოაშორეთ ხილი ყვავილებს

უცნაურად ჟღერს მაგრამ, ჯანსაღი ხილი ეთილენის გაზს გამოყოფს, რაც თაიგულს კლავს. ნუ დადგამთ მათ ერთად.

4. შედგით ყვავილები მაცივარში

თუ გინდათ, რომ თაიგულმა კიდევ რამდენიმე დღე გაძლოს, მიმართეთ მაცივარს. შედგით ისინი სიცივეში მთელი ღამით და ვარდები მადლობელნი დაგრჩებიან.

5. შექმენით დამცავი ხელით

ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ფიქრობთ. აურიეთ 3 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. თეთრი ძმარი და მეოთხედი წყალი. გამოიყენეთ მომზადებული წყალი ყვავილებისთვის, მაგრამ დარწმუნდით, რომ ღეროები 10 სანტიმეტრ სიმაღლეზე დაიფარონ წყლით.

თუ თქვენც ფლობთ რაიმე იდეას ყვავილების არსებობის გასახანგრძლივებლად, გაგვიზიარეთ!

0

ასევე დაგაინტერესებთ