მთავარი ასტროლოგია აი, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ექნებათ უბედნიერესი იანვარი 2020 წელს

აი, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ექნებათ უბედნიერესი იანვარი 2020 წელს

by guramus

2020 წლის იანვარში ასტროლოგები გვირჩევენ კარი ცვლილებებს გავუღოთ, რადგაბაც წლის პირველი თვე ტრანსფორმაციის და გათავისუფლების იქნება. ნუ იციკლებით იმაზე, რაც წარსულში იყო მნიშვნელოვანი და დღ3ე აქტუალური აღარაა.

2020 წლის იანვარში იმოქმედეთ თამამად. მობილიზდით და ყველაფერი გამოგივათ!

წარმოგიდგენთ ანჟელა პერლის პროგნოზს.

ვერძი

იანვრის დასაწყისში გეგმები უნდა გაწეროთ, როგორც ამ თვისთვის, ისე მთელი წლისთვის. გარდატეხები კარიერაში უკვე 11 იანვრიდან დაიწყება. მოსალოდნელია სამსახურის ცვლილება ან კარიერულ კიბეზე ამაღლება. ასევე, სტატუსის შეცვლაც. შეიძლება დაქორწინდეთ ან გაიგოთ სიახლე ორსულობასთან დაკავშირებით.

ეს მშვენიერი დროა, რომ გაემგზავროთ სამოგზაუროდ ან დაიწყოთ სპორტით დაკავება. თუ დიდიხანია რაც წიგნის დაწერაზე ან ბლოგის წარმოებაზე ოცნებობთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

ბევრი ვერძი გამოიცვლის საცხოვრებელს და უფრო კომფორტულსა და მყუდროში გადავა. გამოუყავით დრო საკუთარ თავს და ესტუმრეთ სპა-სალონს ან მასაჟის კურსს.

კურო

2020 წლის დასაწყისი ბევრი კუროსთვის პერსპექტიული და წარმატებული აღმოჩნდება. სასიამოვნო შთაბეჭდილებები გელით როგორ პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიონალურ სარბიელზე.

თვის დასაწყისში მოსალოდნელია სასიამოვნო მოგზაურობა, რომელსაც დიდხანს გეგმავდით. თვის შუა რიცხვებიდან მოაწესრიგებთ ფინანსებს. მონდომებული მუშაობით კარიერულ კიბეზე ამაღლებას მოახერხებთ.

ტყუპები

იანვარში ტყუპები ძალითა და ენერგიით იქნებიან სავსე. თქვენში გაიღვიძებს ნიჭი და ინტუიცია. სხვა ადამიანების ფიქრებს და ქმედებებს გამოიცნობთ. ასეთი შესაძლებლობები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ რთულ საქმეს და ნებისმიერი სიტუაცია თავის მხარეს შემოაბრუნონ.

შესაძლებელია კამათი ბიზნეს პარტნიორთან ან კონფლიქტური სიტუაცია კლიენტთან. არ ინერვიულოთ, ყველაფერს მშვიდობიანი გზით მოაგვარებთ. ნუ მიიტანთ პრობლემებს სახლში, ახლობელინადამიანები უსიამოვნო სიტუაციებს ვერ გადაიტანენ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

კირჩხიბი

ბევრ კირჩხიბს მოუწევს პირად ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენასთან შეჯახება. შესაძლოა დაიწყოს კრიზისი. ისინი იგრძნობენ როგორ იცვლება მათი განცდები პარტნიორის მიმართ, რომელიც მოულოდნელად ძალიან მომთხოვნი გახდა.

შუა თვეში ყველაფერი აშკარა და ნათელი გახდება, თუ როგორ იმოძრაოთ წინ. თვის ბოლოს შესაფერისი დროა ებრძოლოთ მავნე ჩვევებს. რაიმეს მიმართ ლტოლვის გადალახვა ახლა მარტივი გახდება.

ლომი

იანვარში ლომი მორალურ მდგომარეობაზე იზრუნებს. ისწავლეთ დასვენება და ნუ მოგიცავთ მუდმივად საქმეები. მიმართეთ რრლაქსაციას, დაისვენეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დატკბით არდადეგებით და უბრალოდ კარგად გამოიძინეთ. ცივმა დღეებმა არ უნდა დაგსვათ სულ სახლში, აიღეთ თხილამურები და გაეშურეთ ტყეში.

ეს კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარი საქმე დაიწყოთ. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ძალა და ენერგია ჩადოთ ახალ ბიზნესში. დაგვიჯერეთ, თებერვლიდან მონდომება დაგიფასდებათ.

ქალწული

ქალწულებმა იანვარში რაღაც ახალი არ უნდა დაგეგმონ, ძველ პეობლემებს კი ადვილად გადაჭრიან. მოსალოდნელია საცხოვრებლის გამოცვლა ან აგარაკის თუ ნებისმიერი სახის უძრავი ქონების შეძენა. ასევე, გაგიჩნდებათ რემონტის დაწყების სურვილი.

გაანებივრეთ მეორე ნახევარი საჩუქრებით, ეს ურთიერთობაზე კარგად იმოქმედებს. სახლში ატმოსფეროს მოწესრიგების შემდეგ აიღეთ პაუზა და დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. გამოიძინეთ, იშოპუნგეთ, ხშირად გადით ხალხში და ბოლომდე იმხიარულეთ. თქვენ უბრალოდ დასვენება გჭირდებათ.

სასწორი

თქვენთვის იანვარში ბევრი კარი გაიღება. ეს წელი ახალი პროექტების განვითარებაში დაგეხმარებათ და ახალ წამოწყებებს შეუწყობს ხელს. თვის დასაწყისში ახლობლები და მეგობრები ძალიან დაგეხმარებიან. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საერთო ძალისხმევით კარგ შედეგებს მიაღწევთ და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ სურვილებს აისრულებთ.

დიდი შანსია შეგეცვალოთ ნაცნობების წრე და ეს თქვენზე დადებითად იმოქმედებს. ზოგიერთ სასწორს საზღვრების გადალახვაც მოუწევს.

მორიელი

პირველ თვეში მშვიდობა და თანხმობა გელით. უანვატი გაგაოცებთ სიმშვიდითა და სტაბილურობით. ახლა არ ღირს გაექცეთ სირთულეებს, მათი გადალახვა თავდაჯერებულად გამოგივათ. მთავარია გამოიჩინოთ მოთმინება და თავშეკავება.

კარგი პერიოდია აქტიური მოქმედებისთვის, ფუნანსებთან  დაკავშირებით. შესაძლებელია გაჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო. სამუშაო ბევრი იქნება, მაგრამ კარგ შემოსავალს მოგიტანთ. .

მშვილდოსანი

2020 წლის იანვარში მშვილდოსნებს ყველაფერი გამოუვათ. მოასწრებთ დროის გამოყოფას ოჯახისა და სამსახურისთვის. სამსახურში დაწინაურებაცაა მოსალოდნელი. სასარგებლო იქნება შვებულებაც.

ეს კარგი პერიოდია ახალი წამოწყებებისთვის. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად იქნება. აჯობებს გამოიჩინოთ მეტი რომანტიკა და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას ესტუმროთ, მაგალითად კონცერტს ან სპექტაკლს. თქვენი მეორე ნახევარი ამას ძალიან დააფასებს. ჯანმრთელობა იმედს არ გაგიცრუვებთ.

თხის რქა

პასუხისმგებლიან თხის რქებს შეუძლიათ ამოისუნთქონ. იანვარი დასვენების საშალებას მოგცემთ. სასარგებლო იქნება გამგზავრება საზღვრებს მიღმა. თამამად მოახდინეთ საკუთარი შემოქმედებითი მუშაობის ნაყოფის დემონსტრირება.

იყავით გულუხვი გარშემომყოფთა მიმართ, რითიც საკთარ ენერგეტიკულ პოტენციალს აიმაღლებთ. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით და დასახული მიზნების მიღწევა სირთულეების გარეშე გამოგივათ!

მერწყული

იანვარი სტაბილურობის და მშვიდობის თვე იქნება. ემოციურ აფეთქებებს, მოულოდნელობებს, ძლიერ ცვლილებებს, რომლებიც დამახასიათებელი იყო წინა წლისთვის, უკან მოიტოვებთ. ახლა უმჯობესია უბრალოდ დატკბეთ ცხოვრებით და გარდატეხას არ შეეწიროთ.

გელით ბევრი შეხვედრა, გამგზავრება და კონტაქტი. კარგი დროა ონლაინში ან სოციალურ ქსელებში ბიზნესის წამოსაწყებად. რეკლამა წარმატებას და ფინანსებს მოგიტანთ. თვის ბოლოს მოსალოდნელია თირკმლის პრობლემები. ჩაიცვით უფრო თბილად. ტკივილის შემთხვევაში, ნუ დასვამთ დიაგნოზს დამოუკიდებლად, მიმართეთ ექიმს.

თევზები

დღესასწაულების შემდეგ სამსახურზე გადართვა რთულია, ისევე როგორც საკუთარ სამყაროზე, პრობლემებზე, გარესამყაროზე და ყველაფერზე, რაც მასთანაა დაკავშირებული. იანვარში თევზები ენერგიის და შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა იმ ჯგუფებს შეუერთდებიან, რომლებსაც იგივე მიზნები ამოძრავებთ. თვე დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი მოვლენებით.

არ იქნება ზედმეტი დაკავდეთ სპორტით. მაგრამ არაა აუცილებელი დარბაზიდან მთელი დღე არ გამოხვიდეთ. აირჩიეთ მიმართულება, რომელიც მოგწონთ. მაგალითად, აერობიკა ან ცეკვები და ამით გატაცება მოგეწონებათ. ჯანმრთელობა ტონუსში გექნებათ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: