მთავარი ტესტები აირჩიე შენი ნაძვის ხე და გაიგე მეტი შენ შესახებ

აირჩიე შენი ნაძვის ხე და გაიგე მეტი შენ შესახებ

by guramus

ამბობენ, რომ ნაძვის ხის ადრიანად მორთვა ბედნიერს გვხდის. მაგრამ, მთავარია როგორ ვრთავთ მას, იმიტომ რომ, დეკორაციების არჩევა ხშირად ჭკუას გვაკარგვინებს. სხვადასხვა ფერის ბურთები, სხვადასხვა ფორმის სათამაშოები და სხვადასხვა დიზაინის ნათურები… ეს არჩევანი ბევრს ამბობს თქვენს პიროვნულობაზე.

უბრალოდ შეხედეთ ფოტოს და აირჩიეთ თქვენი ნაძვის ხე:

1. ხე ერთ თემაზე

მსგავსი ხის მოწონება და დადგმა კონსერვატორულ ადამიანს ავლენს. თქვენ თავდაჯერებული ხართ საკუთარ თავში და ზუსტად იცით რა გინდათ. თქვენთვის არაა მარტივი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი რაღაცეების გამოცდა.

სანდო ადამიანი ხართ, რომელიც მზადაა სხვებს მხარი დაუჭიროს. მოგწონთ წესები და ყოველთვის ცდილობთ მათ მიყოლას. ზოგადად, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი მოგწონთ, გხიბლავთ დაგეგმვა და გიჟდებით მაშინ, როცა რაიმე არასწორად ტრიალდება.

2. “უნიკალური” ხე

ამჯობინებთ ახალი წლის ნაძვისხე იყოს სხვა ფერის და არა მწვანე? ეს ნიშნავს იმას, რომ მოგწონთ მასიდან გამოყოფა და საკუთარ გზაზე სიარული. არ გადარდებთ თუ ხართ ხმამაღალი და ხშირად არღვევთ წესებს. გაბედული ადამიანი ხართ, რომელიც მაღალ მიზნებს ისახავს.პირადი სივრცე და თვითგამოხატვა თქვენთვის ბევრს ნიშნავს.

მიილტვით აღიარებისკენ და მზად ხართ საკუთარი სიძლიერე აჩვენოთ. მუდამ ღია ხართ რაღაც ახლისთვის და მზად ექსპერიმენტებისთვის. სირთულეები არასდროს გაშინებთ და შეუპოვრობის წყალობით შეგწევთ უნარი გაუმკლავდეთ მათ.

3. “ყველა სათამაშო რაც კი მაქვს”

საახალწლო ხის მსგავსად მორთვა ამჟღავნებს იმას, რომ არათანმიმდევრული ხართ. ცვლით გეგმებს ხშირად, რადგანაც თქვენთვის რთული ხდება არჩევანის გაკეთება და ერთ რამეზე გაჩერება. ამავდროულად ადვილად პოულობთ კომპრომისს და ცდილობთ ყველა ბედნიერი გახადოთ.

ხშირად ფიქრობთ თუ რამდენად მართებულია თქვენი ქმედებები და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს ამყარებთ მათზე. გრძნობთ, რომ გჭირდებათ ყველაფრის აწონვა და ყველა სიტუაციაში დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოყოფა. თქვენს გარემოცვაში ადამიანები სხვადასხვა სამყაროდან არიან და ცდილობთ ყველასთან კავშირის გამყარებას.

4. “რაც შეიძლება მეტი სინათლე”

მაქსიმალური სინათლის სიყვარული დამოუკიდებელ, ნათელ პიროვნებაზე მიუთითებს. თქვენ ტკბებით საკუთარი ინდივიდუალურობით და პროჟექტორის ქვეშ ყოფნით. სხვების აზრი თქვენთვის არაფერს ნიშნავს. პირადი გამოცდილება მთავარი მრჩეველი და ცოდნის ერთადერთი წყაროა.

ცდილობთ ცხოვრების გარდაქმნას და ხშირად თანხმდებით მოწვევას წვეულებებსა და შეხვედრებზე. სახლში ყოფნა არ გიყვართ, სოციალური ადამიანი ხართ, რომელიც დროს ხმაურიან, ბევრი ადამიანის გარემოცვაში ატარებს. ახალ მეგობრებს ადვილად იჩენთ და სხვებთან კონტაქტიც მარტივია თქვენთვის.

5. “ყველაფერს შევუხამებ”

თუ სათამაშოებიც და სინათლეებიც მოგწონთ, მეოცნებე ხართ, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე. ღია ხართ ახალი შესაძლებლობების წინაშე, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ. მაგრამ, ბევრი აქტივობის და იდეების გამო, ხანდახან ერთ რამეს არ ამთავრებთ, სანამ სხვაზე გადახვალთ.

გაქვთ უნარი შეცვალოთ გარემოებები, პირობები თუ წესები და ყოველთვის იპოვნით გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში. ეკონტაქტებით ადამიანებს, რომლებიც გეხმარებიან მოიხვეჭოთ მათი ნდობა და მხარდაჭერა. იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგიტრიალდნენ, ნებისმიერი კითხვით და თქვენ მათ რთულ სიტუაციაში არ მიატოვებთ.

6. “ზომას მნიშვნელობა არ აქვს”

თუ ეს ხე აირჩიეთ, ჩვეულ ცხოვრებაში დიდად არ გხიბლავთ  სიურპრიზები და ცვლილებები. მორიდებული და მშვიდი ხართ, არ იქცევთ ზედმეტ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს არ გჭირდებათ.

აფასებთ იმას, რაც გაქვთ და არ ისწრაფვით ადამიანებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. თვლით, რომ ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც არის, ყალბი ჩარჩოების გარეშე. ამ წესს თავად წარმატებით იცავთ. მტკიცედ დგახართ და იცით რა გსურთ ცხოვრებაში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: