ორცხობილას ორი რეცეპტი, რომელიც სუფრაზე საშობაო განწყობას არ გამოლევს

by Ani

საშობაო ორცხობილები განსაკუთრებული დესერტია, რომელიც სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის. წარმოგიდგენთ ორიგინალურ რეცეპტებს, რომელთა მეშვეობითაც საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გაახარებთ.

“მარმარილოს ორცხობილა”

ინგრედიენტები:

  • 120 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ შავი შოკოლადი
  • 100 გ თეთრი შაქარი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • მარილი

გაადნეთ შოკოლადის ნაჭრები (225 გ) კარაქთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აურიეთ ყველა სახეობის შაქარი და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად სქელი მასის მიღებამდე. (ქვევით მოცემულია ვიდეო) დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და ისევ ათქვიფეთ.

თხევად მასას დაუმატეთ ფქვილი, არეული გამაფხვიერებლსა და მარილში. მოზილეთ ცომი, დაუმატეთ 100 გ შოკოლადის ნამცეცები და აურიეთ. შემდეგ მოათავსეთ ცომი ლანგარზე და გამოაცხვეთ გაზქურაში 10 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.

ლიმნის ორცხობილა

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 150 გ არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ ნაღების კარააქი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ლიმნის ცედრა
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი
  • შაქრის პუდრა
  • 1 ჩ.კ. სოდა

არაჟანი აურიეთ სოდასთან, ლიმნის წვენთან და ცედრასთან. ფქვილი აურიეთ შაქართან და მარილთან. დაუმატეთ მასას კარაქი, არაჟნის კრემი და მოზილეთ ცომი. შემდეგ მაცივარში ნახევარი საათი გააჩერეთ.

გააბრტყელეთ ცომი სისქით ნახევარი სმ. დაალაგეთ ნებისმიერი ფორმის ორცხობილები კვერცხწასმულ ლანგარზე. გამოაცხვეთ 10 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ გაზქურაში.

იხილეთ ვიდეო:

გემრიელი დესერტი სახლს განსაკუთრებულ არომატს და ატმოსფეროს შესძენს. გამოაგდგებათ როგორც სტუმრების გასამასპინძლებლად, ასევე სასაჩუქრედ.

0

ასევე დაგაინტერესებთ