მთავარი სილამაზე აი, მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტები. კაკაოს ეს ნიღბები გამოვიყენე თმისთვის. ძირიდან თმის წვერამდე ბზინავს.

აი, მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტები. კაკაოს ეს ნიღბები გამოვიყენე თმისთვის. ძირიდან თმის წვერამდე ბზინავს.

by guramus

კაკაოს მეშვეობით საკვები დანიშნულების გარდა, თმის გაჯანსაღებასაც შეძლებთ. მასზე დაფუძნებული თმის ნიღბები დაზიანებულ ღერებს აღადგენენ, ძირებს ამაგრებენ, სტრუქტურას აუმჯობესებენ, თმის ცვენას აჩერებენ და ზრდას აჩქარებენ. მათი მომზადება მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგს უკვე დაინხავთ.

კაკაოს სარგებელი თმისთვის

სუსტ, თხელ და მშრალ თმას კაკაო ჯანსაღ და მოვლილ იერს შესძენს, რადგანაც ის მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

კაკაოს მარცვლებში შესაღები პიგმენტიცაა და თმას უფრო შთამბეჭდავ ფერს აძლევს.

ნიღბებისთვის გამოიყენება კაკაოს კარაქი, ფხვნილი და შოკოლადიც. კაკაოს პროდუქტებს სასიამოვნო სუნი აქვთ, ამიტომაც პროცედურები სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კაკაოს კარაქი თმისთვის

მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქში, კოსმეტიკურ მაღაზიებსა და ინტერნეტით. რეკომენდირებულია არარაფინირებული კაკაოს კარაქის ყიდვა, რომელშიც ყველა სასარგებლო კომპონენტია შენარჩუნებული.

ცხიმიანი ტიპის თმის შემთხვევაში ნიღაბი არ დაიდოთ ძირებზე, ის მხოლოდ ბოლოებში შეიზილეთ 20-30 წუთით.

ნიღაბი მშრალი და შეღებილი თმისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. არარაფინირებული კაკაოს კარაქი
  • 1 ს.კ. ოროვანდის ფესვების ზეთი
  • 1 ს.კ. კეფირი
  • 1 კვერცხის გული

გაათბეთ ოროვანდის ზეთი და კაკაო 35-40 გრადუს ტემპერატურაზე. აურიეთ კვერცხის გულთან და კეფირთან. დაიდეთ მასა დაუბანელ თმაზე ბოლოების ჩათვლით, დაიწყეთ თავის კანიდან. შემოიხვიეთ პარკი ან დაიფარეთ სპეციალური ქუდი, შემდეგ პირსახოცი და გაიჩერეთ ნიღაბი 1-1.5 სთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შამპუნით. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში 1-2-ჯერ.

დასუსტებული და მტვრევადი თმის ნიღაბი

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. კაკაოს ზეთი
  • 3–4 წვეთი როზმარინის ეთერული ზეთი
  • 3–4 წვეთი ჩაის ხის ეთერული ზეთი

პროცედურა დატენიანებულ, დაუბანელ თმაზე უნდა ჩაიტაროთ. გაათბეთ კაკაოს ზეთი 35-40 გრადუს ტემპერატურაზე, აურიეთ ეთერულ ზეთებთან. დაასველეთ ამ მასით თავის კანი და გაინაწილეთ მასაჟური მოძრაობებით თავზე და მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 1 სთ, შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ შამპუნით. პროცედურის კურსია 2-3 თვე კვირაში 2-ჯერ.

ქერტლის, ჭაღარას და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ხმელი ან ახალი როზმარინი
  • 2 ს.კ. კაკაოს ზეთი

გაადნეთ კაკაოს წესი. დაასხით როზმარინს 200 მლ ცხელი წყალი 30-40 წუთით, გაცერით და აურიეთ ზეთთან. დაიდეთ ნიღაბი მთელ სიგრძეზე და შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. გაიჩერეთ 1.5-2 სთ. ჩამოიბანეთ შამპუნით.

ვიტამინის ნიღაბი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის

ინგრედიენტები

  • 2 сს.კ. კაკაოს ზეთი
  • 2 ს.კ. ბირკავას ზეთი
  • 1 კაფსულა ვიტამინი А
  • 1 კაფსულა ვიტამინი Е
  • 2–3 წვეთი გრეიფრუტის ეთერული ზეთი.

გამდნარ კაკაოს ზეთს დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი, საგულდაგულოდ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაინაწილეთ დატენიანებულ თმაზე, დაიტოვეთ 30-40 წთ. მოიხვიეთ პარკი და პირსახოცი. ჩამოიბანეთ შამუნით. დაიდეთ ნიღაბი კვირაში ორჯერ მაინც.

კაკაოს ფხვნილი თმისთვის

კაკაოს ფხვნილი მაღალი ხარისხის უნდა აარჩიოთ. პროცედურის დაწყებამდე მხრებზე პირსახოცი დაიფარეთ, რათა ლაქები არ დაგეტყოთ. ეს პროდუქტი არ გამოადგებათ ღია ფერის მფლობელებს.

მკვებავი ნიღაბი თმისთვის კვერცხით

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. კაკაო
  • 5 ს.კ. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
  • 2 კვერცხის გული

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაიდეთ თავის კანზე წრიული მოძრაობებით. გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 40-50 წთ. ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნის დახმარებით. თერაპია გათვლილია 1.5-2 თვეზე კვირაში დაახლოებით 2-ჯერ.

აღმდგენი ნიღაბი კაკაოთი და რძით

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. სახლის რძე
  • 2 ს.კ. კაკაო

გახსენით თბილ რძეში კაკაოს ფხვნილი, თანაბრად დაიდეთ თმაზე, დაიწყეთ ძირებიდან. აცალეთ 30 წთ. საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით შამპუნის გარეშე. გაიმეორეთ ყოველ 3-4-დღეში 1-2 თვის მანძილზე.

თაფლის ნიღაბი თმის ზრდისთვის

ინგრედიენტები

  • 100 გ კაკაო
  • 100 მლ კეფირი ან ნატურალური იოგურტი
  • 1 ს.კ. თხევადი თაფლი
  • 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი

ეს ნიღაბი საუკეთესოდ ცხიმიან თმას მოუხდება. თავიდან გააერთიანეთ ყველა თხევადი კომპონენტი, შემდეგ დაუმატეთ კაკაო და საგულდაგულოდ აურიეთ. ფაფის მაგვარი მასა თავის კანზე დაიდეთ, დაუცადეთ 15 წთ და ჩამოიბანეთ კომფორტულ ტემპერატურაზე. კვირაში 1-2-ჯერ საკმარისი იქნება.

ეს რეცეპტები მარტივი და ხელმისაწვდომია. მოამზადეთ ისინი სახლის პირობებში, რადგანაც ეფექტურობით არ ჩამოუვარდებიან სალონის პროფესიონალურ პროცედურებს.