აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

თუ საჩუქრები გიყვართ, ჩაიტარეთ ეს ტესტი. აირჩიეთ ყუთი, პაკეტი ან ტომარა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაიგეთ რა არის შიგნით. თითოეული საჩუქარი გიკარნახებთ რას უნდა ელოდოთ 2020 წლისგან და იმედი გვაქვს, დადებით ემოციებს გაჩუქებთ.

1.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

2.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

3.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

4.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

5.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

6.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

7.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

8.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

9.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

10.

აირჩიეთ საჩუქარი და გაიგეთ როგორი 2020 წელი გექნებათ

გადახედეთ კიდევ ერთხელ: იქნებ გადაიფიქრეთ? საბოლოო გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, შედეგს გაეცანით:

1. ნაძვის ხის ფორმის ყუთში კნუტი ზის.

ეს წელი თქვენთვის თბილი და კომფორტული იქნება, ისევე როგორც სხეულზე მოკალათებული კნუტი. გარემოცული იქნებით ყურადღებით და ზრუნვით, მიიღებთ მხარდაჭერას ახალი წამოწყებების წინ და შეძლებთ რთულ მომენტებში მეგობრებისგან დახმარების მიღებას. თუმცა, იმისთვის, რომ წელმა წარმატებულად ჩაიაროს, თავადაც იზრუნეთ სხვებზე.

2. ამ თეთრ ბაფთიან და ორნამენტებიან პატარა ყუთში სხვადასხვა ფერის კამფეტებია.

ბავშვობისდროინდელი ტკბილეული გპირდებათ ნათელი მოვლენებით სავსე წელს. მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა და შეხვედრები ძველ მეგობრებთან აგავსებთ ენერგიით, რომელიც 2020 წელს ყველაფერზე გეყოფათ. მიაღწიეთ დასახულ მიზნებს, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, სცადეთ რაღაც ახალი. ნუ შეგეშინდებათ შფოთისგან განთავისუფლების, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თავი ისევ უზრუნველ ბავშვად იგრძნოთ.

3. ყუთში საყვარელი ნახატით სარკეა ოქროსფერი ჩარჩოთი.

მიუტრიალდით გასულ წელს: დაუთმეთ კი საკმარისი დრო საკუთარ თავს, უსმენდით კი შინაგან სურვილებს, ისვენებდით? შესაძლოა დადგა დრო მოეშვათ და დინებას მიყვეთ. ახალ წელს მშვენიერი შესაძლებლობები და პერსპექტივები გელით. გექნებათ შანსი ჯანსაღად შეცვალოთ სხეული, გარეგნობა და მსოფლმხედველობა. საჭროა მხოლოდ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

4. კამფეტის ფორმის ყუთში ნაძვის ხის სათამაშოებია.

როგორც სჩანს, მათ შორის ხართ, ვისაც შეუძლია გართობა და იცის როგორ აქციოს დღესასწაულად ყველაზე მოსაწყენი დღეც კი. ასე გააგრძელეთ! ახალ წელს ბევრი შესაძლებლობა გექნებათ ნიჭის გამოვლენის და საკუთარი თავის უკეთესი კუთხით ჩვენების. ნუ შეგრცხვებათ ინიციატივის გამოჩენა და მიიღეთ კრეატიული გადაწყვეტილებები. გარშმეომყოფები მხარს აუცილებლად დაგჭერენ.

5. თოვლის ბაბუას ტომარაში სალათა ოლივიეს კომპლექტია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი წელი მზადებაში და გაზქურასთან დგომაში გაატარებთ. ახალი წელი გპირდებათ, რომ 2020 წელს უფრო ხშირად გამოყოფთ დროს ოჯახისთვის, გადადებთ საქმეებს და დროს ახლობლებს დაუთმობთ. ამ წელს ისინი თქვენი უდიდესი მოტივატორები და შთაგონების წყარო გახდებიან. შეძლებთ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას, თუმცა მხოლოდ გარშემომყოფთა დახმარებით.

6. მუქ ლურჯ იდუმალ ყუთში, წიგნია.

ეს წელი თქვენთვის დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. ბევრს ისწავლით და ახალ გასართობებსაც იპოვნით (შესაძლოა არა ერთს). თუ მიღებული სიბრძნის სხვებისთვის გაზიარება მოგინდებათ, ერთგულ მეგობრებს შეიძენთ.

7. ამ ტილოს ტომარაში ორი ოქროს ჩინური მონეტაა.

რატომ ასე ცოტა? იმიტომ რომ ნებისმიერ შედეგს ძალისხმევა სჭირდება. 2020 წელს შეძლებთ ბევრს მიაღწიოთ თუ ნაკლებად იზარმაცებთ და ინიციატივას უფრო ხშირად გამოიჩენთ. თქვენი შესაძლებლობები შეუზღუდავი იქნება მხოლოდ თქვენი მონდომების შედეგად, პირადი გამარჯვებების რაოდენობა ყველა რეკორდს დაგამარცხებინებთ, საჭიროა მხოლოდ ისურვოთ.

8. დიდ მრგვალ ყუთში 365 წყვილი სხვადასხვა ფერის წინდაა – თითოეული წლის თითოეული დღისთვის.

“დადგა დრო გამოეყოთ მასას” – ამას გეუბნებიან ფერადი წინდები. თუ დიდიხანია რაღაც ვერ გადაწყვიტეთ, ეს დრო დადგა! მუდამ სხვა დროისთვის დებდით ვარცხნილობის შეცვლას, სასიყვარულო აღიარებას ან საცხოვრებლის გამოცვლას? აღარ უნდა ელოდოთ, უნდა იმოქმედოთ. ნებისმიერი გარდატეხა სასარგებლოდ შემოგიტრიალდებათ და სწორედ ამით დაგამახსოვრდებათ 2020 წელი.

9. გულის ფორმის ყუთში ირმის ფორმის ბოთლებია.

მეგობრობა თქვენთვის წლის მანძილზე პროგრესისკენ ბიძგის მიმცემი იქნება. მეგობრობთან ერთად შეძლებთ უფრო მეტს, ვიდრე მარტო. საქმიანი რჩევა, ჯანსაღი კრიტიკა ან ერთად გატარებული დრო – ყველაფერი სასარგებლოდ შემოგიტრიალდებათ და რაღაც ახლის დაწყების მაპროვოცირებელი გახდება. იმისთვის, რომ კარგი წელი გქონდეთ, გახსოვდეთ სიბრძნე: სწრაფად სვლა თუ გსურთ, მარტო იარეთ, შორს წასვლაზე თუ ოცნებობთ, მეგობართან ერთად.

10. ხელნაკეთ პაკეტში კოლოფია ბეჭდით.

ამ სამყაროში ყველაფერი სიყვარულით იწყება. თუ 2019 წელს მის ნაკლებობას განიცდიდით, 2020 წელი ამას გამაოსწორებს. შესაძლოა შეხვდეთ ახალ სიყვარულს ან მოიპოვოთ დაკარგული, დაუახლოვდეთ ძვირფას ადამიანს ან შექმნათ ახალი ცხოვრება. უფრო მეტად დაიწყებთ საკუთარი თავის სიყვარულსა და დაფასებას. ჩაეხუტეთ ბავშვებს, დაურეკეთ მშობლებს და გაუკეთეთ კარგი უცნობ ადამიანს. ეს სიკეთე აუცილებლად შემოგიტრიალდებათ.

Loading...

  კომენტარები