მთავარი რჩევები აი როგორ მოამზადოთ სპრეი გაუთავებისთვის სახლის პირობებში. თეთრეული იდეალურად გასწორდება.

აი როგორ მოამზადოთ სპრეი გაუთავებისთვის სახლის პირობებში. თეთრეული იდეალურად გასწორდება.

by guramus

ტანსაცმლის, თეთრეულის და ფარდების გაუთავება დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ცოტას თუ ხიბლავს ეს პროცესი. თუმცა, არსებობს თანამედროვე საშუალება, რომელიც დავალებას გვიმარტივებს: აუმჯობესებს ქსოვილის ზედაპირს, სძენს მას სიჯანსაღეს და უფრო ამტანს ხდის დასვრის მიმართ. გთავაზობთ არ დახარჯოთ ფული მაღაზიის ქიმიაზე და მისი ნატურალური ანალოგი გააკეთოთ.

სპეციალური სპრეი

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1–2 წვეთი ეთერული ზეთი (სურვილისამებრ)
  • ცარიელი ბოთლი

გაავსეთ ჭურჭელი თბილი წყლით, ჩაასხით 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერული ზეთი, დააფარეთ თავზე და კარგად ააჯანჯღარეთ, რათა სახამებელი მთლიანად გაიხსნას.

დაასხით ქსოვილს ცოტაოდენი მასა 25-35 სმ-ის დაშორებით. დაუცადეთ 15-20 წამი და გადაუსვით უთო. დიდი რაოდენობით ნუ დაასხავთ, რადგანაც ცოტაც საკმარისია. ყოველი გამოყენების წინ ააჯანჯღარეთ.

სპრეი არ ტოვებს ლაქებს არც ღია არც მუქ ქსოვილზე. თუმცა, პრეტენზიული ქსოვილების შემთხვევაში დასატესტად ჯერ შიდა პატარა ნაწილს დაასხით. წაიკითხეთ მისი იარლიყი და დარწმუნდით, რომ გაუთავება შეიძლება.

მსგავსი ხრიკები დროის შესამჩნევ ეკონომიას გაგიწევთ. ისინი ცხოვრებას შეგიმსუბუქებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: