ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა დიეტებით მაგრამ ყველა მათგანი ეფექტური არაა. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით საუკეთესო დამხმარე საკუთარი სხეულია – ძირითადად ხელები. ისინი დაგეხმარებათ მიიღოთ პორცია თქვენთვის განკუთვნილ ზომაში. ეს ხრიკი საკმარისია ჯანსაღი დიეტისთვის და იმისთვის, რომ წონაში არ მოიმატოთ.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებულია, რომ მათი კერძი არ უნდა იყოს თავიანთ ორ ხელისგულზე დიდი.
ქალებისთვის რეკომენდირებულია მათი ერთი ხელის გულის ზომა.
პროტეინები — 1 ხელისგული
ხელისგული გეტყვით რამდენი პროტეინი უნდა მიიღოთ. პროტეინით გაჯერებული საკვები: თევზი, კვერცხი, ზოგიერთი სახეობის ყველი და სხვა გადაჭარბებით არ უნდა მივიღოთ. ერთი ხელისგული სავსებით საკმარისია.
კარბოჰიდრატები — 1 მუშტი
ხელი იმასაც გეტყვით, რამდენი კარბოჰიდრატები ჭირდება თქვენს სხეულს. პური, შვრია, ბრინჯი, კარტოფილი, კინოა…. მუშტის ზომაზე უნდა დავიყვანოთ. ასე მისცემთ ენერგიას სხეულს და წონაში არ მოიმატებთ.
კაცებისთვის, ორი ერთმანეთთან შეერთებული ხელი განსაზღვრავს რა რაოდენობის პასტა უნდა მიიღონ, ქალებისთვის 1 ხელი.
ყველი — 2 თითი
ყველის დიდი რაოდენობით მოხმარება სასარგებლო არაა. პორცია, რომელიც ზომაში ორ თითს უტოლდება, საკმარისი იქნება სიჯანსაღისთვის და ფიგურისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისთვის.
ცხიმები — თითის ბალიში
დღის მანძილზე დიდი რაოდენობით ცხიმი არ უნდა მივიღოთ. ხელის ბალიში მისაღები ზომაა და დღიური ცხიმის მაქსიმალურ რაოდენობას წარმოადგენს.
ხილი და ბოსტნეული — 2 მთლიანი ხელი
ნედლი, გაყინული თუ დაჭრილი, ხილის და ბოსტნეულის პორცია მამაკაცის შემთხვევაში ორივე მუჭს უნდა მოიცავდეს, ქალის შემთხვევაში კი ერთს. წვენი და სმუზი რეკომენდირებულია დღეში 150 მლ.
ტკბილეული — ცერა თითი
კამფეტი, შოკოლადი, ჯემი, არაქისის კარაქი სავსეა შაქრით. თქვენს სხეულს ამ რაოდენობით ის არ სჭირდება. პორციები პატარა უნდა იყოს, ამიტომაც გასაზომად გამოიყენეთ ცერა თითი.
დესერტი — დახურული მუშტი
სხვა დესერტები: ნაყინი, ტორტი, ნამცხვარი ასევე შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღოთ, არაუმეტეს დახურული მუშტის ხელა.