მთავარი ტესტები ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ჭიქა და გაიცანით თავი უკეთესად

ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ჭიქა და გაიცანით თავი უკეთესად

by guramus

ცოტა თუ გვიცნობს იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ თავად საკუთარ თავებს. თუმცა, თითოეულ ჩვენგანშია საიდუმლო კუნჭულები, რომლებზეც წარმოდგენა არ გვაქვს. ამისათვისაა შექმნილი მარტივი, მაგრამ ეფექტური ტესტები. ისინი გვეხმარებიან შევხედოთ საკუთარ თავებს სხვა კუთხიდან და ღრმად შევიცნოთ ის.

აირჩიეთ 1 ჭიქა სურათზე. ბევრს ნუ იფიქრებთ, ინტუიციას მიენდეთ.

ახლა კი გაიგეთ ის, რაც თქვენშია ჩამალული:

ჭიქა No1

კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანი ხართ. აფასებთ კომფორტს, კეთილ ადამიანებს და გულწრფელობას. გიყვართ ინტიმური საუბრები საინტერესო ადამიანებთან. ისინი გთვლიან ადამიანად, რომელსაც შეუძლიათ ენდონ. ეს იმიტომ, რომ ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავთ და ამისგან სიამოვნებას იღებთ. მაგრამ ხანდახან ეს რწმენა თქვენ საწინააღმდეგოდ ტრიალდება.

ჭიქა No2

ხარისხი თქვენთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. დელიკატური ადამიანი ხართ, რომელიც ვერ იტანს როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. ჩვეული წესრიგი სხვისთვის შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ თქვენთვის ხელსაყრელია. ნამდვილი კომფორტის ზონა გაქვთ შექმნილი, რომლის დატოვებაც არ გსურთ. სხვების თვალში თავდაჯერებულის იერი გაქვთ, მაგრამ სინამდვილეში დაბალი თვითშეფასება.

გონება და სიმამაცე დაგეხმარებათ აკონტროლოთ ყველაფერი გარშემო. უბრალოდ, ხანდახან ენდობით მათ, ვინც ამას არ იმსახურებს. ფრთხილად იყავით გარშემომყოფებთან.

ჭიქა No3

შესაძლოა ამას არ აღიარებდეთ, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ სასარგებლო სხვებისთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაფასებდნენ. სხვების შეფასება თქვენს ქმედებებზე ახდენს გავლენას.

წარმატებული ხართ სამსახურში, შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე დავალება შეასრულოთ. იდეალური დამხმარე ხართ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას. პირად ცხოვრებაში კი ყველაფერი პირიქითაა: რთულად ინარჩუნებთ წონასწორობას და ხშირად ნერვიულობთ ამ მიზეზით. იმისთვის, რომ საქმე სწორად აკეთოთ, ბალანსის პოვნაა საჭირო.

ჭიქა No4

ყოველთვის სადღაც გეჩქარებათ. ბევრი საქმე, დავალება და შეხვედრა გაქვთ და თქვენი ცხოვრება ერთსა და იმავე ციკლს წარმოადგენს. რომ შეგეძლოთ ოქროს თევზს დღის გაზრდას შესთხოვდით. ამ ყველაფრის უკან შესაძლოა იდგეს სურვილი, რომ არ დარჩეთ მარტო საკუთარ ფიქრებთან. ამიტომაც მიისწრაფვით რაღაცის კეთებისკენ.

მიზანდასახული ადამიანი ხართ და კარგად იცით რა გსურთ ამ ცხოვრებაში. გაჩერდით და დატკბით გარემომცველი სამყაროთი!

ჭიქა No5

ძალიან აკრგი ადამიანი ხართ, მაგრამ ტქვენ ცხოვრებას ემოციები აკლია. მომავალი ბუნდოვანი გეჩვენებათ, მიზნები დასახული არ გაქვთ. ნათესავები თქვენთვის ძალიან მნიშვენლოვანი ადამიანები არიან, აფასებთ ცხოვრებას, კარგ დასვენებას და ვერ პოულობთ ბედნიერებას სამსახურში. აუცილებელია თავი საჭირო ადამიანად იგრძნოთ, ამისათვის, უნდა გაიგოთ რა განჭებთ ბედნიერებას.

ჭიქა No6

შრომისმოყვარე და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თქვენთვის რთულია გრძნობების გამოხატვა, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო. ადამიანები თქვენში სიმარტივეს და გულწრფელობას აფასებენ. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნო და კომფორტულია.

ხანდახან სისუსტეს იჩენთ და სევდა გიპყრობთ. არ ხართ ვალდებული ეს გააკეთოთ, სცადეთ უარი თქვათ ამ ჩვევაზე და სხვანაირად შეხედოთ სამყაროს.

ჭიქა No7

მოგწონთ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, რათა მოულოდნელობებს გაექცეთ. ხშირად გიპყრობთ შფოთი უმიზეზოდაც. დაგეგმვა გეხმარებათ ემოციურ სტაბილურობაში. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების კონტროლიდან გამოსვლის და დატკბით მისით!

ჭიქა No8

ყურადღებიანი და წინდახედული ადამიანი ხართ, რომელიც რთულია წყობიდან გამოიყვანო. ჭკვიანი ხართ და საქმეს კარგად აკეთებთ. ინოვაციური იდეები და გეგმები მუდამ იბადება თქვენს თავში, მაგრამ მათი გამოთქმა რთულია. ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ინტროვერტი თუმცა მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

ჭიქა No9

იფურჩქნებით როცა უყვარხართ და პატივს გცემენ. თქვენი იდეალური დღე შედგება საუბრებისგან, კარგი წიგნებისგან, ახალი ცოდნისგან და საყვარელი მუსიკისგან. საკუთარი გატაცებების გაზიარება – ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხანდახან მიღწევებითაც ამაყობთ.

ყველას შურს თქვენი თავდაჯერების და საკუტარი თავის მიმართ სიყვარულის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: