მთავარი ტესტები თქვენ მიერ შერჩეული დედოფლის ტახტი გეტყვით როგორი ქალი ხართ და რას ამჩნევენ თქვენში კაცები

თქვენ მიერ შერჩეული დედოფლის ტახტი გეტყვით როგორი ქალი ხართ და რას ამჩნევენ თქვენში კაცები

by guramus

თქვენ წინაშე 4 სამეფო ტახტია, აირჩიეთ ერთ-ერთი და გეტყვით როგორი ქალი ხართ, რას ამჩნევენ კაცები თქვენში.

აირჩიეთ:

ტახტი №1

მიზანდასახული ქალი ხართ, რომელიც მიეჩვია მიიღოს ის, რაც დანამდვილებით სურს. თქვენთან კამათი რთულია, რადგანაც ოპონენტს არანაირ შანსს არ უტოვებთ. გახასიათებთ თვისებები, რომლებიც ძირითადად მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. გამარჯვებისკენ ჯიუტად მიიწევთ. საპირისპირო სქესი ამას ხედავს და პატივს გცემთ. თქვენი კომუნიკაბელურობა, ექსპრესიულობა და კარგი მანერები კი თქვენ მიმართ სიმპატიას აჩენს.

ტახტი №2

სიცოცხლის მოყვარული და ძალიან მომხიბვლელი ხართ. ასევე, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. ყველა ეს თვისება არცერთ კამპანიაში არ რჩება შეუმჩნეველი. მამაკაცებს მოსწონთ თქვენი გახსნილობა, ქარიზმა და მრავალფეროვნება. პირველი შეხვედრისთანავე იციან, რომ თქვენთან ვერ მოიწყენენ, ამიტომაც თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

ტახტი №3

თქვენთვის სიკეთე, გულწრფელობა, რომანტიკულობა და მგრძნობიარე დამოკიდებულებაა დამახასიათებელი. საბოლოო ჯამში თავდაჯერებული ადამიანი ხართ, მაგრამ ხშირად აყენებთ ეჭვქვეშ საკუთარ გარეგნობას, ამიტომაც საგულდაგულოდ უვლით თავს. მსუბუქი ფლირტი მოგწონთ და მამაკაცების მხრიდან დიდი ყურადღებით გამოირჩევით. მათ სურთ მოგიხელთონ და დაგიცვან.

ტახტი №4

უმრავლესობისთვის იდუმალი პიროვნება ხართ. ამიტომაც, ადამიანებში ხშირად აჩენთ სურვილს ამოგიცნონ. მაგრამ, ნუ დაეჭვდებით, სწორედ ეს იდუმალებაა თქვენი მომხიბვლელობის მთავარი მიზეზი. ყველაფერთან ერთად, ამაყი და პრინციპული ნატურა ხართ. მუდამ საკუთარი აზრის სადარაჯოზე და უსამართლობას ვერ იტანთ. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რატომ უყვარხართ კაცებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: