მთავარი სილამაზე გვითხარი რამდენი წლის ხარ და ჩვენ გეტყვით რომელი დიეტა უნდა დაიცვა შენი ჯანმრთელობისთვის

გვითხარი რამდენი წლის ხარ და ჩვენ გეტყვით რომელი დიეტა უნდა დაიცვა შენი ჯანმრთელობისთვის

by guramus

“იდეალური დიეტა” არ არსებობს. ეს მითია. არცერთი სხეული არაა ერთნაირი და ერთისთვის ეფექტური დიეტა სხვისთვის შესაძლოა არაეფექტური იყოს.

თუმცა, გამოიყოფა შესაფერისი დიეტა, რომელსაც ასაკი და სხეულის სხვადასხვა ფაზები განაპირობებს.

1. თინეიჯერობის წლები

ამ ეტაპზე, სხეული იზრდება და ვითარდება, ამიტომაც ბევრი მასაზრდოებელი ნივთიერება გჭირდებათ. ამ დროს ადამიანები ტოვებენ საუზმეს და სწრაფ კვებას მიმართავენ, რაც არასწორია.

თუ ამ ჯგუფს მიეკუთვნებით, ჩამოიყალიბეთ ჩვევა ისაუზმეთ ყოველდღე. არაა აუცილებელი უარი თქვათ საყვარელ სასუსნავზე, მაგრამ შეამცირეთ რაოდენობა. ჩართეთ კალციუმი, პროტეინი და რკინით მდიდარი საკვები დიეტაში.

2. 20-იანი წლები

ამ დროს მავნე საკვები ჯანსაღი უნდა გახადოთ. ჩაანაცვლეთ კარტოფილის ჩიფსები პოპკორნით ან ტკბილი კარტოფილით. რძიანი შოკოლადი შავი შოკოლადით. ნაყინი იოგურტით. ქათამი გრილზე შემწვარი მიირთვით. დიეტაში ჩაერთეთ ომეგა 3-ით და ფოლიუმის მჟავით მდიდარი საკვები. მაგალითად, ბოსტნეული, პური, პასტა, ორაგული, ნიგოზი და სალბის მარცვლები.

3. 30-იანი წლები

იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ ამ ასაკში მიმდინარე სხეულის ცვლილებებს, მიირთვით საკვები, რომელიც აძლიერებს კუნთებს და ძვლებს. პროტეინით მდიდარი საკვებია კვერცხი, მარცვლეული, თხილი, სოიოს პროდუქტი, ქათმის მკერდი და კინოა. რძე და იოგურტი სასარგებლოა ძვლების განმტკიცებისთვის.

4. 40-იანი წლები

სისხლში შაქრის რაოდენობის დასარეგულირებლად და მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად, დარწმუნდით, რომ დიეტაში ბოჭკოვანი ნივთიერებები ჩართოთ: ბროკოლი, მარცვლეული და კანიანი კარტოფილი ამას ადვილად მოახერხებენ. მავნე საკვებს თავი უნდა აარიდოთ, მაგრამ შეგიძლიათ მიირთვათ ვეგეტარიანული ბურგერები. ისინი ჯანსაღი და მდიდარია იმ ბოჭკოვანი ნივთიერებებით, რომლებიც გჭირდებათ. შეკვეთის ნაცვლად, საკუთარი ჯანსაღი ბურგერები მოამზადეთ სახლში. ასევე, მიირთვით სახლში გაკეთებული სენდვიჩები, უცხიმო რძის პროდუქტები და ბევრი ხილ-ბოსტნეული. ეცადეთ ყველა საკვებში ჩართოთ პროტეინი.

5. 50-იანი წლები

ასაკთან ერთად, მეტაბოლიზმის დონე მცირდება, ამიტომაც რეკომენდირებულია საკვები, რომელსაც სხეული ადვილად მოინელებს. ამ ასაკში დიეტაში ჩარეთეთ რძე და შვრიის ფანტელები შაქრის და საფუარის გარეშე. შეგიძლიათ მათ მაგივრად თაფლი დაუმატოთ. მიირთვით ავოკადო, ბროკოლი, თხილი, ისპანახი და მოცვი. ვაშლის ჭამა დიაბეტთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

6. 60-იანი წლები

ამ ფაზაში დარწმუნდით რომ დიეტაში ჩართოთ 5 პორცია ბოსტნეული და 2 პორცია ხილი ყოველდღე. მიიღეთ რკინით მდიდარი პროდუქტები: ისპანახი, ოსპი, ლობიო. სოიო და ფოთლოვანი მწვანილი დაგეხმარებათ სხეულის ფორმაში ყოფნისთვის. ამასთან, პროდუქტების ყიდვის დროს დააკვირდით დამატებული აქვთ თუ არა მარილი. დალიეთ მეტი წყალი და უარი თქვით სწრაფ კვებასა და ტკბილეულზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: