მთავარი ასტროლოგია აი, რა სახის წარმატებას მოგიტანთ ვირთხის წელი თქვენი დაბადების წლის მიხედვით

აი, რა სახის წარმატებას მოგიტანთ ვირთხის წელი თქვენი დაბადების წლის მიხედვით

by guramus

თეთრი ვირთხის წელი 2020 წლის 3 თებერვლიდან იწყება. თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი მიგითითებთ საითკენ იქნება მიმართული წლის ენერგია თქვენთვის.

წელი დაბოლოებით 9:

წარმატება გელით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქტიურობა და კომუნიკაბელურობა, ენერგიის კარგი მარაგი სოციუმში წარმატებას მოგიტანთ. მთელი წელი იბრწყინებთ და ყურადღებას მიიქცევთ. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კონტაქტი ადამიანებთან, რომელთა დაბადების წელიც ციფრ 2-ზე მთავრდება. ისინი ფინანსური წარმატებისკენ გაგიხსნიან გზას. ნუ იზარმაცებთ და ნუ დაკავდებით ზედმეტი თვითანალიზით. უნდობლობა და შფოთი წელს დარკოლებად გექცევათ მიზნების მიღწევის გზაზე.

წელი დაბოლოებით 8:

თქვენ გაგიმართლებთ პროფესიონალურ სფეროში. გელით დაწინაურება კარიერულ კიბეზე და ხელმძღვანელობისგან დადებითი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მიიღებთ მხარდაჭერას თუ არ იქნებით ზედმეტი ინიციატივებით გამორჩეული და ზედმეტად აქტიური. აგრესიულმა ქმედებით შესაძლოა ადამიანები განიზიდოთ. მიიღეთ კარდინალური გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ შედეგში სრულად დარწმუნებული ხართ.

წელი დაბოლოებით 7:

გელით წარმატება საშუამავლო საქმეებში და ხალხთან ურთიერთობაში 2020 წელს თქვენთვის გარისკვა ნებადართულია, უნდა იმოქმედოთ საკუთარი წესებით! გარშემომყოფები მხარს დაგიჭერენ, ფულის ნაკადი და წარმატება კი ხალხის წრის ზრდასთან ერთად გაგიფართოვდებათ.

წელი დაბოლოებით 6:

თქვენ წლის იღბლიანები ხართ. წარმატება ყველა სფეროში გელით: ოჯახის, მეგობრების და ხელმძღვანელების მხარდაჭერა, წარმატება სამსახურში, მონაწილეობა მასშტაბურ საქმეებსა და პროექტებში – კეთილდღეობა არ მოგასვენებთ. ამისათვის განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება არ მოგიწევთ, მთავარია იმოქმედოთ დაფიქრებით და საკუთარი იდეების ზედმეტი აფიშირება არ მოახდინოთ.

წელი დაბოლოებით 5:

წარმატება დასვენებასა და განმარტოებაში გელით. წელი სასარგებლოა არამხოლოდ პარტნიორთან ურთიერთობაში, არამედ საკუთარ თავში გასარკვევადაც. გაზაფხულის თვეები მოგიტანთ დასვენების საშუალებას, რომელსაც დიდხანს ელოდით. 2020 წელს მოუსმინეთ საკუთარ თავს, ეს მოგიტანთ წარმატებას მატერიალურ სფეროშიც, გრძნობებშიც და ურთიერთობებშიც.

წელი დაბოლოებით 2:

წარმატება გელით ურთიერთობებსა და ფინანსებში. თუ ამ წელს იმოქმედებთ მიზანდასახულად და მტკიცედ, დაალაგებთ ურთიერთობას პარტნიორთან და მიიღებთ სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თქვენი თანამშრომლობა ადამიანებთან, რომელთა დაბადების წელიც სრულდება ციფრებზე 5 და 7.

წელი დაბოლოებით 1 და 4:

გელით წარმატება კონტაქტებში, სწავლასა და მოგზაურობაში. თქვენი აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა 2020 წელს დაგამყარებინებთ სასარგებლო კონტაქტებს და გაგამახვილებინებთ ყურადღებას საკუთარ თავზე. ამგვარად, სწრაფად მიაღწევთ საკუთარ მიზნებს და მოახდენთ სურვილების რეალიზებას. ასევე, გელით სასიამოვნო დასვენების შესაძლებლობა და მთელი წლის მანძილზე მატერიალური კომფორტი.

წელი დაბოლოებით 0 და 3:

თქვენ წარმატება გელით მატერიალურ სფეროში და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. განსაკუთრებით შეგამჩნევენ 2020 წელს. მიიქცევთ ყურადღებას და მიიღებთ სასურველი ადამიანების მხარდაჭერას. თეთრი ვირთხის წელიწადში აქტიურად მოგიწევთ პოზიციების და ინტერესების გამყარება. თუ რომელიმე ახალ სფეროს ან რაიმეს შესწავლას მოკიდებთ ხელს, დიდი წარმატება გელით.