მთავარი კულინარია აიღეთ არაჟანი და დაიწყეთ ამ შეუდარებელი ტორტების მომზადება სახლის პირობებში

აიღეთ არაჟანი და დაიწყეთ ამ შეუდარებელი ტორტების მომზადება სახლის პირობებში

by guramus

სანამ გარეთ ცივა, დაუმატეთ ამ დღეს ცოტაოდენი სითბო და სიმყუდროვე, მოამზადეთ გემრიელი საშინაო დესერტი. ჩვენ მოგიმზადეთ 3 მარტივი ტორტის რეცეპტი.

მათი მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფად და იოლად მზადდებიან.

არაჟნის ტორტი ნამცხვრებისგან

ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი;
  • 150 გ ნაღების კარაქი;
  • 0, 5 ჩ.კ. მარილი;
  • 250 გ ფქვილი;
  • 6 კვერცხი;
  • 700 გ არაჟანი;
  • შაქრის პუდრა

მომზადება

  1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და ნაღების კარაქი. მიიყვანეთ ადუღებამდე, ურიეთ.
  2. დაამატეთ ფქვილი და გააგრძელეთ მორება, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. გაანელეთ ცომი, ჩაახალეთ კვერცხი, შემდეგ მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში.
  4. გაზქურის ლანგარზე მოათავსეთ პატარა ერთი ზომის ნამცხვრები. გამოაცხვეთ 180 ტემპერატურაზე 30 წუთით.
  5. პარალელურად გააკეთეთ კრემი. ამისთვის ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  6. ამოავლეთ ნამცხვრები არაჟნის კრემში და დააწყვეთ წრეზე.
  7. ტორტი მაცივარში 3 საათით გააჩერეთ. სუფრამდე მორთეთ შოკოლადით.

არაჟნის ტორტი კივით

ინგრედიენტები:

  • 500 გ არაჟანი;
  • 300 გ კრეკერები;
  • 180 გ შაქარი;
  • 2 დაჭრილი ბანანი;
  • 2 დაჭრილი კივი.

მომზადება

  1. ჯამში აურიეთ კრეკერები, შაქარი, ბანანი და არაჟანი. მოათავსეთ მასა მაცივარში ნახევარი საათით.
  2. მაღალ ღრმა ჯამში კედლებზე მოათავსეთ კივი. შიგნით კი კრეკრებისა და არაჟნის მასა.
  3. გაახვიეთ ტორტი საკვებ ქაღალდში და მაცივარში 8 საათით მოათავსეთ.

ტორტი – მუსი

ინგრედიენტები:

  • 400 მლ რძე;
  • 400 გ არაჟანი;
  • 340 გ ხაჭო;
  • 6 ს.კ. სიმინდის სახამებელი;
  • 100 გ შაქარი;
  • 25 მლ ლიმნის წვენი;
  • 2 ჩ.კ. ვანილი;
  • ფხვიერი ორცხობილა;
  • 6 ჟელატინი.

მომზადება

  1. აურიეთ სახამებელი 100 მლ რძესთან. საგულდაგულოდ აურიეთ.
  2. დაასხით ჟელატინს წყალი და დატოვეთ გვერდზე.
  3. ქვაბში ჩაასხით დარჩენილი რძე და შემოდგით ცეცხლზე. დაამატეთ არაჟანი, შაქარი და ხაჭო. ათქვიფეთ ბლენდერით.
  4. დაუმატეთ სახამებელი რძესთან, რომელიც მანამდე აურიეთ. მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი, ლიმნის წვენი, ვანილი და აურიეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან.
  5. ჩაასხით მასა კექსისთვის განკუთვნილ მრგვალ ფორმაში, რომელსაც პერგამენტი ექნება გადაკრული.
  6. ტორტი მაცივარში 8 საათით მოათავსეთ.
  7. დაჭყლიტეთ ორცხობილა მიქსერში. მორთეთ მისი მეშვეობით ტორტი.

საშინაო არაჟნის ტორტები მაღაზიაში ნაყიდი ტორტების მშვენიერი ალტერნატივაა. ისინი რბილი, ნაკლებად კალორიული და გემრიელია.