აი, როგორ გამოვიყენოთ საკანცელარიო რეზინები კულინარიაში. 9 მარტივი ხრიკი.

by Ani

როგორ განვასხვაოთ გამოცდილი დიასახლისი დამწყებისგან? სანამ მეორე სახლის გარკვეულ სტანდარტებში მოქცევას ცდილობს, პირველი მარტივ ნივთებსაც კი იყენებს კომფორტის შესაქმნელად.

ახლა ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით – ეს მარტივი ოფისის ნივთია – საკანცელარიო რეზინა, რომელსაც სამზარეულოში დიდი გამოყენება აქვს. ისინი არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ სასარგებლოცაა, იმიტომ რომ ეხმარებათ დიასახლისებს საკვების მომზადების პროცესში.

საკანცელარიო რეზინების გამოყენების 9 ხერხი

ცომის გასაბრტყელებლისთვის

იმისთვის, რომ ორცხობილის ან ღვეზელის ცომი ერთნაირი სისქის იყოს, შეგიძლიათ რეზინები დაუმაგროთ გასაბრტყელებელს ორივე მხარეს.

რეცეპტების ორგანიზება

თუ რეცეპტებს ფაილებში ინახავთ, დააორგანიზეთ ისინი ფერადი რეზინების მეშვეობით. ასე ადვილად იპოვნით სასურველ კერძს.

თხევადი საპნის რეგულაცია

ბავშვებს ყოველთვის არ ესმით რამდენი საპონი უნდა გადმოასხან ბოთლიდან. შეგიძლიათ შეამორტყათ მათ რეზინა და შეამციროთ საშუალების რაოდენობა, რომელიც ხელის დაწოლით გამოდის. ეს მშვენიერი ეკონომიაა.

დაფის ფიქსაცია

მსგავსი დაფები ხშირად მოძრაობენ. დაამაგრეთ მათზე საკანცელარიო რეზინა და ის მაგიდაზე კარგად დაფიქსირდება.

ქილის გახსნა

თუ ხელები გიცურდებათ და ქილას ვერ ხსნით, შემოარტყით მას რეზინა თავზე  და მარტივად გახსნით.

თავსახური ქილისთვის

თუ ხელთ არ გაქვთ ქილის თავსახული, მას ადვილად გააკეთებთ ქაღალდისგან ან ხელსახოცისგან. რეზინა კი დაგეხმარებათ მის დაფიქსირებაში.

ხილის სიჯანსაღის შენარჩუნება

დაჭრილი ვაშლი ან მსხალი როგორც ახალი და წვნიანი ისე რომ შეინახოთ, რეზინებით შეკარით. ეს იდეალური ხერხია თუ ბავშვს ხილს სკოლაშ ატანთ.

ნაგვის პარკის ფიქსაცია

იმისთვის, რომ ნაგვის ყუთში პარკი ნაგავთან ერთად არ ჩაიკარგოს, მიამაგრეთ ვედროს ის რეზინით ზევიდან.

კოვზის ფიქსაცია

იმისთვის, რომ კოვზი ქვაბში არ ჩავარდეს ან მაგიდასა თუ გაზქურაზე, ის უბრალოდ რეზინით შეკარით და ქვაბის კედელზე დაფიქსირდება. ეს არ ეხება შემთხვევებს, როცა ათბობთ.

მარტივი ხრიკები სამზარეულოში საქმეს უფრო მოხერხებულს და პრაქტიკულს გაგიხდით. მსგავსი ნივთები ბიუჯეტურია, რაც ყველაფერს უფრო სასიამოვნოს ხდის.

0

ასევე დაგაინტერესებთ