მთავარი კულინარია ვაშლის ნამცხვრების 5 ვარიანტი ყველა გემოვნების ადამიანისთვის

ვაშლის ნამცხვრების 5 ვარიანტი ყველა გემოვნების ადამიანისთვის

by guramus

ვაშლი ბევრი რამის გამო უყვართ და აფასებენ.ამ ხილის უამრავი სხვადასხვა სახეობა არსებობს, ამიტომაც მათი შეძენა მთელი წლის მანძილზეა შესაძლებელი. წელიწადის ცივ დროს ვაშლი განსაკუთრებით პოპულარულია, რადგანაც ამ დროს შეგიძლიათ მისგან ნამცხვრები გააკეთოთ.

ვაშლის დესერტი რომ გემრიელი გამოვიდეს, გარკვეული წესები არსებობს. უნდა აირჩოთ ტკბილი, დიდი ნაყოფი, კარგად გადაამუშაოთ და შესაბამის ტემპერატურაზე გამოაცხოთ. მნიშვნელოვანია სწორი შიგთავსის არჩევა. ჩვენ წარმოგიდგენთ 5 სხვადასხვა ვარიანტს.

შიგთავსები

ჩირი, თხილი და დარიჩინი

ინგრედიენტები:

  • 3 ს.კ. ნებისმიერი თხილი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი;
  • 2 ც. ხმელი ლეღვი;
  • 2 ც. ხმელი ფინიკი;
  • 4 დიდი მწვანე ვაშლი;
  • 1 პწკარი ხმელი ჯანჯაფილი;
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • თაფლი

მომზადება

  1. დაასხით ცხელი წყალი ლეღვს და ფინიკს. დატოვეთ 20 წთ. დაჭყლიტეთ ტხილი, ფინიკი კი წვრილად დაჭერით.
  2. გადაასხით წყალი, დაჭერით ლეღვი. აურიეთ ყველა ჩირი თხილთან, დაუმატეთ დარიჩინი და ჯანჯაფილი.
  3. საგულდაგულოდ გარეცხეთ ვაშლი. მოაჭერით ზედა ნაწილი და შუაგული, რათა ხვრელი დარჩეს. ამაოჭერით ცოტაოდენი რბილი ნაწილიც, რათა შიგთავსი მოთავსდეს.
  4. გაავსეთ ვაშლი შიგთავსით, გადაახვიეთ ფოლგაში, დატოვეთ ზედა მხარე ღია. გამოაცხვეთ 35 წთ 180 გრადუსზე.
  5. მიიტანეთ თაფლთან ერთად.

ხაჭო, არაჟანი და დარიჩინი

ინგრედიენტები:

  • 6 დიდი ვაშლი;
  • 300 გ ხაჭო;
  • 1 კვერცხი;
  • 4 ს.კ. არაჟანი;
  • 4 ს.კ. ქიშმიში;
  • 1 ჩ.კ. ვანილის ესენცია;
  • შაქარი;
  • დარიჩინი,

მომზადება

  1. გარეცხეთ ვაშლი, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით შიფთავსი და გააკეთეთ ჩაღრმავება კოვზით.
  2. საგულდაგულოდ აურიეთ ხაჭო შაქართან, კვერცხთან, ვანილის ესენციასთან და ქიშმიშთან. გაავსეთ ვაშლი შიგთავსით.
  3. გამოსაცხობ ლანგარს წაუსვით ნაღების კარაქი, მოათავსეთ ვაშლები, მოაყარეთ დარიჩინი და გამოაცხვეთ 35 წთ 180 გრადუსზე.
  4. მიიტანეთ სუფრაზე ცხელი არაჟანთან ერთად.

ღვინო

ინგრედიენტები:

  • 3 დიდი ვაშლი;
  • 100 მლ ტკბილი ღვინო;
  • 100 გ ნაღების კარაქი;
  • 2–3 ჩ.კ. შაქარი.

მომზადება

  1. გარეცხეთ ვაშლი, ამოაჭერით შუაგული. შიგნით მოათავსეთ ნაღების კარაქის ნაჭერი და მოაყარეთ შაქარი. ჩაასხით ღვინო.
  2. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. მოათავსეთ ხილი და გამაოცხვეთ 20 წთ 220 გრადუსზე.

შვრიის ფანტელები და თაფლი

ინგრედიენტები:

  • 4 დიდი ვაშლი;
  • 50 გ შვრიის ფანტელები;
  • 3 ს.კ. გასუფთავებული ნუში;
  • 16 ნაჭერი გარგარი;
  • 2 ს.კ. თხევადი თაფლი;
  • ჩაშაქრული ჯანჯაფილი.

მომზადება

  1. დაჭყლიტეთ გარგარი, ჯანჯაფილი და ნუში. აურიეთ.
  2. აურიეთ თაფლი და შვრიის ფანტელები. დაუმატეთ გარგარს, ჯანჯაფილს და ნუშს.
  3. გარეცხეთ ვაშლი, ამოაცალეთ შუაგული, შეავსეთ შიგთავსით. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. ჩაასხით წყალი ვაშლის 1/3 სიმაღლეზე. გამოაცხვეთ 40 წთ 180 გრადუსზე.

ვაშლი ცომში

ინგრედიენტები:

  • 4 დიდი ვაშლი;
  • 500 გ ცომის ფენა;
  • 50 გ შაქარი;
  • 2 ჩ.კ. დარიჩინი;
  • 1 კვერცხი;
  • 100 გ ყავისფერი შაქარი;
  • 25 გ ნაღების კარაქი;
  • 1 ს.კ. წყალი;
  • შაქრის პუდრა

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი წყალთან. გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი. ამოაცალეთ შუაგული.
  2. მოაყარეთ ცომს ფქვილი, დაჭერით ის 4 кკვადრატად.
  3. აურიეთ ჩვეულებრივი შაქარი და 1 ჩ.კ. დარიჩინი და შეუერთეთ ხილის მასას. აურიეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და კარაქი.
  4. შეავსეთ ვაშლი, მოათავსეთ შუაში ცომის კვადრატები და ბოლოები შეკარით ვაშლის თავზე.
  5. მოათავსეთ ვაშლი გაზქურაში, პერგამენტზე. წაუსვით ხილს კვერცხი და გამოაცხვეთ ნახევარი საათით 180 გრადუსზე. მოაყარეთ შაქრის პუდრა.