მთავარი საკითხავი ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია, მას შინაგანი სისხლდენა აქვს – უახლესი ინფორმაცია ანიტაზე

ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია, მას შინაგანი სისხლდენა აქვს – უახლესი ინფორმაცია ანიტაზე

by guramus

ამ წუთებში პატარა ანიტას მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

როგორც ჯგუფის წევრი ნათია გოდერძიშვილი წერს, ანიტას აქვს შინაგანი სისხლდება.

„ანიტელებო უკვე მერამდენედ, მაგრამ თქვენდამი უდიდესი რწმენით სავსე კიდევ ერთხელ გთხოვთ ილოცოთ ანიტასთვის. ჩვენი გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვს აქვს შინაგანი სისხლდენა. მარიკო და გიორგი არ უშინდებიან ამ განსაცდელს ისევე როგორც ჩვენ, რადგან თქვენი ლოცვის იმედი გვაქვს. ეს არის ის სასწაული რამაც აქამდე მოგვიყვანა და ამდენი განსაცდელისგან გვიხსნა. ეს არის ის რაც მიგვიყვანს ანიტას გამოჯანმრთელებამდე“, – წერს ნათია გოდერძიშვილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო და ანიტა ინდოეთში გადის მკურნალობის კურსს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: