რძის შრატი – აი ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირი. ეს პროდუქტი შეგიძლია გამოიყენოთ როგორც კულინარიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში. სილამაზისთვის ნამდვილი წამალია და სწორი რეცეპტით გამოყენებისას უებარ საშუალებად გექცევათ.
1. ძალიან კარგი იქნება თუ რძის შრატს რეგულარულად დალევთ. რატომ? იმიტომ რომ იგი შეიცავს მაგნიუმს კალციუმს, ლაქტოზას, B, A, C და E ვიტამინების კომპლექსს. რძის შრატის დალევით ძლიერდება იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემა, თმა, ფრჩხილები და სახის კანი. დალიეთ ერთი ღვინის ჭიქა დღეში.
2. არსებობს უამრავი რეცეპტი კულინარიაში, რომელიც იყენებს რძის შრატს, როგორც ძირითად პროდუქტს. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ვიტამინებით გაჯერებული შეიკები, ცივი სუპები, კისელები.
3. აზიურ თავის მოვლის კულტურაში ხშირად გამოიყენება რძის შრატი, როგორც თმის მოვლის საშუალება. კვირაში 1-2-ჯერ გადაივლეთ შრატი თმაზე დაბანამდე და შედეგად მიიღებთ ძლიერ თმას.
4. თუ მიიღეთ მზისგან დამწვრობა, გახსოვდეთ, პირველი პროდუქტი რაც უნდა მიიღოთ არის რძის შრატი. იგი უსწრაფესად აღადგენს მზისგან დაზიანებულ კანის ქსოვილებს.
5. სახის კანის მოვლისთვის შეგიძლიათ ყავის ნალექთან ერთად გამოიყენოთ თანაფარდობით 1:2. შეურიეთ რძის შრატი და ყავის ნალექი, წაისვით სახეზე და 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით და საპნით. შედეგად მოიცილებთ მკვდარ კანს სახიდან და მას დამატენიანებელ ელფერს შესძენთ.
6. რძის შრატს შეუძლია თქვენი განწყობა დადებითად შეცვალოს. მას ბედნიერების ჰორმონსაც უწოდებენ, რადგან ორგანიზმში გამოიმუშავებს სეროტონინს, იგივე ბედნიერების ჰორმონს.