მთავარი რჩევები მეცნიერები: გვითხარი რომელ თვეში დაიბადე და გეტყვით როგორი ჯანმრთელობა და ხასიათი გაქვს.

მეცნიერები: გვითხარი რომელ თვეში დაიბადე და გეტყვით როგორი ჯანმრთელობა და ხასიათი გაქვს.

by Keti

თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ პლანეტებს გავლენა არ აქვთ ჩვენს ცხოვრებაზე. თუმცა, ზოგიერთი ახალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ სეზონი, რომელშიც ვიბადებით, გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

როგორ ახდენს დაბადების სეზონი გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე? რა არის ის დეტალები, რასაც შემოდგომაზე, ზაფხულში, გაზაფხულზე ან ზამთარში დაბადებულმა ადამიანებმა უნდა მიაქციონ ყურადღება? ეს არის კითხვები, რომელზეც შევეცდებით დღეს პასუხი გაგცეთ. ბონუსად, თქვენ იპოვით ყველაზე პოპულარულ პროფესიებს დაბადების თვის მიხედვით.

წლის განმავლობაში, ქალები განსხვავებული რაოდენობით იღებენ მზის გამოსხივებას. ბუდაპეშტელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზის სხივების ნაკლებობა ხშირად გავლენას ახდენს დედის მუცელში ნაყოფის განვითარებაზე.

გასაკვირია, მაგრამ დაბადების თვე ზემოქმედებს დოფამინისა და სეროტონინის დონის არსებობაზეც – ბედნიერებისა და კარგი განწყობის ჰორმონებზე.

ამასთან ერთად, ესპანეთის ალიკანტეს უნივერსიტეტის მკვლევარები, ხსნიან კავშირს დაბადების თვესა და პიროვნებას შორის და ადგენენ 27 ქრონიკული დაავადებისა და მდგომარეობის მიმართ მიდრეკილებას.

ზამთარში დაბადებულები ნაკლებად ფიცხები და ფეთქებადები არიან, ვიდრე სხვა სეზონზე დაბადებულები. თუმცა, ამ წელს საკმარისი რაოდენობის მზის სხივებს ვერ ვიღებთ. ამიტომ არის, რომ ზამთარში დაბადებულებს აქვთ უხასიათობისა და დეპრესიული მდგომარეობის მიმართ წინასწარგანწყობა. 

მათ, ვინც იანვარში დაიბადა, ხშირად აქვთ გასტრიტი, შეკრულობა, წელის ტკივილი (კაცებში), გულის შეტევა, შაკიკი და მენოპაუზის პრობლემები (ქალებში).

ამავე დროს, იანვარში დაბადებული კაცები სამჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ფარისებრი ჯირკვლის კვანძების პრობლემებით, ვიდრე ისინი, ვინც სექტემბერში დაიბადნენ.

თებერვალში დაბადებულები უნდა უფრთხილდნენ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, ოსტეოართრიტს, გულის დაავადებებს (კაცებში) და თრომბოზს (ქალებში).

გაზაფხულზე დაბადებული ყველა ადამიანი მიდრეკილია ჰიპერთიმიისკენ: ისინი მუდამ კარგ განწყობაზე არიან. მარტში, აპრილში და მაისში დაბადებულები ხშირად მხიარული ოპტიმიზმით გამოირჩევიან.

მარტში დაბადებულ კაცებს შესაძლოა ჰქონდეთ ასთმა, კატარაქტა და გულის პრობლემები.

ქალები უნდა უფრთხილდნენ რევმატიზმს, ყაზბობას და ართრიტს.

აპრილში დაბადებული კაცები ოსტეოპოროზის, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და ასთმის რისკ ჯგუფში შედიან. აპრილში დაბადებული ქალები კი უნდა უფრთხილდნენ ბრონქიტს, სიმსივნეებს და ოსტეოპოროზს.

მაისში დაბადებული კაცები შესაძლოა წინასწარგანწყობილნი იყვნენ ასთმის, დეპრესიისა და დიაბეტის მიმართ. ქალებს ხშირად აქვთ ოსტეოპოროზი, შეკრულობა და ქრონიკული ალერგიები.

ამავე დროს, მაისში დაბადებული კაცები მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, ისევე როგორც დეკებნერში დაბადებულები.

ზაფხულში დაბადებული ადამიანები სამყაროს პოზიტიურად აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ისინი მიდრეკილნი არიან ციკლოტიმიისკენ: ხშირი ხასიათს ცვალებადობა. იშვიათ შემთხვევებში, ციკლოტიმია შესაძლოა გადაიზარდოს ისეთ ფსიქოლოგიურ დარღვევაში, როგორიც არის ბიპოლარული აშლილობა ან მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი. ,,ცვალებადი” ეფექტი ამ ადამიანებში უფრო შესამჩნევია, ვიდრე ზამთრის თვეებში დაბადებულებში.

ივნისში დაბადებული კაცები წინასწარგანწყობილნი არიან კატარაქტას, ქრონიკული ბრონქიტისა და გულის დაავადებების მიმართ. ქალები ხშირად იტანჯებიან რევმატიზმით, შარდის შეუკავებლობითა და ართრიტით.

ზაფხულის პირველ თვეში დაბადებულ კაცებს 34%ით ნაკლებად ემართებათ დეპრესია და 22%ით ნაკლებად იტანჯებიან ზურგის ტკივილებით. ამავე დროს, ივნისში დაბადებული ქალები, 35%ით ნაკლებად წუხდებიან მენოპაუზით გამოწვეული პრობლემებით და 33%ით ნაკლებად ემართებათ შაკიკი.

ივლისში დაბადებული ადამიანები ხშირად იტანჯებიან ასთმით, ართრიტით, სიმსივნეებით და კისრის ქრონიკული ტკივილით.

აგვისტოში დაბადებული ადამიანები მიდრეკილნი არიან შემდეგი დაავადებებისკენ: კაცებს ხშირად აქვთ ოსტეოპოროზი, ასთმა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; ქალებს ხშირად აწუხებთ რევმატიზმი, ართრიტი და თრომბოზი.

შემოდგომით დაბადებულები ხშირად უფრო ფეთქებადები არიან. კარგი ამბავი ისაა, რომ ბევრი მზის სხივის დამსახურებით, სექტმბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში დაბადებული ადამიანები არ არიან მიდრეკილები დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობისკენ.

ყველას, ვინც სექტემბერში დაიბადა, შესაძლოა დაემართოს ოსტეოპოროზი და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. კაცები ხშირად იტანჯებიან ასთმით, ქალები კი – სიმსივნეებით.

კარგი ამბავი ის არის, რომ სექტემბერში დაბადებულ ყველა ადამიანს ნაკლები შანსი აქვს ქრონიკული დაავადებების გაჩენის.

ოქტომბერში დაბადებული კაცები მიდრეკილნი არიან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისა და შაკიკისკენ. ქალებს აქვთ ანემიისა და ქოლესტერინის მაღალი დონის რისკი. ქალებსაც და კაცებსაც ხშირად ემართებათ ოსტეოპოროზი.

ნოემბერში დაბადებულ კაცებს ხშირად აქვთ კანის ქრონიკული დაავადებები და გულის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ნოემბერშ დაბადებული ქალებს კი ემართებათ გულის შეტევა, შეკრულობა ან ვენების ვარიკოზული დაავადება. ბონუსი: ნოემბერში დაბადებულ ქალებს არ აქვთ მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემები.

წლის ბოლო თვეში დაბადებულ კაცებს ხშირად აქვთ კატარაქტა, დეპრესია და გულის პრობლემები. ქალებს ხშირად ემართებათ ასთმა, თრომბოზი და ქრონიკული ბრონქიტი.

გარკვეული პიროვნული მახასიათებლებისა და შესაძლო დაავადებების კომბინაციით, სხვადასხვა თვეში დაბადებული ადამიანები ხშირად მიჰყვებიან განსაზღვრულ კარიერულ გზას.

  • იანვარში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ შემგროვებლები – ვალის ინკასირების სპეციალისტები – და რეალტორები.
  • თებერვალში დაბადებული ადამიანები ხშირად ხდებიან არტისტები ან შემსრულებელები.
  • მარტში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ მუსიკოსები ან პილოტები.
  • აპრილში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ დიქტატორი უფროსები.
  • მაისში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ სპორტსმენები ან პოლიტიკოსები.
  • ივნისში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორები ან მეცნიერები.
  • ივლისში
  • დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ მშენებლები, მატარებლის მძღოლები ან შემსრულებლები.
  • აგვისტოში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ მშენებლები ან პოლიტიკოსები.
  • სექტემბერში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ წარჩინებული სტუდენტები ან სპორტსმენები.
  • ოქტომბერში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ პოლიტიკოსები.
  • ნოემბერში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ ,,ცნობილი” კრიმინალები.
  • დეკემბერში დაბადებული ადამიანები შესაძლოა გახდნენ დენტისტები ან მესიები.

არ მიიღოთ ამ კვლევის შედეგები აბსოლუტურად შეუქცევადად. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ამინდის მდგომარეობები სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე რიგში, ყოველი ადამიანი თავის საკუთარ გზას ავითარებს, ქმნის უნიკალურ პიროვნებას და ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ეს ქმედებები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და არ აქვს მნიშვნელობა, შობის დღეს დაიბადე, დამოუკიდებლობის დღეს თუ მადლიერების დღეზე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: