მთავარი გასართობი კომპანიამ ოფისისთვის 2 კნუტი აიყვანა, დებეტი და კრედიტი, რათა თანამშრომელთა განწყობა აემაღლებინა (21 ფოტო)

კომპანიამ ოფისისთვის 2 კნუტი აიყვანა, დებეტი და კრედიტი, რათა თანამშრომელთა განწყობა აემაღლებინა (21 ფოტო)

by Keti

ოფისის თანამშრომლის ბაზისური უნარები მოიცავს ოფისის შესაბამისი მასალებით ორგანიზებას, ტელეფონზე პასუხს და კომპიუტერზე მუშაობას – გასაოცარი კნუტები დებეტი და კრედიტი ყველა ამ უნარს ფლობენ – თითქმის. ოჰაიოს გადამზიდი კომპანიის ფინანსური/IT დეპარტამენტის მიერ ,,დაქირავებულ” და გადარჩენილ კნუტებ, არამხოლოდ ბუნებრივი თამაშის უნარების გამოვლენა ევალებათ, არამედ თანამშრომელთა განწყობის ამაღლება.

საოცარი ცხოველები არამხოლოდ ოფისში უყვართ, არამედ უკვე მთელ ინტერნეტში. ახალი თანამშრომლები უკვე სხვადასხვა საიტზე გაგვაცნეს, საყვარელი კნუტები კამერამ მაშინ დააფიქსირა, როცა ცარიელი ყუთის ქვეშ იმალებოდნენ. შემდეგ ხალხს მეტის გაგება მოუნდა მათ შესახებ. ოფისის კატებს ახლა საკუთარი ინსტაგრამის ანგარიში აქვთ 6,2000 ფოლოუერით.

გაიცანით თქვენც დებეტი და კრეტიდი, გასაოცარი ,,ოფისის კნუტები”, რომლებიც ინტერნეტში უკვე საკმაოდ პოპულარულები არიან

თნამშრომელმა, რომელმაც ეს ვიდეო Reddit-ზე ატვირთა, თქვა, რომ კნუტები საღამოს ოფისში რჩებიან, მაგრამ შაბათ-კვირას მათთან სტუმრად მიდიან, რათა ,,ჩაეხუტონ და ეთამაშონ.”

ცხოველების სამუშაო გარემოს ნაწილად ქცევა ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული ტრენდი გახდა. ქცევითი ფსიქოლოგის, ლოტე სპაიკერმანის თანახმად, ძაღლებსა და კატებს ადამიანის ფსიქოლოგიისთვის სარგებელი მოაქვს. ,,ისინი ამცირებენ სტრესს და ზრდიან პროდუქტიულობას, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი თავიანთი ჰარმონიულობით ურთიერთობენ თქვენთან და როცა თამაშს იწყებენ, ეს კარგი ნიშანია იმის შესახსენებლად, რომ შესვენების დროა,” ახსნა ფსიქოლოგმა.

ინტერნეტის მომხმარებლები კნუტებით აღფრთოვანებულები არიან და მათ აღტაცებული კომენტარებით ამკობენ:

,,რა გასაოცარია! მათ ყურებაში ალბათ საერთოდ ვერ შევძლებდი მუშაობას.”

,,საუკეთესო სახელები ჰქვიათ.”

,,როგორი რთულია მათთან თამაში და თან საქმეზე კონცენტრირება.”

,,ვაკანსიები ხომ არ გაქვთ?”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: