მთავარი რჩევები დროა გამოიღოთ საკერავი მანქანა მტვრიანი კუთხიდან და საქმეს შეუდგეთ

დროა გამოიღოთ საკერავი მანქანა მტვრიანი კუთხიდან და საქმეს შეუდგეთ

by Keti

ფრანგული მოსახვევი – ყველა ბიზნეს ქალის გარდერობის საყვარელი ელემენტია. ასეთი შესანიშნავი აქსესუარი არამხოლოდ ამრავალფეროვნებს მორთულობას, არამედ იცავს თქვენს ყელს ნიავისგან. დღეს გთავაზობთ უჩვეულო ფრანგული მოსახვევის დამზადების საიდუმლოს.

ეს ნაკეთობა ორმხრივია, ამიტომ უნდა შევაერთოთ თანაბარი ზომის ქსოვილის ორი ნაჭერი. ამ მიზნით შეგიძლიათ სხვადასხვა ქსოვილის გამოყენებაც, მაგალითად, ერთი ნაწილისთვის შეარჩიეთ უჩვეულო ნახატებიანი ქსოვილი, ხოლო მეორესთვის – ერთფერიანი მასალა.

ფრანგული მოსახვევისთვის თქვენ დაგჭირდებათ

  • ქაღალდი თარგისთვის
  • ძაფი
  • ქსოვილის ნაჭრები
  • მაკრატელი
  • სახაზავი
  • ფანქარი
  • საკერავი მანქანა

სამუშაოს მიმდინარეობა

1. აღნიშნული ზომების გამოყენებით მოამზადეთ თქვენი თარგი ფრანგული მოსახვევისთვის.

2. ნაჭერი გადაკეცეთ შუაზე (ან შეაერთე სხვადასხვა ქსოვილის ორი ნაჭერი). ქსოვილს მიადე თარგი, შემოხაზე და ფრთხილად ამოჭერი დეტალები.

3. ამოკერეთ ყველა ნაპირი გარდა ყველაზე ვიწრო ნაწილის – კუდისა.

4. თითქმის გამზადებული ნაკეთობა გადააბრუნე კარგ პირზე, შეკეცე კუდი 5 სანტიმეტრზე და ზუსტად შეკერე. შედეგად თქვენ მიიღებთ მზა შარფ-ტრანსფორმერს პატარა ნასკვით.

თუ მოგეწონათ თქვენი გარდერობის აღნიშნული მოდური სტილით განახლების იდეა, გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

https://www.youtube.com/watch?v=uyQHfRWP5WA&feature=emb_title

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: